მშრალი ხიდიდან სანაპიროსკენ რომ ჩაუხვევთ და ძველმანებით მოვაჭრეებს გასცდებით, თბილისში სანტექნიკის ერთ-ერთ საუკეთესო შოურუმთან – “გალერეა დემასთან” აღმოჩნდებით. წინდაწინ გეტყვით – ლუქს-კლასის შოუ-რუმისგან დაბალ ფასებს ნუ ელით, თუმცა არჩევანი და ხარისხი ისეთია, ფასს რომ ამართლებს.
“დემასში” 1 კვირის წინ შევედი ფეჩვორქის სტილში შესრულებული კერამიკის ძიებაში და მართლაც მივაგენი შესანიშნავ ვარიანტს: ესპანური ბრენდის Roca Ceramica-ს კოლექციიდან “Gracia“. კოლექცია ქრომატულ (ჭრელ) და აქრომატულ ვერსიებშია წარმოდგენილი.
Advertisements