Tag Archives: ფურნიტურა

ერგონომიული სამზარეულო

სამზარეულოს გეგმარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა მთლიანი ბინის მოწყობის საკითხში, რადგან თუ თქვენ მუდმივად გარეთ არ იკვებებით, მნიშნელოვანი ფიზიკური დატვირთის მიღება გიწევთ სადილ-ვახშმის მომზადების, მაგიდის გაშლის, შემდეგ დალაგების და დასუფთავების პროცესში. ამ პროცესისის მნიშვნლოვნად გართულებაც შეიძლება არასწორი გეგმარებით და გაიოლებაც, დაგეგმარების პროცესში გარკვეული საკითხების გათვალისწინებით. და თუ თქვენ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სადილის კეთება გიწევთ, დამეთანხმებთ რომ პროცესის შემსუბუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში მიმოვიხილოთ სამზარეულოს განლაგების ძირითადი ტიპები: სწორ ხაზზე, კუთხოვანი (ინგლისური L-ს ფორმის), პარალელური, სამმხრივი (ინგლისური U-ს ფორმის), კუნძულით. ამათგან ყველაზე კომფორტულია U-ს ფორმის და პარალელური გეგმარება (კუნძულიც თუ ძირითადი ხაზის პარალელურადაა, ისიც ამ პუნქტში შევიყვანოთ), შემდეგ L-ის ფორმის და ბოლოს სწორხაზოვანი გეგმარება. თუმცა, თუ ოთახის ფორმა მხოლოდ სწორხაზოვანი გეგმარების საშუალებას გაძლევთ, მისი კომფორტულად მოწყობა მაინც შესაძლებელია.

23260018

პირველი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უკვე ათწლეულებია ცნობილია და რომელსაც აქტიურად იყენებენ სამზარეულოს გეგმარებისას, ეს “სამუშაო სამკუთხედია” – წარმოსახვით სამკუთხედი მაცივარს, ნიჟარასა და გაზქურას შორის. ეს ის წერტილებია, რომელთანაც ყველაზე ხშირად გვაქვს შეხება სამზარულოში და მათ შორის მიმოსვლა არ უნდა იყოს არაფრით შეფერხებული. მაგალითად, ნიჟარიდან მაცივრამდე მისასვლელად სასადილო მაგიდას არ უნდა უვლიდეთ გვერდს. სწორედ ამ სამკუთხედის ოპტიმალური განლაგების შესაძლებლობას იძლევა პარალელური, U-ს ფორმის და L-ის ფორმის სამზარეულოები. ვრცლად

14 Comments

Filed under რჩევები