Tag Archives: ფუნქციონალობა

ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტი – ხალიჩა

დღეს არ გესაუბრებით ხალიჩის ტიპებზე, ამ პოსტში არ იქნება რჩევები, როგორ აარჩიოთ ან სად შეიძინოთ ხალიჩა (ამაზე მოგვიანებით). ამ პოსტში შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხალიჩა, რა ფუნქციებით იტვირთება და რამდენი არასწორი მითით ვხელმძღვანელობთ, როდესაც უარს ვამბობთ სახლში ამ არაჩვეულებრივი ნივთის გამოყენებაზე.

01

მითი N1: “ხალიჩა უგემოვნოა”

უგემოვნობის მითი საბჭოური კიჩის – საერთო შტამპით “დაბეჭდილი” უსახური ხალიჩების დამსახურებაა. ასეთებს თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით 20 წლის წინ (ახლაც ბევრგანაა) ასეთივე კიჩური ჩეხური “სტენკების” და რუმინული სასადილო გარნიტურის გვერდით (ან ქვეშ). ამ მითს წარმატებით ამყარებს ბაზრობებზე ოხრად შემოტანილი უგემოვნო ეგზემპლარები. თუმცა უგემოვნო ტანსაცმლის არსებობა გემოვნებიანის პოვნას რატომ გამორიცხავს? და თუ საბჭოური ავეჯის გამო თანამედროვე ავეჯზე არ ვამბობთ უარს, არც ლამაზი ხალიჩის ქონის სიამოვნება მოვიკლოთ.

1-21-0 1-1 1-4 1-3 ვრცლად

11 Comments

Filed under ტრენდი

სამრეცხაო ოთახი

ალბათ, ბევრ თქვენგანს ეცნობა სურათი: აბაზანაში განთავსებული სარეცხი მანქანა, მასზე მოთვსებული სარეცხისათვის განკუთვნილი კალათა უწესრიგოდ შევსებული ტანისამოსით და სარეცხი საშუალებების თარო; საცხოვრებლად განკუთვნილ რომელიმე ოთახში მდგარი გასაუთოვებელი ტექსტილის კიდევ ერთი კალათა, საუთავებელი მაგიდა და უთო, ასევე გარდერბში ადგილის მიჩენამდე აქვე „მაშასადამესავით“ დატოვებული გაუთავებული ტანისამოსი თუ თეთრეული; უკეთეს სემთხვევაში აივნის დამატებად ქცეულ თოკებზე გაფენილი სარეცხი, უარეს შემთხვევაში კი გასაუთოვებელი ხარისხები / თოკები მასზე უწესრიგოდ ახუნძლული სველი ტანისამოსით სააბაზანო ან რომელიმე სხვა ოთახში.

დამეთანხმებით, იდილიური სურათი ნამდვილად არ არის. სხვა თუ არა არაფერი, თქვენს კომფორტულ ყოველდღიურობას არღვევს შეუსაბამო ადგილას თვალში „გამოჩხერით“. რამდენ ძვირფასი ადგილს იკავებს – ამაზე ჩემი განამრტება საჭირო არც არის.

სწორედ ასეთი არეულობის თავიდან ასაცილებლად ბინის თანამედროვე გეგმარება „ცნობს“ ისეთ ფრიად აუცილებელ ოთახს, როგორიცაა სამრეცხაო. ვრცლად

4 Comments

Filed under რჩევები

სამი უკიდურესობა

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი პირველი პოსტი დავწერო იმ მარგინალური ინტერიერების შესახებ, როგორებიც მრავლად გვხვდება რეალობაში. ანუ, როგორ არ მოგვივიდეს ზედმეტი მარილი.

1. ტრადიციული, “ზედმეტად” ფუნქციონალური, უგემოვნო.

ასეთ ინტერიერს ხშირად შეხვდებით პოსტსაბჭოურ ბინებში. აქ გათვალისწინებულია ყველაფერი: 2 სასადილო მაგიდა, 3 სამეული, კუთხე, “სტენკა” ვიტრინით, საძინებელი, აბაზანა უნიტაზის გარეშე და ტუალეტი უსასაშხაპეოდ… შედარებით “პრადვინუტებს” შეკიდული ჭერი აქვთ მინოტავრის ლაბირინთებით, არანაკლები სირთულის ფარდები და მოხატულობა იატაკზე. მოკლედ, ასეთ სახლებში ყველაფერია, რაც კი შეიძლება გაახსენდეს ადამიანის უშრეტ ფანტაზიას, თანაც, რაც მთავარია, ყოველივე ეს დატეულია საკმაოდ მცირე ფართობში. მერე რა, თუ ავეჯისათვის გვერდის აქცევა რთულია, სამაგიეროდ მეზობელს თვალს დაუბრმავებს ჩვენი მატერიალური კეთილდღეობა. ვრცლად

4 Comments

Filed under რჩევები