Tag Archives: ფერი

ჩემი ბინა: დაგეგმარება და დიზაინი

არ მახსოვს, მიხსენებია თუ არა, რომ ამ ბლოგს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვქმნი(დი). სამზარეულოს, გარდერობის, ბავშვის ოთახისა თუ განათების გეგმარების შესახებ პოსტები ჩემი ინტერესის გამოძახილია – ის ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მისაღებად შევაგროვე, პოსტებად გადმოვეცი. ერთი წლის წინ ახალი ბინის შეძენამ გაფართოების საშუალება მოგვცა და მის დაგეგმვასაც შევუდექი.

პროექტი და მოცემულობა:

ბინა 4-ოთახიანია, ე.წ. ჩეხური პროექტი. ფართობი: 100 კვ.მ. აივნების ჩათვლით. მდგომარეობა: შავი კარკასი. ტიხრების ნაწილი მოხსნილი. სწორედ ისაა, რაც გვინდოდა – საყრდენ კედელს არ შევეხებით, სხვა მხრივ კი თავისუფლებას გვაძლევს გეგმარებაში.

ფანჯრების მდებარეობაა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაბინეტი და საძინებელი ოთახები, სამხრეთ-დასავლეთით მისაღები და სამზარეულო.

დაგეგმარება:

პროცესი იმ ზონების და ფუნქციების ჩამოთვლით დაიწყო, რაც ბინას უნდა ეტვირთა. ზოგიერთ კუთხეს ორმაგი ფუნქციის შესრულება შეუძლია – დასასხდომი ზონა (sitting zone) კომბინირებულ იქნა ტელევიზორის საყურებელ ზონასთან, სამრეცხაო ზონისათვის ადგილი სან-კვანძის გაფართოების ხარჯზე გამოინახა (არა სააბაზანო ოთახის, როგორც მიღებულია პრაქტიკაში), ხოლო საბავშვო ოთახში სთამაშო ზონა გაიზარდა იკეას ანტრესოლიანი საწოლის გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მარტივი სამოძრაო ბილიკების დატოვება იმგვარად, რომ ერთი ზონიდან მეორეში მოსახვედრად რაც შეიძლება ნაკლები შემოვლის გაკეთება იყოს საჭირო.

დაგეგმარება და ვიზუალიზაცია პროგრამა planner5d.com-ში გავაკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანე archicad-ის ფაილში, რადგან პირველი გაცილებით მოსახერხებელია სამუშაოდ მოყვარულისათვის. მხოლოდ ყველა საჭირო ზონისა და ავეჯის განლაგების შემდეგ გადავიტანე ტიხრები archicad-ში.

ვრცლად

2 Comments

Filed under ზოგადი

ვიზუალური მანიპულაცია სივრცით

ამ პოსტში იმ მეთოდებზე და პატარა “ეშმაკობებზე” ვისაუბრებთ, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები მიმართავენ ოთახის ვიზუალური შეცვლისათვის.

ფერები

ალბათ, გეცოდინებათ, რომ ღია ფერები ვიზუალურად “ზრდის” (ტანისამოსის შემთხვევაში – “ასუქებს”). ინტერიერში ფერების მოქმედება უფრო სპეციფიურად ვლინდება: ღია და ცივი ტონებში კედლების შეღებვა ნამდვილად “ზრდის” ოთახს, ოღონდ კედლების ვიზუალური “შორს გაწევის” ხარჯზე; ხოლო მუქი და თბილი ტონები კედლებს თითქოს “აახლოვებს”. ამგვარი მეთოდით შესანიშნავად შეიძლება მოგრძო ოთახის კორექტირება მოკლე კედლების მუქ (და თბილ) ტონებში, ხოლო გრძელი კედლების ღია (და ცივ) ტონებში შეღებვის / მოპირკეთების გზით.

Perfect-Color-for-Contemporary-Living-Room-Ideas

grey-bedroom1 ვრცლად

6 Comments

Filed under რჩევები

ფერები

მარტივი ფაქტები ცხოვრებიდან

როგორ ვიწყებთ რემონტს? დაახლოებით განვსაზღვრავთ ოთახში ავეჯის განლაგებას; ვათვალიერებთ სარემონტო მასალებს, ვარჩევთ, მოგვწონს და ვყიდულობთ; ვარემონტებთ; მალასების ანალოგიურად ვარჩევთ ავეჯს – ვარჩევთ, მოგვწონს, ვყიდულობთ. და ხელთ გვრჩება ინტერიერი ფერთა გაუგებარი შეხამებით. არადა ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა: ფერი ქმნის განწყობას!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს მინდა მოგიყვეთ ფერების შესახებ. ვრცლად

5 Comments

Filed under ზოგადი