Tag Archives: საწოლი

ბავშვთა ოთახი

საბავშვო ოთახის მოწყობა ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა არც ბავშვის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი, თქვენთვის ძვირფასი კვადრატული მეტრებიც ფუჭად არ დაიკარგოს (მ.შ. სხვა ოთახებშიც 🙂 ) და ბავშვისთვისაც სასიამოვნო იყოს საკუთარ ოთახში დროის გატარება. ამასთან იგი უნდა დაიგეგმოს ბავშის სწრაფი ზრდის ფაქტის გათვალისწინებით ისეთნაირად, რათა მისი შეცვლა ადვილი იყოს დროთა განმავლობაში. მივყვეთ მნიშვნელოვან საკითხებს პუნქტობრივად:

ჯანმრთელობისათვის

ბავშვთა ოთახისათვის არამც და არამც არ არის დასაშვები მეორადი ინსოლაციის გამოყენება – ამ ოთახს უნდა ჰქონდეს გარეთ გამავალი ფანჯრები. ამასთანავე სასურველია, თუ ეს ფანჯრები ჩრდილოეთით არ იქნება მიქცეული. ჯერ ერთი, საწერი მაგიდა მაქსიმალურად დიდხანს უნდა ნათდებოდეს ბუნებრივი განათებით, რაც აუცილებელია ბავშვის თვალებისათვის; მეორეც, მზის სხივები კლავს მავნე ბაქტერიებს, რაც ასევე ერთობ მნიშნელოვანია საბავშვო ოთახში ჯანსაღი კლიმატის შესაქმნელად.

თუ ბავშვისათვის აუცილებელია კომპიუტერით სარგებლობა, დაუდგით მას ე.წ. დესქთოფ კომპიუტერი და არა ნოუთბუქი. უკიდურეს შემთხვევაში, ნოუთბუქს შეუერთეთ ცალკე კლავიატურა, რათა მასზე კრიფოს ბავშვმა და შეძლოს მონიტორისგან დისტანციით ჯდომა.

სამუშაო მაგიდა უნდა იყოს განთავსებული ისეთნაირად, რომ მზის სხივები და ხელოვნური განათება მას ეცემოდეს მარცხნიდან (მემარჯვენეთათვის)  ან წინიდან. მხედველობისთვის არ არის რეკომენდირებული მაგიდის სხვაგვარად დადგმა.

კომფორტული, სრულ სიმაღლეზე საზურგიანი სკამი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის. ამასთან სამუშაო მაგიდა უნდა წვდებოდეს ბავშვს მკერდამდე. სკამი უნდა იყოს ისეთი სიმაღლის, რომ ბავშვის ფეხები თავისუფლად იდგეს იატაკზე მართი კუთხით და მუხლები არ ეხებოდეს მაგიდის ზედაპირს ქვემოდან. ორთოპედების რეკომენდაციით საწერი მაგიდის სიგანე უნდა იყოს სულ ცოტა 1მ, სიღრმე – 60 სმ, ხოლო სივრცე მაგიდის ქვემოთ (სადაც ბავშვის ფეხები უნდა მოთავსდეს) 50х50 სმ-ზე. ერთობ ერგონომიულია არცისე ღრმა თაროები მაგიდის თავზე – ასე ყველა ძირითადი წიგნი და საკანცელარიო ნივთი “ერთი ხელის გაწვდენაზე” განთავსდება.

   

  

ვრცლად

Advertisements

31 Comments

Filed under რჩევები