Tag Archives: ოთახი

ვიზუალური მანიპულაცია სივრცით

ამ პოსტში იმ მეთოდებზე და პატარა “ეშმაკობებზე” ვისაუბრებთ, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები მიმართავენ ოთახის ვიზუალური შეცვლისათვის.

ფერები

ალბათ, გეცოდინებათ, რომ ღია ფერები ვიზუალურად “ზრდის” (ტანისამოსის შემთხვევაში – “ასუქებს”). ინტერიერში ფერების მოქმედება უფრო სპეციფიურად ვლინდება: ღია და ცივი ტონებში კედლების შეღებვა ნამდვილად “ზრდის” ოთახს, ოღონდ კედლების ვიზუალური “შორს გაწევის” ხარჯზე; ხოლო მუქი და თბილი ტონები კედლებს თითქოს “აახლოვებს”. ამგვარი მეთოდით შესანიშნავად შეიძლება მოგრძო ოთახის კორექტირება მოკლე კედლების მუქ (და თბილ) ტონებში, ხოლო გრძელი კედლების ღია (და ცივ) ტონებში შეღებვის / მოპირკეთების გზით.

Perfect-Color-for-Contemporary-Living-Room-Ideas

grey-bedroom1 ვრცლად

6 Comments

Filed under რჩევები

სამრეცხაო ოთახი

ალბათ, ბევრ თქვენგანს ეცნობა სურათი: აბაზანაში განთავსებული სარეცხი მანქანა, მასზე მოთვსებული სარეცხისათვის განკუთვნილი კალათა უწესრიგოდ შევსებული ტანისამოსით და სარეცხი საშუალებების თარო; საცხოვრებლად განკუთვნილ რომელიმე ოთახში მდგარი გასაუთოვებელი ტექსტილის კიდევ ერთი კალათა, საუთავებელი მაგიდა და უთო, ასევე გარდერბში ადგილის მიჩენამდე აქვე „მაშასადამესავით“ დატოვებული გაუთავებული ტანისამოსი თუ თეთრეული; უკეთეს სემთხვევაში აივნის დამატებად ქცეულ თოკებზე გაფენილი სარეცხი, უარეს შემთხვევაში კი გასაუთოვებელი ხარისხები / თოკები მასზე უწესრიგოდ ახუნძლული სველი ტანისამოსით სააბაზანო ან რომელიმე სხვა ოთახში.

დამეთანხმებით, იდილიური სურათი ნამდვილად არ არის. სხვა თუ არა არაფერი, თქვენს კომფორტულ ყოველდღიურობას არღვევს შეუსაბამო ადგილას თვალში „გამოჩხერით“. რამდენ ძვირფასი ადგილს იკავებს – ამაზე ჩემი განამრტება საჭირო არც არის.

სწორედ ასეთი არეულობის თავიდან ასაცილებლად ბინის თანამედროვე გეგმარება „ცნობს“ ისეთ ფრიად აუცილებელ ოთახს, როგორიცაა სამრეცხაო. ვრცლად

4 Comments

Filed under რჩევები