Category Archives: ფოტო-პოსტი

კამუფლაჟირებული სამზარეულო

სამზარეულოში შეიძლება ძალიან ფუნქიონალური იყოს – კარგად აითვისო მისი კედლები, ყველა ნივთი ერთი ხელის გაწვდენაზე გქონდეს, ხშირად მოხმარებად ტექნიკა კი ზედაპირზევე განათავსო. მაგრამ აქედან ბევრი რამ არ არის რეკომენდირებული, თუკი თქვენ სტუდიო გაქვთ. თუკი თქვენი სამზარეულო ოთახი ინტეგრირებულია მისაღებთან, სასურველია, რომ ის მისაღების ნაწილად აქციოთ.

თუ ქვემოთმოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენ შეძლებთ სამზარეულო მაქსიმალურად “შეფუთოთ”, დამალოთ. რასაკვირველია, თუ თქვენი სურვილია, რომ მისაღებში სამზარეულო არ ჩანდეს. იდეებისთვის კი პოსტის ბოლოს მოყვანილ ფოტოებს გადახედეთ.

1) კარადების ფასადები – უნდა იმეორებდეს, აგრძელებდეს ან ავსებდეს ყველა დანარჩენ ავეჯს. სასურველია, სამზარეულო იმავე ფერებისა და ფაქტურის მქონე მასალით გააკეთოთ, რითიც სხვა კარადებია (თაროები, ტელევიზორის კუთხე, ე.წ. ბუფეტი ან მაგიდა) დამზადებული.

 

 

2) სახელურები – ტრადიციულად მისაღები ოთახის ავეჯის კარებს არ უმაგრდება სახელურები და მათზე მიწოლით გაღების სისტემებია დამონტაჟებულია. სამზარეულოს კარადების კარები უფრო ხშირი მოხმარებისაა და სტანდარტულად სახელურები უმაგრდება. თუმცა, კომბინირებულ ოთახში უმჯობესია, თუ უარს იტყვით სახელურზებზე, ან გამოიყენებთ მინიმალისტურ, ფასადებში “ჩამჯდარი” სახელურების სისტემას. ვრცლად

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები, ფოტო-პოსტი

მოლდინგები თანამედროვე ინტერიერში

თანამედროვე ინტერიერი ეკლექტიკური ინტერიერია. მხოლოდ ერთი სტილი მისთვის მოსაწყენი ერთფეროვნებაა და თამამად ურევს მასში კლასიკური ინტერიერის დეტალებს: მომრგვალებულ სილუეტებს, თითბერისა და ბროლის მასალებს, ჩუქურთმებსა და მოლდინგებს. ასეთი აღრევით ინტერიერი ბევრად მეტყველი და შესამჩნევი ხდება.

ფაქტურული კედელი სივრცეში დეკორის შემოტანის შესანიშნავი მეთოდია. რთულ და გარდამავალ, ან კონტრასტულ ფერებში შეფერილი მოლდინგებიანი კედელი შესანიშნავ აქცენტად იქცევა თქვენს მოდურ ბინაში. თუ ახალშეძენილ სახლში კედლებზე თაბაშირის ორნამენტები დაგხვდათ, ნუ იჩქარებთ მათ მოცილებას – ჯერ ამ ფოტოკოლაჟს შეავლეთ თვალი. ხოლო თუ ცარიელი კედლების გადახალისება გადაწყვიტეთ, პოლიურეტანის მოლდინგებზეც (თაბაშირის ნაცვლად დღეს ამ მასალით სრულდება დეკორატიული ელემენტები) იფიქრეთ.

კედლის მესამედი თეთრი მოლდინგებით, à la ბუაზერი:

ვრცლად

დატოვე კომენტარი

Filed under ფოტო-პოსტი

ლეგენდა სახელად: KitchenAid

ბრენდი, რომელზეც დღეს მინდა გიამბოთ, არც ავეჯს აწარმოებს და არც სამშენებლო მასალებს. და მაინც, ვთვლი, რომ მისი ადგილი სწორედ ჩემს ბლოგზეა, რადგან საკუთარი დიზაინით შესანიშნავ არტ-ობიექტს წარმოადგენს (არა, განა ფუნქციონალურობით დაეწუნება რამე) და ნებისმიერი სამზარეულოსთვის საამაყო სამშვენისად შეუძლია იქცეს. ეს KitchenAid-ის ბრენდი და მისი ცნობილი მდგომარე მიქსერია.

47fc81528503dd554f4e6fd14cf141f4

ვრცლად

8 Comments

Filed under ბრენდი, ფოტო-პოსტი