Category Archives: ტრენდი

თანამედროვე ტენდენციები ინტერიერის დიზაინში

ყველა დიზაინი ემორჩილება მოდას, მ.შ. ინტერიერის დიზაინიც. საბედნიეროდ, ინტერიერის დიზაინის ტენდენციები გაცილებით ხანგრძლივად ნარჩუნდება, ამიტომ თანამედროვედ გაკეთებული ბინა თამამად გაგიძლებთ მომავალ რენოვაციამდე.
მოდურობა არ გულისხმობს უახლესი სტილის (ინდუსტიალური თუ მინიმალისტურის) გამოყენებას – სტილი განყენებული საკითხია და ბევრი მათგანი შეიძლება იყოს თანამედროვე: ნეობაროკოს, ამპირისა და არ-ნუვოს ჩათვლით. მოდა დეტალებშია – ფერები, ქსოვილები, მასალები, პრინტები, სილუეტები, შეხამებები… თუმცა ამავე დროს არის სტილები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური ხდება ამა თუ იმ დროს. ამ პოსტში მიმდინარე ტენდენციებზე ვისაუბრებ, რომელიც თქვენს ინტერიერს რამდენიმე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს თანამედროვე იერს.

1. ხის თბილი ფერი – ხის მონაცრისფრო ტონი თანდათან პოზიციებს უთმობს უფრო თბილ ფერს. ეს ნიშნავს, რომ ხის ფაქტურა უკვე არა ფონი, არამედ ერთგვარი აქცენტია.

2. ნაცრისფერი ფერი ისევ აქტუალურია როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ფერების მონაცრისფრო ტონების სახით. მოდური ქრომატული (არანეიტრალური) ფერები მონაცრისფრო ტონებს შეიცავს საკუთარ თავში: დამჯდარი, “დამტვრელი” ფერები წელსაც აქტუალურია.

ვრცლად

%(count)s კომენტარი

Filed under ტრენდი

ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტი – ხალიჩა

დღეს არ გესაუბრებით ხალიჩის ტიპებზე, ამ პოსტში არ იქნება რჩევები, როგორ აარჩიოთ ან სად შეიძინოთ ხალიჩა (ამაზე მოგვიანებით). ამ პოსტში შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხალიჩა, რა ფუნქციებით იტვირთება და რამდენი არასწორი მითით ვხელმძღვანელობთ, როდესაც უარს ვამბობთ სახლში ამ არაჩვეულებრივი ნივთის გამოყენებაზე.

01

მითი N1: “ხალიჩა უგემოვნოა”

უგემოვნობის მითი საბჭოური კიჩის – საერთო შტამპით “დაბეჭდილი” უსახური ხალიჩების დამსახურებაა. ასეთებს თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით 20 წლის წინ (ახლაც ბევრგანაა) ასეთივე კიჩური ჩეხური “სტენკების” და რუმინული სასადილო გარნიტურის გვერდით (ან ქვეშ). ამ მითს წარმატებით ამყარებს ბაზრობებზე ოხრად შემოტანილი უგემოვნო ეგზემპლარები. თუმცა უგემოვნო ტანსაცმლის არსებობა გემოვნებიანის პოვნას რატომ გამორიცხავს? და თუ საბჭოური ავეჯის გამო თანამედროვე ავეჯზე არ ვამბობთ უარს, არც ლამაზი ხალიჩის ქონის სიამოვნება მოვიკლოთ.

1-21-0 1-1 1-4 1-3 ვრცლად

11 Comments

Filed under ტრენდი

კერამიკული ფეჩვორქი

ფეჩვორქი (patchwork) ქსოვილის პატარა ნაკუწების გადაკერებით დიდი ნაჭრის მიღების ხელოვნებაა. ნანახი გექნებათ ამგვარი ტექნიკით შესრულებული საბნები, გადასაფარებლები, ბალიშები, ჩანთები, პუფები… თუმცა თანამედროვე ხელოვნებამ საზღვრები არ იცის, მოგეხსენებათ, ჰოდა ფეჩვორქის ტექნიკამაც ასახვა ჰპოვა კედლისა თუ იატაკის მოსაპირკეთებელ ფილებში. L45027_Stamford_Kitchen ვრცლად

6 Comments

Filed under ტრენდი