Category Archives: ზოგადი

ჩემი ბინა: რეალიზებული პროექტი

1 წლის წინ დავწერე პოსტი ჩემი ბინის რემონტის გეგმარებაზე. რემონტის რეალიზებას 4 თვე დასჭირდა, თუმცა დეტალებზე მუშაობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა. ვერ ვიტყვი, რომ ის სახე მიიღო, რაც საბოლოოდ მინდა: საქართველოში ავეჯის მოძიებაც რთული პროცესია, ინტერნეტიდან გამოწერა კი რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან ძნელია ენდო ფოტოს, როცა საქმე ასეთ მნშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება. თუმცა, საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ და ახალ ბინაში ერთი წლის ცხოვრების შემდეგ შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ კომფორტული და მოსახერხებელი ბინაა.

მოსაპირკეთებელი მასალები:

კედლები, ძირითადა, შეღებილია. რამდენიმე ოთახში გაკრულია შპალერები. სამზარეულოში რეცხვისადმი განსაკუთრებით მედეგი (scrubbable) შპალერი შევიძინეთ “ბელ მეზონში“, სველი წერტილები კი გრანიტის ფილებით მოვაპირკეთეთ. ჭერი ყველგან თაბაშირმუყაოსია, იატაკზე კი ლამინირებული პარკეტი (ა.კ.ა.) ლამინატი აგია, გარდა სამზარეულოს და სველი წერტილებისა.

ავეჯი:

საქართველოში ავეჯის არჩევანის სიმწირის გამო მისი დიდი ნაწილი (ისევე, როგორც განათების, ტექსტილისა და დეკორის გარკვეული ნაწილი) შვედური კომპანია Ikea-სი შევიძინეთ. ჯერ ერთი, ონლაინ შერჩევის საშუალება არსებობდა, რამაც მოფიქრების და გაანალიზების დრო და საშუალება მოგვცა. მეორეც, ცნობადი მწარმოებელი საიმედო ხარისხსაც ნიშნავს. თურქეთში ჩვენ მიერ შერჩეული ავეჯი მაღაზიაშიც ვნახეთ, სანამ შეკვეთას გავაფორმებდით. ვრცლად

Advertisements

5 Comments

Filed under ზოგადი

ჩემი ბინა: დაგეგმარება და დიზაინი

არ მახსოვს, მიხსენებია თუ არა, რომ ამ ბლოგს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვქმნი(დი). სამზარეულოს, გარდერობის, ბავშვის ოთახისა თუ განათების გეგმარების შესახებ პოსტები ჩემი ინტერესის გამოძახილია – ის ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მისაღებად შევაგროვე, პოსტებად გადმოვეცი. ერთი წლის წინ ახალი ბინის შეძენამ გაფართოების საშუალება მოგვცა და მის დაგეგმვასაც შევუდექი.

პროექტი და მოცემულობა:

ბინა 4-ოთახიანია, ე.წ. ჩეხური პროექტი. ფართობი: 100 კვ.მ. აივნების ჩათვლით. მდგომარეობა: შავი კარკასი. ტიხრების ნაწილი მოხსნილი. სწორედ ისაა, რაც გვინდოდა – საყრდენ კედელს არ შევეხებით, სხვა მხრივ კი თავისუფლებას გვაძლევს გეგმარებაში.

ფანჯრების მდებარეობაა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაბინეტი და საძინებელი ოთახები, სამხრეთ-დასავლეთით მისაღები და სამზარეულო.

დაგეგმარება:

პროცესი იმ ზონების და ფუნქციების ჩამოთვლით დაიწყო, რაც ბინას უნდა ეტვირთა. ზოგიერთ კუთხეს ორმაგი ფუნქციის შესრულება შეუძლია – დასასხდომი ზონა (sitting zone) კომბინირებულ იქნა ტელევიზორის საყურებელ ზონასთან, სამრეცხაო ზონისათვის ადგილი სან-კვანძის გაფართოების ხარჯზე გამოინახა (არა სააბაზანო ოთახის, როგორც მიღებულია პრაქტიკაში), ხოლო საბავშვო ოთახში სთამაშო ზონა გაიზარდა იკეას ანტრესოლიანი საწოლის გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მარტივი სამოძრაო ბილიკების დატოვება იმგვარად, რომ ერთი ზონიდან მეორეში მოსახვედრად რაც შეიძლება ნაკლები შემოვლის გაკეთება იყოს საჭირო.

დაგეგმარება და ვიზუალიზაცია პროგრამა planner5d.com-ში გავაკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანე archicad-ის ფაილში, რადგან პირველი გაცილებით მოსახერხებელია სამუშაოდ მოყვარულისათვის. მხოლოდ ყველა საჭირო ზონისა და ავეჯის განლაგების შემდეგ გადავიტანე ტიხრები archicad-ში.

ვრცლად

2 Comments

Filed under ზოგადი

ფერები

მარტივი ფაქტები ცხოვრებიდან

როგორ ვიწყებთ რემონტს? დაახლოებით განვსაზღვრავთ ოთახში ავეჯის განლაგებას; ვათვალიერებთ სარემონტო მასალებს, ვარჩევთ, მოგვწონს და ვყიდულობთ; ვარემონტებთ; მალასების ანალოგიურად ვარჩევთ ავეჯს – ვარჩევთ, მოგვწონს, ვყიდულობთ. და ხელთ გვრჩება ინტერიერი ფერთა გაუგებარი შეხამებით. არადა ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა: ფერი ქმნის განწყობას!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს მინდა მოგიყვეთ ფერების შესახებ. ვრცლად

5 Comments

Filed under ზოგადი