Category Archives: ბაზრის მიმოხილვა

კედლები საბავშვო ოთახში

როგორი უნდა იყოს კედლები საბავშვო ოთახში – საკითხის ასე დასმა, აპრიორი, არასწორი მგონია. იქ, სადაც ბავშვია, წესები უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლება – დანარჩენი ფანტაზია და სურვილებია. ამიტომ ასე დავსვამდი საკითხს: როგორი მინდა იყოს კედლები საბავშვო ოთახში?

ბავშვობაში ფარდისა თუ კედლის ლაქებს, ჩრდილების მოხაზულობას, ღრუბლების ფორმებს თქვენც აკვირდებოდით, ხომ? ალბათ, კი. და ამ ლაქების შემხედვარე ათასგვარ ისტორიებს ვიგონებდით. ბავშვის წარმოსახვას სულ ცოტა სჭირდება ზღაპრის სამყაროში გადასასვლელად. ჰოდა მე მინდა, ჩემი შვილების ოთახში კედლის მხატვრობა, ფრესკა (a.k.a. mural) თუ შპალერი სწორედ ფანტაზიას აღვივებდეს, რეალობის საზღვრებს აფართოებდეს, ოცნებისკენ უბიძგებდეს. ამავე მიზეზით არ მინდა ბავშვის ოთახში რომელიმე ერთი მულტფილმის გმირები “შევიყვანო” და ამით შემოვზღუდო. მჭახე და მკვეთრ ფერებზეც ვიტყოდი უარს – ფერმა კი არ უნდა დაძაბოს, უნდა განტვირთოს ოთახის პატარა ბინადარი (მე “უნდას” ვიტყვი და თქვენ “მინდა” იგულისხმეთ 🙂 ).

Surreal-Paintings-02

ჩემი ფავორიტი ნეიტრალური და პასტელური ფერთა გამაა, ხოლო პატარა განმეორებადი ნახატების მქონე შპალერს მრავალფეროვანი ფრესკა მირჩევნია. ფრესკა ისტორიას უნდა ყვებოდეს, მხოლოდ არა ბოლომდე. ხოლო ამ ისტორიას მისი “წამკითხველი” ყველა პატარა თავისებურად დააბოლოებს, თანაც, ყოველ საღამოს სხვადასხვანაირად. ვრცლად

11 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა, რჩევები

გალერეა Demasi

მშრალი ხიდიდან სანაპიროსკენ რომ ჩაუხვევთ და ძველმანებით მოვაჭრეებს გასცდებით, თბილისში სანტექნიკის ერთ-ერთ საუკეთესო შოურუმთან – “გალერეა დემასთან” აღმოჩნდებით. წინდაწინ გეტყვით – ლუქს-კლასის შოუ-რუმისგან დაბალ ფასებს ნუ ელით, თუმცა არჩევანი და ხარისხი ისეთია, ფასს რომ ამართლებს.

“დემასში” 1 კვირის წინ შევედი ფეჩვორქის სტილში შესრულებული კერამიკის ძიებაში და მართლაც მივაგენი შესანიშნავ ვარიანტს: ესპანური ბრენდის Roca Ceramica-ს კოლექციიდან “Gracia“. კოლექცია ქრომატულ (ჭრელ) და აქრომატულ ვერსიებშია წარმოდგენილი.

roca_gracia_diz_1_enl

roca-gracia-amb-gr-2013-9-7063-12.04

ვრცლად

2 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა

ცარიელი კედლების პრობლემა

ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა: შედიხართ შენობაში (ბინაში, საზოგადებრივ დაწესებულებაში), თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, ხარისხიანი და მოდური ავეჯი გონივრულადაა განთავსებული, მაგრამ სიცარიელე (და არა მინიმალიზმი) უხეშად იჭრება შეგრძნებებში. როგორც წესი, ამ სიცარიელის მიზეზი შეუვსებელი კედლებია, რომელთა დატვირთვაზეც არ უფიქრიათ ინტერიერის შემნქმნელებს.

ამ პოსტში მინდა ცარიელი კედლების შევსების ალტერნატივები შემოგთავაზოთ, რომელთა უმრავლესობაც მცირე ბიუჯეტის პირობებშიც კი ხელმისაწვდომია, ამასთან ორიგინალურობას და საერთო ინტერიერთან თავსებადობას არ არის მოკლებული. ვრცლად

7 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა, რჩევები

კედლის საფარი: ბაზრის მოკლე მიმოხილვა

კედლის საფარველის რამდენი ვარიანტი გახსენდებათ? ალბათ უმრავლესობას შპალერი, შეღებვა და კაფელი. ბაზარზე კი ცოტა უფრო დიდი არჩევანია, რომელთა გამოყენებაც კომბინირებულადაც შეიძლება და ძალიან კარგი შედეგებიც მიიღწევა. ამ პოსტში მოკლედ მიმოვიხილავ მათ, ცოტა უფრო დეტალურ ანალიზს კი მომავლისათვის მოვიტოვებ. ვრცლად

5 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა