About

ამ ბლოგის შექნა ქართულ ვებ-სივრცეში ინტერიერის დიზაინსა და მოწყობაზე არსებული ინფორმაციის სიმცირემ გადამაწყვეტინა. ყველაფერთან ერთად, ხარისხიანი ინტერიერის დეფიციტია ბაზარზე: ხშირად არსებული კლიშეების მსხვერპლნი ვხდებით, ან სილამაზეს ეწირება კომფორტი…

ამ ბლოგიდან თქვენ შეიტყობთ: როგორ დაიწყოთ ინტერიერის დაგეგმვა, რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დროს, როგორ მოვახდინოთ გადაგეგმარება არსებული ფართობის მაქსიმალური გამოყენებით, რა ეშმაკობებს შეიძლება მივმართოთ ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, რა თავისებურებით ხასიათდება ესა თუ ის სტილი და სხვა მსგავსი.

19 responses to “About

  1. მადლობა🙂
    იმედი მაქვს, ასეთივე შემართებით გავაგრძელებ!

  2. სავა არ ვიცი და ამ ბლოგის ინტერიერი მართლა მაგარია. დახვეწილი და ელეგანტური🙂

  3. წარმატებები :*

  4. მომწონს აქაურობა🙂
    და მართლა საჭირო ბლოგია, თავისი პოსტებიანად

    • ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებისათვის🙂
      უფრო საჭირო გახდებოდა, ცოტა უფრო ხშირად რომ ვწერდე🙂

  5. natia

    ძალიან მომეცონა ეს ბლოგი … საინტერესო და მართლაც ძალიან აუცილებელი ინფორმაცია მივიღე … ხვალ გამომადგება დიპლომის დაცვაზე :)… როგორც მომავალი ინტერიერშნიკი😀

    • უღრმესი მადლობა, ნათია🙂 იმედს ვიქონიებ, რომ მომავალში მე თვითონ ვესტუმრები თქვენს თემატურ ბლოგს და მე ვისწავლი თქვენგან🙂

  6. koba

    tqveni nomeri minda

  7. IRAKL I KAPANADZE

    გამარჯობა, ჩემით ვცადე მომეძებნა საიტი სადაც შევძლებდი სამზარეულოს ჩემით დაგეგმვას -ვერ ვიპივე , ხომ ვერ მირჩევთ რამეს?

    • მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისა და დაინტერესებისათვის🙂
      სანამ უშუალოდ ბმულებს მოგაწვდით, რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:
      1) ყურადღება მიაქციეთ ე.წ. “სამუშაო სამკუთხედის” დაგეგმვას – ეს არის წარმოსახვითი სამკუთხედი სარეცხ ნიჟარას, გაზქურასა და მაცივარს შორის. ამ სამკუთხედზე მოძრაობს ძირითადად დიასახლისი და მათი შედარებთ ახლო მანძილზე განლაგება დაბრკოლების გარეშე ბევრად შეამოკლებს დიასახლისის მოძრაობის ტრაექტორიას. თუმცაღა გაზქურის პირდაპირ მაცივართან ან ნიჟარასთან დადგმაც არ არის რეკომენდირებული.
      2) სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი (ე.წ. ‘სტალეშნიცა’) უნდა იყოს შემდეგი სიმაღლის: დიასახლისის მოხრილი იდაყვიდან 10–15 სმ-ით ქვემოთ. ეს არის ოპტიმალური სიმაღლე, რომელზეც ხელები ნაკლებად დაეღლება მუშაობისას. სიმარტივისთვის, შეგიძლიათ სტანდარტული გაზქურის სიმაღლეს გაუპირისპიროთ.
      3) სამუშაო ზონები უნდა იყოს დამატებით განათებული. ოპტიმალური ვარიანტია სამზარეულოს ზედა თაროების ქვედა კედელში ჩაშენებული სანათები, რაც სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს და ნიჟარას გაანათებდა (გაზქურისათვის , როგორც წესი, გამწოვები ისედაც არის აღჭურვილი დამატებითი განათებით).
      4) თაროებზე უფრო მეტად მოსახერხებელია უჯრები – უფრო ადვილად აითვისებთ მთელ ზედაპირს და სიღრმეში დადებული ნივთებიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. რაც მეტ თაროს ჩაანაცვლებთ უჯრებით, მით უკეთესი. ასევე გირჩევდით, ზედა თაროები გააკეთოთ სამზარეულოს კედლის მთელ სიმაღლეზე – სათავსო არასოდესაა ზედმეტი🙂
      5) რჩევა დიასახლისს: თაროები სიმაღლის მიხედვით დაყავით ე.წ. ხშირი დატვირთვის, საშუალო დატვირთვის და იშვიათი დატვირთვის ზონებად სამუშაო ზედაპირიდან მათი დაშორების მიხედვით. რაც უფრო ახლოს არის თარო/უჯრა იატაკთან ან ჭერთან, მით უფრო რთულია მასზე წვდომა (ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს დახრის თუ სკამზე ასვლის სახით), ამიტომ ასეთ თაროებზე განათავსეთ იშვიათი მოხმარების ჭურჭელი (ნივთები). სამუშაო ზედაპირთა ახლოს მდებარე უჯრებში (დახრა და სკამზე ასვლა რომ არ დაგჭირდებათ) კი განათავსეთ ხშირი მოხმარების საგნები.
      ესეც ბმულები უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
      http://www.kuhnidizain.ru/p/planirovka-kuhni.html
      http://www.mebel-26.ru/kit_plan.php
      http://dizajnkuhni.ru/dizayn-i-planirovka-kukhni
      http://www.ikea.com/ms/ru_RU/rooms_ideas/kitchen_howto/RU/zones_and_layouts.html
      იმედია, ჩემი კომენატარი ცოტათი მაინც დაგეხმარებათ🙂

  8. vanilka26

    ძალიან საინტერესოა აქაურობა.წარმატებებს გისურვებთ.მე ახალი ბლოგერი ვარ

  9. ახლა ვიპოვე ეს ბლოგი, აღარც მოგეშვებით გადევნებთ თვალს. ^_^

  10. teo

    საშინლად მომეშალა ნერვები, რომ ვინმე ირაკლი კაპანაძემ მადლობაც არ მოიხადა იმხელა პასუხი რომ მისწერე, ასეთი დაწვრილებითი ინფორმაციით (იხ. ორი პოსტით ზევით)

    • მადლობა გულშემატკივრობისთვის🙂
      არა უშავს, მოგვიანებით ეს კომენტარი (გავრცობილი სახით, ბუნებრივია) პოსტად ვაქციე😉
      http://wp.me/p1FLQp-9C

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s