კამუფლაჟირებული სამზარეულო

სამზარეულოში შეიძლება ძალიან ფუნქიონალური იყოს – კარგად აითვისო მისი კედლები, ყველა ნივთი ერთი ხელის გაწვდენაზე გქონდეს, ხშირად მოხმარებად ტექნიკა კი ზედაპირზევე განათავსო. მაგრამ აქედან ბევრი რამ არ არის რეკომენდირებული, თუკი თქვენ სტუდიო გაქვთ. თუკი თქვენი სამზარეულო ოთახი ინტეგრირებულია მისაღებთან, სასურველია, რომ ის მისაღების ნაწილად აქციოთ.

თუ ქვემოთმოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენ შეძლებთ სამზარეულო მაქსიმალურად “შეფუთოთ”, დამალოთ. რასაკვირველია, თუ თქვენი სურვილია, რომ მისაღებში სამზარეულო არ ჩანდეს. იდეებისთვის კი პოსტის ბოლოს მოყვანილ ფოტოებს გადახედეთ.

1) კარადების ფასადები – უნდა იმეორებდეს, აგრძელებდეს ან ავსებდეს ყველა დანარჩენ ავეჯს. სასურველია, სამზარეულო იმავე ფერებისა და ფაქტურის მქონე მასალით გააკეთოთ, რითიც სხვა კარადებია (თაროები, ტელევიზორის კუთხე, ე.წ. ბუფეტი ან მაგიდა) დამზადებული.

 

 

2) სახელურები – ტრადიციულად მისაღები ოთახის ავეჯის კარებს არ უმაგრდება სახელურები და მათზე მიწოლით გაღების სისტემებია დამონტაჟებულია. სამზარეულოს კარადების კარები უფრო ხშირი მოხმარებისაა და სტანდარტულად სახელურები უმაგრდება. თუმცა, კომბინირებულ ოთახში უმჯობესია, თუ უარს იტყვით სახელურზებზე, ან გამოიყენებთ მინიმალისტურ, ფასადებში “ჩამჯდარი” სახელურების სისტემას.

3) სამზარეულოს უკან კედელი, ე.წ. წინსაფარი – აქაც უმჯობესია უარი თქვათ სტანდარტულ კაფელზე. დღეს ბაზარი სხვადასხვა არჩევასნს გვთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც ადვილად შეგიძლიათ სამზარეულოს მიმიკრია განაგრძოთ. მაგალითად, მთელ ოთახში გააკრათ ერთიდაიგივე შპალერი, ხოლო სამზარეულოს უკან ააკრათ ნაწრთობი გამჭვირვალე შუშა; ან გააკეთეთ აგურის კედელი, რომლიც ტრადიციულ “წინსაფრად” არ აღიქმება; ან გამოიყენეთ არაპრიალა ზედაპირიანი ბუნებრივი ქვა და ა.შ.

 

 

კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილებაა, გამოიყენოთ იგივე მასალა, რაც ფასადებზე.

4) კედლის შენახვის სისტემებზე (რეილინგებზე) აქ უარი უნდა თქვათ. ასევე მაქსიმალურად გაათავისუფლეთ სამუშაო ზედაპირი სამზარეულოს ტექნიკისგან, დანების სადგამისგან, ქვაბებისა და ჩაიდნებისგან.  ყველაფერი, რაც სხვა სამზარეულოში თავსდება გამოსაჩენ ადგილას, უნდა შეინახოთ კარადებში. სასურველია, ყველაფრისთვის წინასწარ გაითვალისწინოთ ადგილი, რათა მოხმარებაში კომფორტული იყოს. ჭურჭლის ჟელესთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიჟარაში ჩაშენებული დისპანსერი, ღრუბლებისათვის – ნიჟარის შიგნით ჩაკერებული ჯიბე, უჯრებში კი შეინახავთ: ტილოს, საჭრელ დაფებს, ტაფის კოვზებსა და ქაფქირებს, სასწორს და ა.შ.

5) ჩასაშენებელი ტექნიკა და სანტექნიკა – სამზარეულოს ტექნიკა უნდა იყოს სრულად ჩასაშენებელი. გაზქურის ზედაპირი სასურველია იყოს კერამიკული ან ინდუქციური – მინიმალისტური დიზაინისა. ზედაპირის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ინდუქციური ზედაპირებისათვის დაგჭირდებათ სპეციალური მაგნიტურძირიანი ჭურჭელი, ხოლო კერამიკულ ზედაპირებთან გამოდგება ყველა ბრტყელძირიანი ჭურჭელი, გარდა სპილენძისა. ასევე მინიმალისტური დიზაინის უნდა იყოს ონკანი – ერთადერთი, რაც “გასცემს” ამ ზონაში სამზარეულოს არსებობას.

6) დეკორატიული ტექნიკა – ძვირადღირებული გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ ბიუჯეტი გაძლევთ ამის საშუალებას, რატომაც არა. თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ გამწოვების ძალიან ელეგანტურ და მრავალფეროვან არჩევანს – ქრომირებული და თითბერის (რუს. латунь) ზედაპირებით, მილის ფორმისას,  ან კრისტალებიანს, რომელიც შესახედად ჭაღს ჰგავს. ასეთი გადაწყვეტილებებით გამწოვის კარადაში ჩამალვა კი არაა საჭირო, არამედ მათი მეშვეობით მისაღები ოთახის მიმზიდველობის გაზრდაა შესაძლებელი.

 

 

7) გამოიყენეთ სამზარეულოს ზედაპირიდეკორატიული მიზნებით – განათავსეთ მასზე ყვავილები, ლარნაკები, სასანთლე, ნახატი… ნუ გადატვირთავთ, მაგრამ შექმენით განწყობა, რომ ეს ზონა დეკორატიულია, და არა სამუშაო.

8) შექმენით ძლიერი ვიზუალური ცენტრი სხვაგან. სასადილო მაგიდას დაუმატეთ გამომწვევი სანათი, ან მოსასვენებელ ზონაში დააგეთ მკვეთრი და ლამაზი ხალიჩა. გადმოიტანეთ აქცენტი მისაღები ზონისკენ.

 

 

პოსტის ბოლოს კი დაპირებული ფოტო-იდეები:

                                      

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები, ფოტო-პოსტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s