ჩემი ბინა: რეალიზებული პროექტი

1 წლის წინ დავწერე პოსტი ჩემი ბინის რემონტის გეგმარებაზე. რემონტის რეალიზებას 4 თვე დასჭირდა, თუმცა დეტალებზე მუშაობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა. ვერ ვიტყვი, რომ ის სახე მიიღო, რაც საბოლოოდ მინდა: საქართველოში ავეჯის მოძიებაც რთული პროცესია, ინტერნეტიდან გამოწერა კი რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან ძნელია ენდო ფოტოს, როცა საქმე ასეთ მნშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება. თუმცა, საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ და ახალ ბინაში ერთი წლის ცხოვრების შემდეგ შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ კომფორტული და მოსახერხებელი ბინაა.

მოსაპირკეთებელი მასალები:

კედლები, ძირითადა, შეღებილია. რამდენიმე ოთახში გაკრულია შპალერები. სამზარეულოში რეცხვისადმი განსაკუთრებით მედეგი (scrubbable) შპალერი შევიძინეთ “ბელ მეზონში“, სველი წერტილები კი გრანიტის ფილებით მოვაპირკეთეთ. ჭერი ყველგან თაბაშირმუყაოსია, იატაკზე კი ლამინირებული პარკეტი (ა.კ.ა.) ლამინატი აგია, გარდა სამზარეულოს და სველი წერტილებისა.

ავეჯი:

საქართველოში ავეჯის არჩევანის სიმწირის გამო მისი დიდი ნაწილი (ისევე, როგორც განათების, ტექსტილისა და დეკორის გარკვეული ნაწილი) შვედური კომპანია Ikea-სი შევიძინეთ. ჯერ ერთი, ონლაინ შერჩევის საშუალება არსებობდა, რამაც მოფიქრების და გაანალიზების დრო და საშუალება მოგვცა. მეორეც, ცნობადი მწარმოებელი საიმედო ხარისხსაც ნიშნავს. თურქეთში ჩვენ მიერ შერჩეული ავეჯი მაღაზიაშიც ვნახეთ, სანამ შეკვეთას გავაფორმებდით.

კარადები შეკვეთითაა დამზადებული ჩემი დიზაინით. დიზაინი წინასწარ მოვამზადე და ფურნიტურის ნაწილი აგრეთვე Ikea-დან ჩამოვიტანე. დანარჩენი ფურნიტურა ადგილზეა შეძენილი მაღაზია LTB-ში. სამზარეულო და გარდერობი ერგონომიკის მაქსიმალური დაცვითაა დაგეგმილი. 1 წლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერგონომიულად დაგეგმარებული (იხ. პოსტები სამზარეულოსა და გარდერობის დაგეგმვაზე) შენახვის სისტემები ძალიან კომფორტულია მოხმარებაში.

12190940_514413008732096_5926130768379718030_n

 

ward1 ward2 ward3

სამზარეულოში სასადილო კუთხე კაფის ატმოსფეროშია გადაწყვეტილი: კედელთან მიდგმული ე.წ. “ბანკეტკა”, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს კი სკამები. “ბანკეტკების” არჩევანი სამამულო ბზარზე ძალიან შეზღუდულია – ავეჯის ადგილობრივი საწარმო “სავარძელი” ამზადებდა შეკვეთით და “კლასიკაში” ვიპოვნეთ მზა (ასევე ძალიან ელეგანტური) ვერსია. საბოლოოდ არჩევანი პირველზე შევაჩერეთ, რადგან სრული კომპლექტი დაგვიმზადეს ხის მასალით.

ცალკე უნდა აღვნიშნო გერმანული ავეჯის სალონ “კარეში” შეძენილი ულამაზესი ხის მასიური მაგიდა (მოდელი: Authentico, დამზადებული შეშამის ხისგან), რომელიც კარგი ფასდაკლებით შევიძინეთ (გირჩევთ, ფბ-ზე თქვენც ჩაუსაფრდეთ “კარეს” ფასდაკლებებს, რითიც ნამდვილად გვანებივრებს ხოლმე). მისი თბილი ფერი და ფაქტურად იდეალურად ეხამება Ikea-ს Stockholm-ის კოლექციიც ყავის მაგიდას და ბუფეტს, და “კლასიკაში” შეძენილ ხის სკამებს.

img_5703

ფერები, ორნამენტები, ტექსტილი:

ერთ-ერთი, რაც ბინის, როგორც საერთო სივრცის აღქმაში მონაწილეობს, გეომეტრიული ორნამენტებია, რომელიც ოთახიდან ოთახამდე მეორდება. მისაღებ ოთახში ეს ორნამეტები ყველაზე ჭარბადაა – ხალიჩა, დეკორატიული ბალიშები, ლარნაკები თუ ჭურჭლის სადგამი. საძინებლში გეომეტრიული პრინტი ერთ-ერთ კედელზეა, სააბაზანოში კი აბაზანის ფარდაა გეომეტრიული ფიგურებით.

img_5696

ასევე ბინას საერთო ფერთა გამა ერთიანებს, რაზეც წინა პოსტშიც ვისაუბრე. ძალიან მზიანი და თბილი მისაღები ზონისთვის რუხი ფერის შემოტანა უბრალოდ აუცილებლი იყო. მით უმეტეს, რომ მყარი ავეჯი თბილი ხის ფერია.

ხალიჩის გარეშე, აბა როგორ გამოვიდოდა. მოსასვენებლ ზონაში ე.წ. ბრტყლად-ნაქსოვი, უხაოო შალის ხალიჩა დავაგე. კიდევ ერთი მომცრო (სინთეტიური მასალის და შესაბამისად, რაალერგიული) ხალიჩა ბავშვების ოთახშია, სადაც თამაშის დროს სხედან.

ჭერი და განათება:

განათების ძალიან ბევრი წყარო მაქვს გამოყენებული და არცერთი მათგანი არაა ზედმეტი. ცივი და თბილი ფერის განათებები ბევრ ოთახში წყვილად მაქვს გაკეთებული, რათა მათი ფერისა და ინტენსივობის ცვლით განწყობაც ვცვალოთ – აქტიურ ფაზაში შედარებით ცივი განათებები გვაქვს ჩართული, გვიან საღამოს კი დაბალი, თბილი განათება სასიამოვნო ძილისპირულ განწყობას ქმნის. ამ დანიშნულებას შესანიშნავად ითავსებს ჭერის ჯიბეებში დამონტაჟებული თბილი და დაბალი ნათების ლედ-ლენტა.

სასადილო მაგიდებს საკუთარი განათების წყაროები აქვთ – მოთავსებული მაგიდის, და არა ოთახის ცენტრში.

საწოლის გვერდითა ბრები არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ბავშვების საძინებლებშიც გავითვალისწინეთ – ძილისწინა წიგნის კითხვის რიტუალისთვის კარგი დამხმარე ინსტრუმენტია🙂

img_5298

ჭერი ორდონიანი გვაქვს – მეორე დონის დანიშნულება ზონირებაა, რასაც ძალიან კარგად ასრულებს განათებებთან (და მოსასვენებლ ზონაში – ხალიჩასთან) ტანდემში.

გამოწვევები და სირთულეები:

გამოწვევა ბევრი იყო: შეთანხმებულთან შედარებით დროში გაწელილი რემონტიდან დაწყებული ავეჯის პატარა არჩევანით დამთავრებული. კომპანია “ჯაოკენის” კონსულტანტის მხრიდან არასწორად გაფორმებული შეკვეთის გამო კედლის ფილების შეკვეთლი კოლექციიდან სხვა დეკორი მოიტანეს, რაც მხოლოდ გაკვრის შემდეგ აღმოვაჩინე და ბედს შევეგუე. “დომინოში” შეკვეთილი ჭაღები კი საერთოდ არ ჩამოიტანეს, რაც ჩემი შეკვეთის მრავალჯერადი მოკითხვის შემდეგღა გავარკვიე.

ჩემი რჩევებია: (ა) გააფორმეთ კონტრაქტი სარემონტო ჯგუფის უფროსთან (ა.კ.ა. “პრარაბთან”), რომელშიც გაითვალისწინებთ ჯარიმებს ვადაგადაცილებაზე; (ბ) ნუ ენდობით ნურავის – გამონახეთ დრო და ყველა მასალა თვითონ შეარჩიეთ. დარწმუნდით თუნცად იმაში, რომ იმ საღებავით იღებება კედლები, რასაც შეგპირდნენ და რის ღირებულებასაც იხდით; (გ) გადაამოწმეთ მოტანილი მასალის შესაბამისობა შერჩეულთან; (დ) მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით; (ე) შეეგუეთ, რომ ყველაფერი მაინც ვერ გამოვა ისე, როგორც გქონდათ დაგეგმილი🙂

წარმატებულ რემონტს გისურვებთ!

ჩემი ბინის რემონტის დანარჩენი ფოტოები კი შეგიძლიათ იხილოთ პოსტის ბოლოს.

სამზარეულო:

img_5213

img_5693

img_5322

საბავშვო ოთახი:

img_5221

img_5225

img_5223

საძინებელი:

img_5670

img_5677

img_5330

მისაღები:

img_5276

img_5695

img_5697

img_5704

სააბაზანო ოთახი:

img_5686

img_5680

img_5681

5 Comments

Filed under ზოგადი

5 responses to “ჩემი ბინა: რეალიზებული პროექტი

  1. მადლობა გასათვალისწინებელი რჩევებისთვის🙂 მე თავისუფლად განდობ ჩემი ბინის დიზაინს❤

  2. მისაღები მომეწონა ძალიან! საოცარია❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s