ვგეგმავთ გარდერობს

იმ შემთხვევაშიც, თუ გარდერობისთვის მთელი ოთახი გაქვთ გამოყოფილი, აუცილებელია მისი ჭკვიანურად დაგეგმვა. სწორი გეგმარება კრიტიკული ხდება, თუკი გარდერობს პატარა სივრცე დაუთმეთ. ქვემოთმოყვანილი რჩევების გათვალისწინება გარდერობის სწორად დაგეგმვასა და ფართის ოპტიმალურ ათვისებაში დაგეხმარებათ.

1. საკიდებისთვის განკუთვნილი ძელის სიმაღლე უნდა იყოს თქვენს სიმაღეს პლუს 30-35 სმ. თუ ძელს უფრო მაღლა გეგმავთ, მაშინ იგი გადმოსაწევ მექანიზმზე უნდა იყოს.

2. შარვლებისათვის სპეციალური გამოსაწევი საკიდის გამოყენებით ასევე დაზოგავთ სივრცეს (სარჭებიან კაუჭიან საკიდთან შედარებით სიმაღლეში 10-15 სმ შეიძლება დაზოგოთ).

3. იდეალურია, თუ შარვლებისა და ქვედაბოლოების ზონა პერანგებისა და ზედატანების ზონის ქვემოთ იქნება განლაგებული. ამგვარად უფრო ადვილად შეუხამებთ ტანსაცმელს ერთანეთს.

4. პიჯაკებისა და ქურთუკებისთვის გამოიყენება ხის სამხრეებიანი, პერანგებისთვის – პლასტმასის, ხოლო დელიკატური ქსოვილის ნაწარმისათვის – რბილ სამხრეებიანი საკიდები.

5. შეეცადეთ, შეიძინოთ ერთნაირი საკიდები – ისინი უფრო კომპატურად თავსდებიან ერთად და დაგიზოგავთ ადგილს.

6. ჩამოკიდეთ: კაბები, პერანგები, პიჯაკები, შარვლები, ქვედაბოლოები, ჟაკეტები. დაკეცეთ და დააწყვეთ: ჯინსები, მაისურები, ნაქსოვები, სპორტული ტანსაცმელი.

7. ჩემი გამოცდილებით მამაკაცის პერანგებისა და პიჯაკებისათვის საჭიროა 120სმ სიმაღლის მქონე სივრცე, ქალის პერანგებისათვის – 100 სმ-იანი, კაბებისათვის – 130-140 სმ, სპეციალურ საკიდზე დაკიდებული გადაკეცილი შარვლებისათვის – 70 სმ, ხოლო მამაკაცის ლაბადებისა და პალტოებისთვის 160-170 სმ შეიძლება დაგჭრდეთ.

8. თუ ჩექმებს არ ხმარობთ, ფეხსაცმლის განსათავსებლად მაქს. 20 სმ სრულიად საკმარისი სიმაღლეა (მათ შორის დაბალყელიანი შუზებისთვისაც). ჩექმის სიმაღლე ინდივიდუალურად განისაზღვრება და მისთვის სპეციალური სივრცე შეგიძლიათ არ გამოჰყოთ, არამედ კაბების თუ ბლუზკების ქვემოთ მიუჩნოთ ადგილი.

9. გამოიყენეთ უჯრის დამყოფები / ორგანაიზერები. ასე აიცილებთ თავიდან უჯრაში შექმნილ ქაოსს. დამყოფის როლი კარდონის ნაჭერმაც შეიძლება შეითავსოს.

10. თუ გაქვთ ამის საშუალება, უჯრა ამჯობინეთ თაროს – ასე უეკთესი წვდომა გექნებათ მის შორეულ კუთხეში განთავსებულ ნივთებთან.

11. არ გააკეთოთ ძალიან მაღალი თაროები – ახორხოლავებული ტანსაცმლის დასტიდან რაიმეს გამოძრობა რთულია, ამასთან ქვემოთ მოთავსებული ტანსაცმელი დროთა განმავლობაში ფუჭდება.

12. გამოიყენეთ სივრცის სხვა შემავსებლები: ჰალსტუხების, შარფების, ყელსაბამების საკიდები.

13. არ დაგავიწყდეთ ჩანთების, ქუდების, ფეხსაცმლის, საბნების, ლოგინის თეთრეულის შესანახად ადგილის გათალისწინება. სასურველია, კარადის დაგეგმარებისას წინასწარ ჩამოწეროთ ყველა ის ტანსაცმელი და აქსესუარი, რის შენახვასაც გეგმავთ, რათა რომელიმე არ გამოგრჩეთ.

14. ადგილის ეკონომიის მიზნით შარვლების საკიდის ქვემოთ სივრცეში (თუ ასეთი დაგრჩათ) შეგიძლიათ ფეხსაცმელები განალაგოთ, კაბების ქვემოთ – ჩანთები და ა.შ.

15. არასეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესანახად გამოიყენეთ ყუთები. ისინი გარდერობის ძნელად მისაწვდომ ადგილას – სულ ზემოთ შეგიძლიათ შეინახოთ. რასაკვირველია, ყუთების ზომა ზედა თაროების ზომის მიხევდით უნდა გათვალოთ.

16. დასაკეცი საუთოვებელი მაგიდის განსათავსებლად გარდერობი ზედგამოჭრილი ადგილია.  არ დაგავიწყდეთ უთოს ჩამოსადები ცეცხლგამძლე ზედაპირი (აქ თაროზე შემოდებული ცხელი ჭურჭლის სადგამიც იმუშავებს) და შტეფცელი მისაწვდომ მანძილზე.

17. შესაბამისი ადგილის ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოყოთ ურნა/კალათი გასარეცხი ან გასაუთოვებელი ტანსაცმლის ჩასაყრელად.

18. და ბოლოს: მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი. დაუნანებლად! გადაყარეთ, გააჩუქეთ, შესწირეთ ის ტანსაცმელი, რაც წელიწადზე მეტია არ გიხმარით და რისი მომავალში გამოყენების ალბათობა ძალიან მცირეა. შორს სენტიმენტები – არეულობად და თავის ტკივილად არ ღირს.

ბონუსად რამდენიმე ინფოგრაფიკა თემაზე:

3 Comments

Filed under რჩევები

3 responses to “ვგეგმავთ გარდერობს

  1. ყელსაბამების დასაკიდმა გამოსაწევმა თარომ თუ უჯრამ დამაფიქრა უსერიოზულესაც, საუცხოო რამეა !!!
    იმდენი მაქვს სად წავიღო არ ვიცი, თან ისეთი მანიაკი ვარ და ისეთი გატაცებული ყელსაბამებით, რომ არამგონია ოდესმე რომელიმეს შეველიო :))

    • მით უმეტეს, აუცილებელი ნივთია🙂
      საბერძნეთიდან შეიძლება იკეას აქსესუარების ძალიან ხელმისაწვდომ ფასად ჩამოტანა, inex.ge-ს დახმარებით.

  2. Now this is so space-friendly🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s