Monthly Archives: ნოემბერი 2015

ჩემი ბინა: დაგეგმარება და დიზაინი

არ მახსოვს, მიხსენებია თუ არა, რომ ამ ბლოგს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვქმნი(დი). სამზარეულოს, გარდერობის, ბავშვის ოთახისა თუ განათების გეგმარების შესახებ პოსტები ჩემი ინტერესის გამოძახილია – ის ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მისაღებად შევაგროვე, პოსტებად გადმოვეცი. ერთი წლის წინ ახალი ბინის შეძენამ გაფართოების საშუალება მოგვცა და მის დაგეგმვასაც შევუდექი.

პროექტი და მოცემულობა:

ბინა 4-ოთახიანია, ე.წ. ჩეხური პროექტი. ფართობი: 100 კვ.მ. აივნების ჩათვლით. მდგომარეობა: შავი კარკასი. ტიხრების ნაწილი მოხსნილი. სწორედ ისაა, რაც გვინდოდა – საყრდენ კედელს არ შევეხებით, სხვა მხრივ კი თავისუფლებას გვაძლევს გეგმარებაში.

ფანჯრების მდებარეობაა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაბინეტი და საძინებელი ოთახები, სამხრეთ-დასავლეთით მისაღები და სამზარეულო.

დაგეგმარება:

პროცესი იმ ზონების და ფუნქციების ჩამოთვლით დაიწყო, რაც ბინას უნდა ეტვირთა. ზოგიერთ კუთხეს ორმაგი ფუნქციის შესრულება შეუძლია – დასასხდომი ზონა (sitting zone) კომბინირებულ იქნა ტელევიზორის საყურებელ ზონასთან, სამრეცხაო ზონისათვის ადგილი სან-კვანძის გაფართოების ხარჯზე გამოინახა (არა სააბაზანო ოთახის, როგორც მიღებულია პრაქტიკაში), ხოლო საბავშვო ოთახში სთამაშო ზონა გაიზარდა იკეას ანტრესოლიანი საწოლის გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მარტივი სამოძრაო ბილიკების დატოვება იმგვარად, რომ ერთი ზონიდან მეორეში მოსახვედრად რაც შეიძლება ნაკლები შემოვლის გაკეთება იყოს საჭირო.

დაგეგმარება და ვიზუალიზაცია პროგრამა planner5d.com-ში გავაკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანე archicad-ის ფაილში, რადგან პირველი გაცილებით მოსახერხებელია სამუშაოდ მოყვარულისათვის. მხოლოდ ყველა საჭირო ზონისა და ავეჯის განლაგების შემდეგ გადავიტანე ტიხრები archicad-ში.

ვრცლად

Advertisements

2 Comments

Filed under ზოგადი

ვგეგმავთ გარდერობს

იმ შემთხვევაშიც, თუ გარდერობისთვის მთელი ოთახი გაქვთ გამოყოფილი, აუცილებელია მისი ჭკვიანურად დაგეგმვა. სწორი გეგმარება კრიტიკული ხდება, თუკი გარდერობს პატარა სივრცე დაუთმეთ. ქვემოთმოყვანილი რჩევების გათვალისწინება გარდერობის სწორად დაგეგმვასა და ფართის ოპტიმალურ ათვისებაში დაგეხმარებათ.

1. საკიდებისთვის განკუთვნილი ძელის სიმაღლე უნდა იყოს თქვენს სიმაღეს პლუს 30-35 სმ. თუ ძელს უფრო მაღლა გეგმავთ, მაშინ იგი გადმოსაწევ მექანიზმზე უნდა იყოს.

2. შარვლებისათვის სპეციალური გამოსაწევი საკიდის გამოყენებით ასევე დაზოგავთ სივრცეს (სარჭებიან კაუჭიან საკიდთან შედარებით სიმაღლეში 10-15 სმ შეიძლება დაზოგოთ).

ვრცლად

3 Comments

Filed under რჩევები

მოლდინგები თანამედროვე ინტერიერში

თანამედროვე ინტერიერი ეკლექტიკური ინტერიერია. მხოლოდ ერთი სტილი მისთვის მოსაწყენი ერთფეროვნებაა და თამამად ურევს მასში კლასიკური ინტერიერის დეტალებს: მომრგვალებულ სილუეტებს, თითბერისა და ბროლის მასალებს, ჩუქურთმებსა და მოლდინგებს. ასეთი აღრევით ინტერიერი ბევრად მეტყველი და შესამჩნევი ხდება.

ფაქტურული კედელი სივრცეში დეკორის შემოტანის შესანიშნავი მეთოდია. რთულ და გარდამავალ, ან კონტრასტულ ფერებში შეფერილი მოლდინგებიანი კედელი შესანიშნავ აქცენტად იქცევა თქვენს მოდურ ბინაში. თუ ახალშეძენილ სახლში კედლებზე თაბაშირის ორნამენტები დაგხვდათ, ნუ იჩქარებთ მათ მოცილებას – ჯერ ამ ფოტოკოლაჟს შეავლეთ თვალი. ხოლო თუ ცარიელი კედლების გადახალისება გადაწყვიტეთ, პოლიურეტანის მოლდინგებზეც (თაბაშირის ნაცვლად დღეს ამ მასალით სრულდება დეკორატიული ელემენტები) იფიქრეთ.

კედლის მესამედი თეთრი მოლდინგებით, à la ბუაზერი:

ვრცლად

დატოვე კომენტარი

Filed under ფოტო-პოსტი