განათება. ფუნქციონალური ასპექტები.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც ინტერიერის განათებისას ვაწყდებით, მისი დაუგეგმაობა, ან ინტერიერისგან გეგმარებისგან განცალკევებული დაგეგმვაა. ძალიან ხშირად ოთახის ცენტრში ერთი ჭაღია ჩამოკონწიალებულია და მასზეა დაკისრებული მთელი ოთახის განათების ფუნქცია. ისეც ხდება, რომ მოგრძო ოთახში ორი ძირითადი განათების წერტილია და სინათლის ნაკლებობა არ იგრძნობა, ან მთელ ჭერზეა მიმოფანტული (თუნდაც სიმეტრიულად და არაქაოტურად) ჩაშენებული სანათები, მაგრამ განათება თავისთვისაა და ინტერიერი კი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ამ პოსტში იმაზე გესაუბრებით, როგორ უნდა დავგეგმოთ განათება გონივრულად, რათა ბინის მაცხოვრებლებს ემსახუროს საცხოვრებელ ზონებთან ჰარმონიაში.

განათება დანიშნულების მიხედვით 3 კლასს შეიძლება მივაკუთვნოთ: საერთო (ფონური), მიზნობრივი (ფუნქციონალური) და დეკორატიული განათება.

საერთო განათების მიზანი ოთახის მთლიანი საერთო განათების წყაროთი უზრუნველყოფაა – მან არ უნდა დატოვოს ოთახში გაუნათებელი ზონები, თუმცა საშუალო ილუმინაციას უნდა იძლეოდეს. როგორც წესი, განათავსებენ ჭერზე (ხშირად) ან კედლებზე (შედარებით იშვიათად).

 

ფუნქიონალური განათება ყველა ზონას საკუთარი აქვს. იგი აუცილებლად ოთახის საერთო გეგმარებასთან ერთად იგეგმება. ფუნქციონალური განათება უნდა ჰქონდეს: სასადილო მაგიდებს – საკუთარი ჭაღების სახით;

 

სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს – წერტილოვანი და ლედ-ლენტის სახით, რომელიც, სასურველია, ზედა ჩამოსაკიდი თაროების ქვედა კედელში იყოს დატანებული;

 

სამკითხველო ზონებს – ტორშერის თუ ბრის სახით;

საწოლს – გვერდითი ბრების, მაგიდის ლამფების ან ჩამოსაკიდი სანათების სახით;

 

სამუშაო და სამეცადინო მაგიდებს – მიმართულების რეგულირებადი მაგიდის ან კედლის სანათების სახით;

 

კედლის დეკორატიულ აქსესუარებს – სხვადასხვაგვარი მიმართული ნათების სახით;

1856120_original 

ხოლო ტუალეტის სარკეს – გვერდითი სიმეტრიული სანათებით.

 

დეკორატიული განათების მიზანი განწყობის შემქნაა. აქ ფერების შემოტანაშიც მეტი არჩევანია და, როგორც წესი, საკმაოდ დაბალი ილუმინაციისაა. დეკორატიული განათებების რანგში ხშირად იყენებენ ნიშებში ჩაშენებულ ლედ-ლენტებს, დაბალი ნათების მქონე ბრებს და მაგიდის ლამფებს. ბუნებრივია, ყველა ტიპის სანათს ცალკე ჩამრთველი უნდა ჰქონდეს.

 

ასევე გასათვალისწინებელი ასპექტია განათების დონეები. ნუ განათავსებთ ყველა სანათს ერთ დონეზე (როგორც წესი, ჭერზე). დატვირთეთ კედლები, გვერდითი მაგიდები, განათავსეთ ლედ-ლენტები ავეჯის ქვედა სივრცეში – ამით სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას შესძენთ მათ.

 

მაგიდის თავზე განთავსებულ ჭაღებს ცოტა უფრო გრძელი სადენი გაუკეთეთ და დაუახლოვეთ მაგიდას.

თუ თქვენ სივრცული პანელები ან სხვა სახის ფაქტურული კედელი გაქვთ, გაანათეთ ის კედელთან ახლოს მდებარე წერტილოვანი თუ ლენტური სანათებით და ხაზი გაუსვით ამ ფაქტურას.

11182768_837643486331948_2224571899716376157_o 

გამოიყენეთ არა მხოლოდ ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ მიმართული სანათებიც. განათების სცენარების მრავალფეროვნება გაამდიდრებს და შეავსებს ინტერიერს.

Dazzling-Bedroom-Lighting-Ideas-Cool-Bed-Small-Table-Lamps-on-Small-Bedside-Tables-Fresh-Indoor-Plants-Colorful-Pillows

ჩართეთ ფანტაზია და ცოდნა – დაგეგმეთ განათების სცენარები ისე, რომ ერთდროულად ჩასართავი სანათები ძალიან არ განსხვავდებოდეს ‘ტემპერატურით’ ერთმანეთისგან. მოერიდეთ 2700K და 6500K ნათების ერთ სივრცეში გამოყენებას, ან დაგეგმეთ ისეთნაირად, რომ მათი ერთდროულად ანთება არ გჭირდებოდეთ. საძინებელ ზონაში მოერიდეთ >5000K ტემპერატურის სანათებს, ხოლო სამზარეულს ზედაპირი გაანათეთ CRI >90 ფერის რენდერის მქონე ნათურებით (პროდუქტების ფერი რომ არ ‘დაამახინჯოს’).

cri-comparison

განათებას ბევრი არქიტექტურული ხარვეზის დამალვაც შეუძლია და ხაზგასმაც.

თუ ჭერს პერიმეტრზე ცენტრისკენ მიმართულ ‘ჯიბეში’ ლედ-ლენტას დაუმონტაჟებს, იგი ვიზუალურად აგიმაღლებთ ოთხას, ხოლო კედლებისკენ შექცეულ ჯიბეში დატანებული სინათლე – დაადაბლებს;

1-5 2-3

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფაქტურის მქონე კედლის გვერდითი (არაპირდაპირი) განათება თუ ამ ფაქტურას უსვამს ხაზს, დეფექტების შემთხვევაში, ისიც გამოიკვეთება;

მოგრძო ოთახში გაანათეთ გრძელი კედლები და მკვეთრი სინათლის გარეშე დატოვეთ მოკლე (შორს მდებარე) კედლები, ოთახის გეომეტრიის გამოსასწორებლად.

სანათებს საკუთარი მოდა და ტენდენციებიც აქვს. ტექნიკურ პროგრესს და ახალი სახის განათების საშუალებების შემოსვლას არ ვგულისხმობ – სანათების სტილები მაქვს მხედველობაში. დღეს მოდაში აღარააერთი კოლექციის სანათების უხვად გამოყენება. პირიქით – მთავარია, სტილისტიკურად საერთო ინტერიერში დისონანსი არ შემოჰქონდეთ, თორემ სხვადასხვა კოლექციებიდან თუ შეარჩევთ ჭაღს, ბრებსა და ტორშერს, უკეთესია. ჭაღი შეიძლება ინტერიერის ვიზუალურ ცენტრად იქცეს – თუმცა ცენტრი შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს. თუ თქვენს ოთახში განსაკუთრებული და გამორჩეული ნივთი არ არის, ლამაზ ჭაღს თავისუფლად შეუძლია ეს ფუნქცია იტვირთოს. სტილს რაც შეეხება, აქ შეზღუდვა ფაქტიურად არ არსებობს – თანაც, ეკლექტიკა ახლა ისე მოდაშია, როგორც არასდროს: ინდუსტრიალურ სტილს შეიძლება ამპირის სტილის სანათი მოარგოთ, კლასიკურ “როზეტზე” თანამედროვე ლითონის კონსტრუქცია ჩამოჰკიდოთ, ხოლო  “ცრემლებიან” ჭაღთან კი აბაჟურებიანი ბრები დააწყვილოთ.

 

 

ჩართეთ დიზაინში ფანტაზია, დაგეგმვაში კი – ცოდნა, და თქვენ გონვრულად და ლამაზად განათებულ სახლს მიიღებთ.

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s