სივრცის ზონირება

თანამედროვე ინტერიერი დიდად არ სწყალობს კედლებს, კარებს, სიმძიმეს, სიბნელეს. თანამედროვე ინტერიერს უყვარს სივრცე. ოღონდ ორგანიზებული, მოწესრიგებული, მშვიდი სივრცე.

მართლაც, ვინ იდავებს იმაზე, რომ დიდი ფართის მქონე ოთახი კარგია: სივრცის დანახვა თვალს სიამოვნებს და ფსიქიკაც ისვენებს. მაგრამ ეს პოსტულატი ჭეშმარიტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სივრცე ზონირებულია გონივრულად: ყოველ ფუნქციას საკუთარი ზონითა აქვს გამოყოფილი, ეს ზონები არ კვეთს ერთმანეთს და ამასთან გათვალისწინებული წარმოსახვითი ბილიკები მათ შორის დაუბრკოლებლად გადასაადგილებლად. ზონების დაუგეგმარებლად თავისუფალი სივრცე ერთგვარ აურზაურად იქცევა, რომელშიც ყოფნა თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.

ზონირების მრავალგვარი მეთოდი არსებობს: დაწყებული კედლებით და დამთავრებული წარმოსახვითი ზონებით. გავყვეთ ამ გრადაციას და მოკლედ მიმოვიხილოთ, რათა გემოვნებისა და სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით ოპტიმალური ვარიანტის არჩევა შევძლოთ.

მინა-ბლოკის კედლები – კარგი გადაწყვეტაა მათთვის, ვინც კედელზე უარს ვერ ამბობს, მაგრამ სივრცის დამძიმება არ სურს, ან ერთი სივრციდან მეორეში სინათლის შეღწევის შეზღუდვა არ უნდა. ეს მასალა ორი ათეული წლის წინ მეტი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, მწარმოებლები მინა-ბლოკის საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, რის გამოც ასეთი კედელი ძველმოდურად სულაც არ გამოიყურება და თამამად ერგება თანამედროვე ინტერიერებს.

kolorowa-2 prodotti-5585-rel315260c2-00a4-4eb7-b067-0d2f43bf9533 divider jackson-joe-master-bath_03

ხის / ლითონის სტაციონალური კონსტრუქციები – შუქს ატარებს, მეზობელი სივრცე ილანდება და ამდენად კედელზე ნაკლებად ტვირთავს ოთახს. მინუსი მონტაჟის ხარჯები და სტაციონალურობაა.

123-80 d8d1b0e760c2eca3615d9f7c4739b88e d14_1-3 P1040674_-_копия_-_копия_(2)

გამჭოლი თაროები  / სტელაჟები– როგორც წესი, მობილურია და ფუნქციონალური. ორი მინუსი აქვს: ღია თაროები ადვილად იმტვერება, ამასთან წიგნებით შევსების შემთხვევაში შუქგამტარობის ფუნქციას კარგავს.

varianty-zonirovaniya-v-interere6 3stellazhi-dlya-gostinoj-03 contemporary-hall3-795x530 interer-rozovoj-gostinoj-s-rabochej-zonoj3

ეკრანი – სტაციონალური კონსქტრუციებისგან განსხვავებით ეკრანი, როგორც წესი, მობილურია, ან ადვილი დასამონტაჟებელი და მოსახსნელი. გვხვდება აჟურული, ფაქტურული, ვიტრაჟის ტექნიკით შესრულებული. ლამაზია, მსუბუქი და შესანიშნავად ასრულებს ზონირების ფუნქციას.

0 1 2 3

შირმა – ერთადერთი მინუსი აქვს, ყველა ტიპის ინტერიერს ადვილად ვერ ერგება. სამაგიეროდ მისი მრავალგვარი მასალით შესრულება შეიძლება, ძალიან მობილურია და დაკეცვის შემთხვევაში მცირე ადგილს იკავებს.

1 2 3 4

დიდი ზომის გასაწევი კარები – ხშირად კეთდება დაბურული მინისაგან, თუმცა ასევე ფერადი, გამჭვირვალე მინის ან სულაც გაუმჭვირვალე ხის მასალისგანაც ამზადებენ. ადვილად ახდენს სივრცის ტრანსფორმირებას ორი ოთახიდან ერთ დიდ ოთახად.

1 3 4 5

ფარდა – ხშირის შუშის ტიხართან კომბინაციაში. იშვიათად იყენებენ, მაგრამ სწორად შერჩევის შემთხვევაში ლამაზი და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღება.

1 2 3 4

თაღი – აქ უკვე აღარ გამოიყენება ორი სივრცის გამყოფი მატერიალური კონსტრუქცია. მიუხედავად ამისა, თაღით ეფექტურად ინიშნება სივრცეების საზღვრები, ამასთან სახეზეა ერთიანი სივრცე.

1 2 3 4

კედლების განსხვავებული ფერები / ფაქტურა – შესაძლებელია როგორც ერთი-ორი კედლის, ასევე კედლის ნაწილის გამოყოფა განსხვავებულ ფერში შეღებვით, ან სხვა მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენებით.

2.1325058048 2773962_original 3707434_original Elle-Decor-Designing-with-mirrors-41

იატაკის დონეები – 10-20 წლის წინ ამ საკმაოდ პოპულარულ მიდგომას დღეს უკვე ძალიან იშვიათად იყენებენ. პოდიუმები პრაქტიკაში საკმაოდ მოუხერხებელი გამოსაყენებელი გამოდგა, ამიტომ მხოლოდ უკიდურესი აცუილებლობის შემთხვევაში (მაგალითად, თუ იატაკქვეშა კომუნიკაცია მოითხოვს იატაკის ამაღლებას) ახდენენ მის მონტაჟს. დღესდღეისობით ზონირების ინსტრუმენტად პოდიუმს ძალიან იშვიათად შეხვდებით.

1 2 3 4

იატაკის საფარი / ხალიჩა – სხვადასხვა ფერის პარკეტის დაგებით, მისი მიმართულების შეცვლით, ან სულაც პარკეტისა და მეტლახის მონაცვლეობით ზონები შესანიშნავად გამოიყოფა ერთმანეთისგან. მეთოდი ძალიან მოსახერხებელია და ხშირ გამოყენებას ჰპოვებს სივრცის ზონირებისას. რაც შეეხება ხალიჩის დატვირთვას ზონირების ფუნქციით, ამაზე ადრე უკვე ვისაუბრე.

0 2 3 5 6 7

ჭერის დონეები – ასევე ძალიან ხშირად გამოყენებადი მეთოდია ჭერის დონეების (ასევე მასალის) ცვლა სივრცის დაყოფის მიზნით. ჭერზე რთული კონსქტურციების და სამი-ოთხი დონის მონტაჟი დეკორირებისათვის ინტერიერის დიზაინის გუშინდელი დღეა. თუმცა ზონირების ან განათების მონტაჟისათვის ჭერის ერთი დონით დაწევა აქტუალური და ეფექტურია.

1 2 3 4

ფერადი აქცენტები – შედარებით იშვიათად გამოყენებადი მეთოდია და სიფრთხილეა მასთან საჭირო. ზომიერად გამოყენების შემთხვევაში ლამაზი გადაწყვეტილებები მიიღება.

1 2 3 4

მეთოდი განსაკუთრებით კარგად გამოიყენება და-ძმის საზიარო ოთახის ზონირებისთვის.

5 6 7 8

განათება – განათება არ არის სივრცის ზონირების მორიგი ინსტრუმენტი. მისი გამოყენება სასურველია ზონირების ნებისმიერ სხვა მეთოდთან კომბინაციაში. განათების როლზე სხვა დროს უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ, ამჟამად კი დავძენ, რომ ზონირების კონტექსტში განათების როლი ძალიან დიდია. ცალკეული ზონებისათვის ცალკე განათების წყარო აუცილებელია თითოეულ ზონაში კომფორტული მუშაობისათვის. სწორად და ფუნქციონალური ზონების მიხედვით დაგეგმილი განათების სცენარი ამ სივრცესთან ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებელი პირობაა.

1 1rs.1326487318 2 3

წარმოსახვითი ზონირება – ამ ვარინტში გამოკვეთილად არცერთი ზემოხსენებული მეთოდი არ გამოიყენება და საკვანძო მომენტი სივრცეების სწორად დაგეგმვაა ისე, თითქოს მათ შორის კედლები, ან ვიწრო კორიდორები იყოს განლაგებული. თუ ზონები ერთმანეთს არ კვეთს, ე.ი. გეგმარება სწორია და მას აურზაურად ქცევა არ ემუქრება.

2.1320935580 2268735_original 3473770_original 4347790_original

დატოვე კომენტარი

Filed under რჩევები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s