კედლები საბავშვო ოთახში

როგორი უნდა იყოს კედლები საბავშვო ოთახში – საკითხის ასე დასმა, აპრიორი, არასწორი მგონია. იქ, სადაც ბავშვია, წესები უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლება – დანარჩენი ფანტაზია და სურვილებია. ამიტომ ასე დავსვამდი საკითხს: როგორი მინდა იყოს კედლები საბავშვო ოთახში?

ბავშვობაში ფარდისა თუ კედლის ლაქებს, ჩრდილების მოხაზულობას, ღრუბლების ფორმებს თქვენც აკვირდებოდით, ხომ? ალბათ, კი. და ამ ლაქების შემხედვარე ათასგვარ ისტორიებს ვიგონებდით. ბავშვის წარმოსახვას სულ ცოტა სჭირდება ზღაპრის სამყაროში გადასასვლელად. ჰოდა მე მინდა, ჩემი შვილების ოთახში კედლის მხატვრობა, ფრესკა (a.k.a. mural) თუ შპალერი სწორედ ფანტაზიას აღვივებდეს, რეალობის საზღვრებს აფართოებდეს, ოცნებისკენ უბიძგებდეს. ამავე მიზეზით არ მინდა ბავშვის ოთახში რომელიმე ერთი მულტფილმის გმირები “შევიყვანო” და ამით შემოვზღუდო. მჭახე და მკვეთრ ფერებზეც ვიტყოდი უარს – ფერმა კი არ უნდა დაძაბოს, უნდა განტვირთოს ოთახის პატარა ბინადარი (მე “უნდას” ვიტყვი და თქვენ “მინდა” იგულისხმეთ🙂 ).

Surreal-Paintings-02

ჩემი ფავორიტი ნეიტრალური და პასტელური ფერთა გამაა, ხოლო პატარა განმეორებადი ნახატების მქონე შპალერს მრავალფეროვანი ფრესკა მირჩევნია. ფრესკა ისტორიას უნდა ყვებოდეს, მხოლოდ არა ბოლომდე. ხოლო ამ ისტორიას მისი “წამკითხველი” ყველა პატარა თავისებურად დააბოლოებს, თანაც, ყოველ საღამოს სხვადასხვანაირად.

კედელზე ნახატის გადატანის რამდენიმე მეთოდი არსებობს: 1) შპალერი, რომელიც ნახატს იმეორებს (ეს ვერსია უკვე უარვყავი); 2) ნაბეჭდი ფრესკა (mural), წინასწარ კომპიუტერში დამუშავებული ნახატით. ასეთი ფრესკები კედლის ზომების გათვალისწინებით იბჭდება ან მთლიან ტილოზე, ან შპალერის იდენტურად რულონებზე; 3) კედლის მხატვრობა. ფეისბუქზე რამდენიმე სამხატვრო სახელოსნოს მოძებნა შეიძლება, ვინც ასეთ პროექტებზე მუშაობს. ხშირად კედლის მოხატვა ნაბეჭდი ფრესკებზე იაფი დაგიჯდებათ, თუმცა რთული ნახატის შემთხვევაში წინასწარ მხატვრის ოსტატობა თუ ვერ განსაზღვრეთ, სასურველი ხარისხის მიუღწევლობის რისკიც დიდია.

უკვე მიხვდებოდით, რომ ჩემთვის იდეალური არჩევანი ფრესკებია. ხარისხიანი, ბრენდული ფრესკების ფასიც საკმაოდ მაღალია და საქართველომდე ტრანსპორტირებაც პრობლემურია. ამ პოსტის ბოლოს მაინც წარმოგიდგენთ ჩემს რამდენიმე ფავორიტს – წარმოსახვის გამაღვივებელ, ლამაზად შესრულებულ ხელოვნების ნიმუშებს.

1) ბრენდი – Tres Tintas Barcelona, ხაზი – Once Upon a Time.

კოლექცია In Search of The Lost Planet

კოლექცია In Search of The Lost Planet

კოლექცია Carousel of dreams

კოლექცია Carousel of dreams

სხვა კოლექციები: Once Upon a Time, Mr. Wonderful

2) ბრენდი Little Hands, საბავშვო ხაზი.

Edward’s Room

სხვა ფრესკები: Little Hands

3) ინტერნეტ მაღაზია muralsyourway.com

Randal Spangler-ის კოლექცია:

a1

a2 a3

Steve Skelton-ის კოლექცია:

b

Edward Miller-ის კოლექცია:

c

 

P.S. თბილისში არსებული ფოტო-შპალერების და ფრესკების არჩევანს როგორც კი გავეცნობი, მაშინვე განვავრცობ პოტს რელევანტური ინფორმაციით.

11 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა, რჩევები

11 responses to “კედლები საბავშვო ოთახში

  1. ჩემ დროს რომ ესეთები ყოფილიყო (

    • ჩვენ ‘მხოლოდ’ წიგნები გვქონდა🙂 ცოტა არაა, რა თქმა უნდა. პირიქით, ძალიან ბევრია, მაგრამ მუდმივი ვიზუალური გზამკვლევი მართლა როგორი კარგი იქნებოდა❤
      შენ რომელი მოგეწონა, მოლი?

  2. ოთახის კარავი რა მაგარი რამეა ^_^ მეც მინდა . რო გავიბრუნჩები , შევძვრები და აღარ გამოვალ😀
    სხვათაშორის , ჩემს ოთახში , ჭერზე რამდენიმე ლაქაა და დღემდე ვგიჟდები ამ ლაქების ყურებაზე . ხან რას ვამსგავსებ ხან რას . ყოველ ჯერზე ახალ ფიგურებს ვხედავ .

    • პატ, სასიამოვნოა შენი სტუმრობა ამ ბლოგზეც🙂
      გამოხმაურებები მარწმუნებს, რომ ჩემი შვილების ოთახში წარმოსახვის გაძლიერების მიმართულებით უნდა ვიმუშავო.

  3. იიიჰა ^_^ მე ჭრელ გადატვირთულ გიჟურად ფერად ოთახებზე ვგიჟდები❤

    ნინო❤ აუ რა კარგი იყო ბავშვობაში დაბრუნება, ყოველ დღე ვხატავდი როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ოთახი და ყოველ დღე ვჯღაბნიდი კედლებს😀❤

    • სოფი, თუ ასეა, იქნებ შენც მოგეწონოს ამ მარტივ პროგრამაში მუშაობა:
      planner5d.com
      შემდეგ პოსტში, ამ პროგრამაში აწყობილი ოთახის ფოტოებს დავდებ.

      • ვცდი, მაგრამ პირველ რიგში დედაჩემს ვაჩვენებს პოსტსაც და პროგრამასაც :დ❤

        ველოდები შემდეგ პოსტს ^_^ ემზადები უკვე?

      • რემონტის მოყვარული დედა გყავთ ოჯახში, ხომ?🙂
        პოსტებისთვის სულ ვემზადები (ეგაა, უფრო შორს იშვიათად მივდივარ :p). დრაფტს გადავახალისებ და გამოვაქვეყნებ.

  4. რა კარგებია ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s