Daily Archives: 19 მარტი, 2015

კედლები საბავშვო ოთახში

როგორი უნდა იყოს კედლები საბავშვო ოთახში – საკითხის ასე დასმა, აპრიორი, არასწორი მგონია. იქ, სადაც ბავშვია, წესები უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლება – დანარჩენი ფანტაზია და სურვილებია. ამიტომ ასე დავსვამდი საკითხს: როგორი მინდა იყოს კედლები საბავშვო ოთახში?

ბავშვობაში ფარდისა თუ კედლის ლაქებს, ჩრდილების მოხაზულობას, ღრუბლების ფორმებს თქვენც აკვირდებოდით, ხომ? ალბათ, კი. და ამ ლაქების შემხედვარე ათასგვარ ისტორიებს ვიგონებდით. ბავშვის წარმოსახვას სულ ცოტა სჭირდება ზღაპრის სამყაროში გადასასვლელად. ჰოდა მე მინდა, ჩემი შვილების ოთახში კედლის მხატვრობა, ფრესკა (a.k.a. mural) თუ შპალერი სწორედ ფანტაზიას აღვივებდეს, რეალობის საზღვრებს აფართოებდეს, ოცნებისკენ უბიძგებდეს. ამავე მიზეზით არ მინდა ბავშვის ოთახში რომელიმე ერთი მულტფილმის გმირები “შევიყვანო” და ამით შემოვზღუდო. მჭახე და მკვეთრ ფერებზეც ვიტყოდი უარს – ფერმა კი არ უნდა დაძაბოს, უნდა განტვირთოს ოთახის პატარა ბინადარი (მე “უნდას” ვიტყვი და თქვენ “მინდა” იგულისხმეთ 🙂 ).

Surreal-Paintings-02

ჩემი ფავორიტი ნეიტრალური და პასტელური ფერთა გამაა, ხოლო პატარა განმეორებადი ნახატების მქონე შპალერს მრავალფეროვანი ფრესკა მირჩევნია. ფრესკა ისტორიას უნდა ყვებოდეს, მხოლოდ არა ბოლომდე. ხოლო ამ ისტორიას მისი “წამკითხველი” ყველა პატარა თავისებურად დააბოლოებს, თანაც, ყოველ საღამოს სხვადასხვანაირად. ვრცლად

11 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა, რჩევები