ერგონომიული სამზარეულო

სამზარეულოს გეგმარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა მთლიანი ბინის მოწყობის საკითხში, რადგან თუ თქვენ მუდმივად გარეთ არ იკვებებით, მნიშნელოვანი ფიზიკური დატვირთის მიღება გიწევთ სადილ-ვახშმის მომზადების, მაგიდის გაშლის, შემდეგ დალაგების და დასუფთავების პროცესში. ამ პროცესისის მნიშვნლოვნად გართულებაც შეიძლება არასწორი გეგმარებით და გაიოლებაც, დაგეგმარების პროცესში გარკვეული საკითხების გათვალისწინებით. და თუ თქვენ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სადილის კეთება გიწევთ, დამეთანხმებთ რომ პროცესის შემსუბუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში მიმოვიხილოთ სამზარეულოს განლაგების ძირითადი ტიპები: სწორ ხაზზე, კუთხოვანი (ინგლისური L-ს ფორმის), პარალელური, სამმხრივი (ინგლისური U-ს ფორმის), კუნძულით. ამათგან ყველაზე კომფორტულია U-ს ფორმის და პარალელური გეგმარება (კუნძულიც თუ ძირითადი ხაზის პარალელურადაა, ისიც ამ პუნქტში შევიყვანოთ), შემდეგ L-ის ფორმის და ბოლოს სწორხაზოვანი გეგმარება. თუმცა, თუ ოთახის ფორმა მხოლოდ სწორხაზოვანი გეგმარების საშუალებას გაძლევთ, მისი კომფორტულად მოწყობა მაინც შესაძლებელია.

23260018

პირველი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უკვე ათწლეულებია ცნობილია და რომელსაც აქტიურად იყენებენ სამზარეულოს გეგმარებისას, ეს “სამუშაო სამკუთხედია” – წარმოსახვით სამკუთხედი მაცივარს, ნიჟარასა და გაზქურას შორის. ეს ის წერტილებია, რომელთანაც ყველაზე ხშირად გვაქვს შეხება სამზარულოში და მათ შორის მიმოსვლა არ უნდა იყოს არაფრით შეფერხებული. მაგალითად, ნიჟარიდან მაცივრამდე მისასვლელად სასადილო მაგიდას არ უნდა უვლიდეთ გვერდს. სწორედ ამ სამკუთხედის ოპტიმალური განლაგების შესაძლებლობას იძლევა პარალელური, U-ს ფორმის და L-ის ფორმის სამზარეულოები.

kitchen-types

 

 

თუმცა, სამუშაო სამკუთხედი მხოლოდ მინიმუმია კომფორტული სივრცის შექმნის გზაზე. სამზარეულოში მოფუსფუსე ადამიანის ტრაექტორიის თითქმის ორჯერ შემცირებაა შესაძლებელი კარადების შიგთავსის ფუნქციურად განაწილებით. დასაწყისისთვის შემოვიღოთ აღნიშვნები და მთელი სამუშაო ზონა დავყოთ 5 სივრცედ მათი ფუნქციების მიხედვით:

1. მარაგების ზონა – აქ მოიაზრება მაცივარი და საკვები მარაგების (ბურღული, სანელებლები, არამალფუჭებადი პროდუქტები) შესანახი თაროები.

2. შენახვის ზონა – აქ ინახება მაგიდის სერვირებისთვის საჭირო ჭურჭელი, დანა-ჩანგალი, სხვადასხვა წვრილმანი ინვენტარი.

3. რეცხვის ზონა – მოიცავს ნიჟარას, საშრობს, ჭურჭლის სარეცხ მანქანას (ასეთის ქონის შემთხვევაში) და ნაგვის ურნას.

4. მომზადების ზონა – აქ ხდება საჭმლის საბოლოოდ მომზადება თერმულ დამუშავებამდე და, ამდენად, ამ ზონისთვის ყველაზე დიდი სამუშაო ზედაპირია საჭირო. აქვე ინახება შესაბამისი საჭიროების ჭურჭელი (ჯამები, დანები, დასაბეგვი ჩაქუჩი, ქვასანაყი თუ სხვა), ტექნიკა (ბლენდერი, მიქსერი, ჩოფერი) და ზოგიერთი პროდუქტიც კი (ზეთი, ძმარი, მარილი, ხშირი გამოყენების სანელებლები).

5. თერმული დამუშავების ზონა – ღუმელის და ზედაპირის გარდა აქვე ინახება ტაფები, ქვაბები, თავსახურები და ცხობისათვის საჭირო ჭურჭელი.

ეს ზონები შემდეგ ნახაზებზე პირობითად მონიშნულია მწვანე, ნარინჯისფერი, ცისფერი, ყვითელი და წითელი ფერებით.

gegma0

შემდეგი სქემა კი წარმოდგენას შეგიქმნით, როგორ გაანაწილოთ ეს ზონები სამზარეულოს სხვადასხვა განლაგების და ფორმის პირობებში:

gegma1

აქვე გაითვალისწინეთ, რომ, სასურველია, ნიჟარა და ქურა გვერდითი კედლიდან იყოს დაშორებული მინიმუმ 30 სმ-ით, ხოლო მათ შორის მანძილი მინიმუმ 60 სმ უნდა იყოს.

სამოძრაო მანძილი შევამცირეთ🙂 ახლა სხვაგვარი ფიზიკური დატვირთვის შემსუბუქებაზეც ვისაუბროთ.

გარდა ფუნქციონალურისა, თაროები უნდა დავყოთ ჰორიზონტალურ დონეებად მათი გამოყენების ინტენსიურობიდან გამომდინარე. ზედაპირთან ყველაზე ახლოს მდებარე დონეები გამოიყენება ყველაზე უფრო ხშირად მოხმარებადი ინვენტარის / პროდუქტის შესანახად. რაც უფრო უახლოვდება ეს დონე ჭერსა და იატაკს, მით იშვიათი გამოყენების ნივთები უნდა შევინახოთ მასში. თვალსაჩინოებისთვის იხილეთ შემდეგი ნახაზი:

gegma2

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ძირითადი პარამეტრების ცოდნა, რითიც იგება სამზარეულო: სამზარეულოს ზედაპირი უნდა იყოს მასში მომუშავე ადამიანის იდაყვიდან 10-15 სმ-ით დაბლა. სიმარტივისათვის შეგიძლიათ 90 სმ-იანი სტანდარტი აიღოთ (რაშიც შედის 10-15 სმ-ის ფეხები, ~75 სმ ძირითადი კარადა და ~3 სმ ზედაპირის სისქე), თუკი თქვენი სიმაღლეც ძალიან არ განსხვავდება საშუალო სტატისტიკურისგან🙂 დაშორება ზედაპირსა და ზედა თაროებს შორის უნდა იყოს დაახლ. ~45 (40-დან 50-მდე) სმ, ქვედა თაროების და “პენალის” სიღრმის სტანდარტი 60 სმ-ია (თუკი ჩასაშენებელი ღუმელი არ გაქვთ, ასე მის სიღრმესაც გაუპირისპირებთ კარადების სიღრმეს), ზედა თაროებისა კი 30-32 სმ.

525479fbdbfa3f2ce400fa5e._w.450_h.593_s.fit_

სამზარეულოს შიგთავსზე წვდომა გაცილებით გაგიადვილდებათ, თუკი თაროები უჯრებით ჩაანაცვლებთ. ფურნიტურის თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ უჯრების სრულად გამოწევის სისტემებს (ე.წ. “სალასკებს”), თუმცა ტრადიციული “სალასკებითად” უჯრა ცალსახად უპირატესია თაროზე.

არ დაივიწყოთ სამზარეულოს ზედაპირის განათების სისტემა, ოღონდ განათებს ნუ ჩაამონტაჟებთ ე.წ. კარნიზში, რომელიც ზოგჯერ კარადებს უკეთდება ზემოთ. განათება უნდა დამონტაჟდეს ჩამოსაკიდი თაროების ქვედა ზედაპირზე. აი, ასე:

ganateba8

ganateba7

 

ganateba6

ganateba1

თუ თქვენ არ გაქვთ სტუდიო, რომელიც მინიმალუსტურ სამზარულოს და ზედაპირის მაქსიმალურად “დაცარიელებას” მოითხოვს, გამოიყენეთ რეილინგების სისტემა ხშირად მოსახმარი ნივთების განსათავსებლად:

reilingi

reilingi2

 

reilingi6

თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, სამზარულოს კომფორტულობა შეგიძლიათ თითქმის უსასრულოდ ზარდოთ: უჯრების შეხებით გამოღების სისტემით, თაროების ავტომატური განათების სისტებით, სხვადასხვა ფუნქციებზე ზუსტად მორგებული უჯრებით, მბრუნავი თაროებით, ღვინის მაცივრით, ნარჩენების დამაქუცმაცებელი ნიჟარით თუ შეხებაზე მორეაგირე შემრევი ონკანით… თუმცა, პოსტში მოყვანილი სხვა რჩევებისგან განსხვავებით, ამ სისტემების დანერგვა არც აუცილებლობაა და ჯიბესაც გვარიანად ეტყობა.

მისდიეთ პროფესიონალთა რჩევებს (რომლებსაც მე უბრალოდ თავი მოვუყარე ერთად ბლოგზე) და თქვენ შეგიყვარდებათ თქვენი სამზარეულო🙂

11 Comments

Filed under რჩევები

11 responses to “ერგონომიული სამზარეულო

  1. აი ეს “რეილინგების” სისტემა (არ ვიცოდი ასე თუ ერქვა) ძალიან მიყვარს და მე მინიმალურად მაქვს. მართალია არც ადგილი მეყოფოდა, მაგრამ ვერც ვიშოვნე როგორებიც მინდოდა😦 (სურათებში რა ლამაზებია) მიუხედავად იმისა რომ იშვიათად ვიცლი სამზარეულოში დროს გასატარებლად, ჩემი უსაყვარლესი ადგილია სახლში. ძალიან ვნანობ რომ სახლის მოწყობის დროს არ ვიცოდი შენი არსებობის შესახებ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს კიდევ დამჭირდება და აუცილებლად გამოვიყენებ შენს ცოდნას 😊 და ბეეეევრ რეილინგებს :)))

    • თაკო, ძალიან მიყვარს შენი სტუმრობა ჩემს ბლოგზე🙂 გამიხარდება, მომავალშიც თუ გამოგადგება ჩემს ბლოგზე თავმოყრილი ინფორმაცია და რჩევები.

      • სულ დავსეირნობ უბრალოდ ხან და ხან კვალის დატოვებას ვერ ვასწრებ ხოლმე 🙂 როგორ არ გამომადგება. ვის არ გამოადგება ასეთი რჩევები❤

      • დიდი მადლობა, თაკო :*

  2. Dzalian praktikuli, sachiroze sachiro da saintereso postia, rogorc yoveltvis🙂

  3. “თუ თქვენ არ გაქვთ სტუდიო, რომელიც მინიმალუსტურ სამზარულოს და ზედაპირის მაქსიმალურად “დაცარიელებას” მოითხოვს…”

    და თუ გვაქვს??? :))

    • თუ გაქვთ, ამაზეც დავწერ პოსტს🙂
      მადლობა ინტერესის გამოხატვისათვის🙂

  4. Maia

    ძალიან მიხარია რომ წავაწყდი თქვენს ბლოგს, თვალი გადავავლე და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია განხილული, უდიდიესი დახმარებაა მსგავსი შინაარსის სტატიები, არგუნენტირებული ახსნა-განმარტებით. დიდი მადლობა ავტორს.

    • მაია, დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის🙂 მიხარია, ჩემი სტატია როცა ვინმეს ეხმარება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s