ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტი – ხალიჩა

დღეს არ გესაუბრებით ხალიჩის ტიპებზე, ამ პოსტში არ იქნება რჩევები, როგორ აარჩიოთ ან სად შეიძინოთ ხალიჩა (ამაზე მოგვიანებით). ამ პოსტში შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხალიჩა, რა ფუნქციებით იტვირთება და რამდენი არასწორი მითით ვხელმძღვანელობთ, როდესაც უარს ვამბობთ სახლში ამ არაჩვეულებრივი ნივთის გამოყენებაზე.

01

მითი N1: “ხალიჩა უგემოვნოა”

უგემოვნობის მითი საბჭოური კიჩის – საერთო შტამპით “დაბეჭდილი” უსახური ხალიჩების დამსახურებაა. ასეთებს თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით 20 წლის წინ (ახლაც ბევრგანაა) ასეთივე კიჩური ჩეხური “სტენკების” და რუმინული სასადილო გარნიტურის გვერდით (ან ქვეშ). ამ მითს წარმატებით ამყარებს ბაზრობებზე ოხრად შემოტანილი უგემოვნო ეგზემპლარები. თუმცა უგემოვნო ტანსაცმლის არსებობა გემოვნებიანის პოვნას რატომ გამორიცხავს? და თუ საბჭოური ავეჯის გამო თანამედროვე ავეჯზე არ ვამბობთ უარს, არც ლამაზი ხალიჩის ქონის სიამოვნება მოვიკლოთ.

1-21-0 1-1 1-4 1-3

მითი N2: “ხალიჩა სპეციფიურ ინტერიერს საჭიროებს / მოდიდან გადავიდა”.

სპეციფიურ ინტერიერს ნამდვილად საჭიროებს… ტრადიციული კავკასიური ხალიჩები (ანალოგიურად სხვადასხვა ერების ტრადიციული ხალიჩები). თუმცა სპეციფიური ინტერიერი არ გულისხმობს იგივე თემატიკის ირგვლივ ტრიალს – ტრადიციულ ხალიჩებს შესანიშნავად “იხდენს” ინდუსტრიალური სტილი (a.k.a. ლოფტი), ე.წ. სოფლური (rustic) სტილი და სხვა ეკლექტიკური ინტერიერები. და, რაღა თქმა უნდა, ყოველთვის იწარმოება მოდას ფეხაყოლილი დიზაინის ხალიჩები.

2-0 2-4 2-7 2-6 2-5 2-2 2-1 2-3 2-8 2-9

მითი N3: “ხალიჩა – მტვრის ბუდე”.

დიახ, სრული სიმართლეა და ეს ხალიჩის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. მაშინ, როდესაც არახაოიან ზედაპირზე (პარკეტზე, მეტლახის ფილებზე) იგივე რაოდენობით დაყრილი მტვერი თავისუფლად მიედინება ისევ ჰაერში, ხალიჩა ამ მტვრის ნაწილაკებს აკავებს მანამ, სანამ თქვენ მას არ გაწმენდთ. წმენდა კი იატაკის ნებისმიერ ზედაპირს სჭირდება მიუხედავ იმისა, აგია იქ ხალიჩა თუ არა.

გარდა ზემოთხსენებულისა, ხალიჩას კიდევ ბევრი დადებითი თვისება აქვს. იგი ახშობს ფეხის ხმას და ამით დამატებითი სიმყუდროვე შემოაქვს სახლში. არის თბოიზოლატორიც, უნარჩუნებს რა იატაკს სითბოს. ის აუცილებელი ატრიბუტია იმ ზონაში, სადაც ბავშვები ფეხშიშველები დარბიან, ან იატაკზე სხდებიან.

3-0 3-7 3-1 3-5 3-4 3-8 3-2 3-3 3-6

ლამაზი ხალიჩა შეიძლება მთელი ინტერიერის ვიზუალური ცენტრი გახდეს. ან, სულ მცირე, ფერისა და პრინტის შეტანის ინსტრუმენტია დანარჩენ ტექსტილთან ერთდ. ტექსტილს აქვს უნარი, ვიზუალურად “გაათბოს” ინტერიერი – იგივე თვისების მატარებელია ხალიჩაც.

4-14-3 4-0 4-5 4-2   4-4 4-6 4-7

და ბოლოს, ხალიჩის ერთ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან უნარზე მინდა გავამახვილო ყურადღება – იგი ზონირების ძლიერი იარაღია. დააგეთ ხალიჩა რბილი “სამეულის” (პირობითად სამეული შეიძლება ტახტების წყვილი, ან სულაც სავარძლების ნაკრები იყოს) და ყავის მაგიდის ქვეშ და თქვენ შეკრავთ სარელაქსაციო ზონას.

5-0
5-4 5-2 5-3 5-6 5-5 5-7

დააგეთ ფარდაგი მაგიდა-სკამების ქვეშ და ვიზუალურად არა მარტო გამოჰყოფთ მას, არამედ ერთგვარ ავტონომიას და სიმყუდროვეს მიანიჭებთ.

6-16-0 6-3 6-6 6-5 6-2

ამ თვისების გამო მყარი ტიხრების არმქონე ღია სივრცეებში ხალიჩა უბრალოდ აუცილებელი და უალტერნატივო ატრიბუტია.

ნუ იტყვით უარს ამ შესანიშნავ ნივთზე გარკვეული კლიშეების გამო – დაათბეთ, გაალამაზეთ, აქცენტი დაუსვით და დაყავით ზონებად  თქვენი ბინა ხალიჩის დახმარებით.

11 Comments

Filed under ტრენდი

11 responses to “ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტი – ხალიჩა

  1. ხალიჩა მართლა მაგარია სიტუაციურად ღია სივრცის დასაყოფად, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე ღია სივრცე მაფორიაქებს და არ მიყვარს ხალიჩის საჭიროება არ მაქვს🙂 და არც შემიძლია არაფრით მისი სიმყუდროვის მიუხედავად. ერთხელ რაღაც გადაცემაში ვნახე ხალიჩა მკკროსკოპულად და ჭიები ცხოვრობდნენ და იმის მერე საერთოდ შემზიზღდა😦

    • თაკო, პირველ რიგში მადლობა პირველი კომენტარისათვის🙂
      ჭიებს რაც შეეხება, ესეც ერთ-ერთი მითია – ჯერ ერთი, მიკროორგანიზმები ხალიჩაში უფრო ნაკლები რაოდენობით ცხოვრობენ, ვიდრე ლეიბებსა და მატრასებში. თანაც, შესაძლებელია ნატურალური შალის ხალიჩის ხელოვნური მასალის (რაც ნამდვილად არ ნიშნავს დაბალ ხარისხს) ხალიჩით ჩანაცვლებით ამ სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა; მეორეც, თანამედროვე ხალიჩები ხშირად იწარმოება ანტიბაქტერიული დაფარვით. ამდენად ეს მითი ცოტა მოძველებულიცაა🙂
      ილუზია არ მაქვს, რომ ამ კომენტარით გადაგარწმუნებ, მხოლოდ არასწორი ინფორმაციის გავლენა მინდა ცოტათი გავანეიტრალო🙂

      • სიმართლე გითხრა შენი სურათები ისედაც იმდენად მომეწონა ცოტა ჭიებს კი აიტანს კაცი თქო ვიფირე :))
        ჯერ არა მაგრამ სამომავლოდ შენ მართალი ხარ, საბავშვო ოთახში ძალიან საჭირო იქნება ასე რომ მეტი ვენიში და ეგაა :))))

      • მადლობა ასეთი შეფასებისთვის🙂
        მე რობოტ-მტვერსასრუტის შეძენას ვაპირებ – ივლის თავისთვის და დაასუფთავებს მტვრისგან ხალიჩებსაც (რომლებიც მეც არ მაქვს ჯერ😀 ) და უხალიჩო იატაკსაც.

      • ხო და დაწერე მერე პოსტი და გვითხარი როგორია🙂 ვიყიდოთ თუ არა🙂

      • აი, ასეთი ტიპია (ბევრი ბრენდი უშვებს უკვე):

        დატოვებ ჩართულს, გახვალ სახლიდან და თვითონ დაასუფთავებს და თვითონვე დაიტენის თავს🙂

      • ხო ეს კი ვიცი ვინცაა მაგრამ არ ვიცი როგორია🙂 ჩვენ საზოგადოებას კიდე ვერ ენდობი ეგეთ საკითხებში. რაღაც მითებს იგონებენ🙂

      • როცა ყიდვას გადავწყვეტ, მცირე მოკვლევას ჩავატარებ ინტერნეტში და დავწერ პოსტს – მადლობა იდეისთვის🙂

      • 🙂 პირიქით ძალიან წაგვადგება, რკგორც შენ ამბობ საქმის გაიოლების მოყვარულებს🙂

  2. aseti lamazi xalchebi sad shevidzino erebshi mitxarit raa,ramdeni xania vedzeb,ver vshoulob

    • თათა, მადლობა ბლოგზე სტუმრობის და თემით დაინტერესებისათვის🙂
      ხალიჩების შოვნა კია შესაძლებელი ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ხშირად, არაადეკვატურ ფასად. მაღალფასიანი, ნატურალური მასალის (შალი, აბრეშუმი…) ხალიჩების შეძენა მაღაზია “რივერსაიდშია” შესაძლებელი. იაფი, თუმცა ვიზუალურად საკმაოდ კარგი არჩევანი ჰქონდათ “დომინოში”. ” იკეას” ნატურალური შალის ხალიჩების შეკვეთაა შესაძლებელი ფასნამატით სხვადასხვა მაღაზიებში (შემიძლია 2-3 მათგანის მისამართი მოგცეთ). და ბოლოს, კავკასიური ხალიჩების გამყიდველებთან უნდა იყოს შესაძლებელი თქვენი დიზაინით შალის ხელითნაქსოვი ხალიჩის დაკვეთა (ასე ვფიქრობ, მე არ მიცდია). თუ კიდევ გექნებათ კითხვები, მომწერეთ. წარმატებები!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s