ვიზუალური მანიპულაცია სივრცით

ამ პოსტში იმ მეთოდებზე და პატარა “ეშმაკობებზე” ვისაუბრებთ, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები მიმართავენ ოთახის ვიზუალური შეცვლისათვის.

ფერები

ალბათ, გეცოდინებათ, რომ ღია ფერები ვიზუალურად “ზრდის” (ტანისამოსის შემთხვევაში – “ასუქებს”). ინტერიერში ფერების მოქმედება უფრო სპეციფიურად ვლინდება: ღია და ცივი ტონებში კედლების შეღებვა ნამდვილად “ზრდის” ოთახს, ოღონდ კედლების ვიზუალური “შორს გაწევის” ხარჯზე; ხოლო მუქი და თბილი ტონები კედლებს თითქოს “აახლოვებს”. ამგვარი მეთოდით შესანიშნავად შეიძლება მოგრძო ოთახის კორექტირება მოკლე კედლების მუქ (და თბილ) ტონებში, ხოლო გრძელი კედლების ღია (და ცივ) ტონებში შეღებვის / მოპირკეთების გზით.

Perfect-Color-for-Contemporary-Living-Room-Ideas

grey-bedroom1

6712893_f496

ჭერისა და იატაკის მუქ ფერში გადაწყვეტით მაღალი ჭერისა და მომცრო სივრცის კორექტირებაც შეიძლება…

700_park-avenue-black-ceiling

dark_ceiling_2-610x406

თუმცა ამ მიზნით სხვა უფრო ადვილად მისაღები მეთოდები არსებობს (მაგალითად, ნახევარ სიმაღლეზე შეღებილი კედლები მეტისმეტად მაღალ ჭერს ვიზუალურად “დაადაბლებს”). ჭერის მუქ ფრად შეღებვას და ზემოდან “ზეწოლას” სხვა საინტერესო ეფექტი აქვს: ვიზუალური აქცენტი და მზერა გადადის ქვედა დონეზე, რის გამოც ამ მეთოდს კარგად იყენებენ მაღაზიებში, გასაყიდ საქონლზე მზერის კონცენტრირებისათვის.

ზოლები

აი, ზოლიანი შპალერით ან ზოლებად შეღებილი კედლებით თამამი ექსპერიმენტების გარეშეც შეიძლება ოთახის სიმაღლისა და ფართობის კორექტირება: ვერტიკალური ზოლები ჭერს ვიზუალურად “აამაღლებს” (ბუნებრივია, შპელერი ჭერის ზოლამდე უნდა მიდიოდეს), თუმცა ოთახის ფართობს “აპატარავებს”. ხოლო თუ იმავე შპალერს ჰორიზონტალურად გააკრავთ (ძალიან ლამაზი გამოდის, მხოლოდ დაბალჭერიან ბინებში უნდა მოერიდოთ ასეთ გადაწყვეტას), ჭერის სიმაღეს ცოტათი “შეამცირებთ”, მაგრამ ოთახს “გაზრდით”.

dec-pwall-graphicstripes2-435

bw-wallpaper-via-jordan-guide1

striped+foyer

ფოტოშპალერი

ფოტოშპალერი სივრცული პეიზაჟით (მაგალითად, ქალაქის ხედით) ოთახში დამატებით სივრცეს შემოიტანს, რითიც შეგიძლიათ ეფექტურად შენიღბოთ რეალური სივიწროვე.

photoshpaleri

photo-wall-murals-modern-wallpaper-decorating-ideas-6

Home Interior

სარკე

სარკე არსებული სივრცის დუბლირებას ახდენს. იგი განსაკუთრებით ეფექტურად უმკლავდება ამ ამოცანას, თუკი მთელ სიმაღლეზეა / სიგანეზეა გაკეთებული ჩანართი კედლის პანელის სახით და სარკის ზედაპირი არ არის დატვირუთლი ფაცეტებითა და მოხატულობებით.

Modern-mirror-panels-wall-decoration

wood-Custom-Raised-Panel-Wall-System-w-Mirror-Inserts

 

HDB-4Rooms-Yishun-03

 

განათება

კარგად განათებული ოთახი რომ უფრო დიდი ჩანს, ეს პირველი პუნქტის – ნათელი ფერების გაგრძელებაა. განათების სცენარებსა და მეთოდებზე დაწვრილებით სხვა დროს დავწერ. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ გინდათ ოთახი დიდი ჩანდეს, გაანათეთ კარგად. სხვათა შორის, განათების დუბლირებაც მშვენივრად შეიძლება სარკეებით – ამისათვის განათავსეთ განათების წყარო სარკესთან ახლოს ისე, რომ კარგად ირეკლებოდეს. შეგიძლიათ, პირდაპირ სარკის პანელზეც განათავსოთ ბრა.

danati sarkeze

Picture105

lights-through-mirror

ჭერის განათება

ჭერის გასწვრივ ჩამონტაჯებული დეკორატიული განათებით ჭერის დაწევაც შეიძლება და აწევაც იმის მიხედვით, თუ როგორ არის ორდონიანი ჭერი დამონტაჟებული.

თუ ჭერის ძირითადი სიმაღლე ხელუხლებელია და დადაბლებულია მხოლოდ კარნიზი, რომელსაც აქვს ცენტირსკენ მიქცეული ჯიბე, მაშინ ამ ჯიბეში განათების ჩამონტაჟება ჭერს ვიზუალურად “ასწევს”, “შეამსუბუქებს”.

1-6

1-3

1-5

ხოლო თუ ჭერის ცენტი დაბლაა დაწეული და კედლებთან აქვს კედლებისკენ მიქცეული ჯიბე, ამ ჯიბეში ჩამონტაჟებული ლედ-განათება ჭერს კიდევ უფრო “დაადაბლებს”.

2-3

2-2

2-4

ფარდები

თუ ფარდებს კედლის მთელ სიგრძეზე დაკიდებთ და არა მხოლოდ ფანჯრის გასწრვრივ, ფანჯარაც კედლის მთელი სიგანეზე აღიქმება.

Modern-Bedroom-Design-with-curtains-and-Drapes

curtains

bedroomcurtain_zpsb995986f

იმედია, ჩემი რჩევები გამოგადგებათ რემონტის დაგეგმვის დროს. გისურვებთ წარმატებულ რემონტს!🙂

6 Comments

Filed under რჩევები

6 responses to “ვიზუალური მანიპულაცია სივრცით

  1. შემიწირა რემონტმა:/

    • კი, ახასიათებს ეგ რემონტს. განსაკუთრებით, ქართველი მუშების, ხელოსნების, პრარაბების და ბაზარზე არჩევანის პირობებში…

      • თან როცა მარტო ხარ, ყიდულობ კარკასს და თავიდანვე შენ დარბიხარ მილებზეც, გაჯზეც, ცემენტზეც…

      • ბაზარზე არჩევანს ნუ გამახსენებ🙂 ერთი წელია ვეძებ რაღაცას და ვერაფრით ვშოულობ🙂

      • რას ეძებ, რუსა? იქნებ მე მომიკრავს სადმე თვალი…

  2. ფოტოშპალიერს გავაკრავ ოდესმე ჩემ ბინაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s