გალერეა Demasi

მშრალი ხიდიდან სანაპიროსკენ რომ ჩაუხვევთ და ძველმანებით მოვაჭრეებს გასცდებით, თბილისში სანტექნიკის ერთ-ერთ საუკეთესო შოურუმთან – “გალერეა დემასთან” აღმოჩნდებით. წინდაწინ გეტყვით – ლუქს-კლასის შოუ-რუმისგან დაბალ ფასებს ნუ ელით, თუმცა არჩევანი და ხარისხი ისეთია, ფასს რომ ამართლებს.

“დემასში” 1 კვირის წინ შევედი ფეჩვორქის სტილში შესრულებული კერამიკის ძიებაში და მართლაც მივაგენი შესანიშნავ ვარიანტს: ესპანური ბრენდის Roca Ceramica-ს კოლექციიდან “Gracia“. კოლექცია ქრომატულ (ჭრელ) და აქრომატულ ვერსიებშია წარმოდგენილი.

roca_gracia_diz_1_enl

roca-gracia-amb-gr-2013-9-7063-12.04

მე არჩევანი მეორე ვარიანტზე შევაჩერე სამზარეულოს წინსაფრისათვის. კოლექციაში მეტლახის ფილებიც შედის, თუმცა ჩემს პროექტში მხოლოდ წინსაფარი მაქვს გათვალისწინებული ფეჩვორქის სტილში.

“დემასში” ჩემს ვიზიტს კიდევე ერთი მიზანი ჰქონდა – იქ ფილიპ სტარკის მიერ შექმნილი, ხის ტოტის გადანაჭერით ინსპირირებული ულამაზესი შემრევი ონკანი მეგულებოდა. იგი Hansgrohe-ს პრემიუმ კლასის ბრენდის – Axor-ის ახალი კოლექციის ნაწილია და Organic ჰქვია. Hansgrohe-ს ბრენდი ხარისხიან, გამძლე, თანამედროვე და იდეალურად შემუშავებულ სანტექნიკას ნიშნავს, ფილიპ სტარკის სახელი კი… ავეჯის ამ ლეგენდარულ დიზაინერზე ცალკე პოსტი მაქვს ჩაფიქრებული, მანამდე კი დაგუგლეთ, ან მალინას ეწვიეთ ვებ-გვერდზე. ჰოდა, ამ ორი სახელის თანამშრომლობამ ნამდვილი საოცრება შექმნა:

აი, გუშინ კიდევ ერთხელ მომიხდა “დემასში” სტუმრობა ერთობ საპატიო და სასიამოვნო მიზეზით – მათ ფეისბუქის გვერდზე გამოცხადებულ ვიქტორინაში ვიმარჯვე, პირველმა გავეცი-რა სწორი პასუხი დასმულ კითხვაზე და საკმაოდ ძვირადღრებული საჩუქრითად დავჯილდოვდი🙂

Hansgrohe PuraVida 150 Air

Hansgrohe PuraVida 150 Air

Hansgrohe-ს ეს საშხაპე ყურმილი მასაჟისა და ტროპიკული წვიმის ეფექტით (რომელიც ჰაერის შერევით წყლის ნაკადის “შერბილების” ხარჯზე მიიღწევა) არამარტო ლამაზია, არამედ ძალიან ხარისხიანიც: ფილტრაციის საკუთარი სისტემით აღჭურვილი ეს აპარატი გამძლე მასალისგანაა დამზადებული, ხოლო რთული შიდა კონსტრუქცია წყლის ჭავლის თანაბარი განაწილების გარანტია.

P.S. ამ პოსტის დაწერის მიზანი მადლიერების გამოხატვაა. იგი არ ატარებს კომერციულ ხასიათს და წარმოადგენს ავტორის ფრიად სუბიექტურ მოსაზრებებს🙂

2 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა

2 responses to “გალერეა Demasi

  1. მე❤ ავტორის ასეთი ფრიად სუბიექტური, კომპეტენტური და სასარგებლო მოსაზრებები🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s