ლეგენდა სახელად: KitchenAid

ბრენდი, რომელზეც დღეს მინდა გიამბოთ, არც ავეჯს აწარმოებს და არც სამშენებლო მასალებს. და მაინც, ვთვლი, რომ მისი ადგილი სწორედ ჩემს ბლოგზეა, რადგან საკუთარი დიზაინით შესანიშნავ არტ-ობიექტს წარმოადგენს (არა, განა ფუნქციონალურობით დაეწუნება რამე) და ნებისმიერი სამზარეულოსთვის საამაყო სამშვენისად შეუძლია იქცეს. ეს KitchenAid-ის ბრენდი და მისი ცნობილი მდგომარე მიქსერია.

47fc81528503dd554f4e6fd14cf141f4

ბრენდის ისტორია შეიძლება 1914 წლიდან ავითვალოთ, როდესაც ინჟინერმა ჰერბერტ ჯონსონმა ცომსაზელი მოწყობილობის დანახვაზე მოიაზრა, რომ უფრო მოსახერხებელი მანქანის აგება შეიძლებოდა და მის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ძალიან მალე გამოუშვა კიდეც სტაციონალური მიქსერის საწარმოო მოდელი “H”, ამერიკული გემების აღჭურვისათვის. უკვე 1917 წელს ჰერბერტ ჯონსონის გამოგონება ამერიკული ფლოტის სტანდარტულ აღჭურვილობად იქცა და დადგა კიდეც დრო, შინამეურნეობაში გამოსადეგი მოდელი დაეპროექტებინა. 1918 წელს შეიქმნა მიქსერის მოდელი C-18, რომელიც გასატესტად ქარხნის მმართველთა ცოლებს გადაეცათ. ერთ-ერთის მიერ გაკეთებულმა განაცხადმა – “ეს მანქანა სამზარეულოში საუკეთესო დამხმარეაო (it’s the best kitchen aid I’ve ever had!)” – ახალ მოწყობილობას ახალი სახელიც მისცა: KitchenAid. მიუხედავად მიქსერის მოსახერხებელი ფუნქციონალურობისა, მისი (და მის მსგავსად შექმნილი სხვა ფირმის მიქსერების) მასობრივი პოპულარობა მაშინვე არ მოსულა. ამ მძიმე სამზარეულოს კომბაინმა (შერევის და თქვეფის პარალელურად დამატებით ხელსაწყოების მონტაჟის ხარჯზე KitchenAid-ის მანქანა სხვა საშინაო საქმეებსაც ადვილად უმკლავდებოდა) ხალხთა გულები მას შემდეგ დაიპყრო, რაც ინდუსტრიალურმა დიზაინერმა – ეგმონტ არენსმა მისი დიზაინი სრულყო. მისი თაოსნობით გამოვიდა დაბალ-ფასიანი მიქსერების ახალი სერია K, არენსის მიერ შექმნილი სილუეტი კი, აგერ უკვე 80 წელია, ფაქტობრივად არ შეცვლილა.

KitchenAid_Model_K_1937

1937 წლის მოდელი K

მეორე მსოფლიო ომის წლებში KitchenAid-ის ქარხანა არ ფუნქციონირებდა. წარმოება 1946 წელს განახლდა და ხელახლა მოიპოვა ძველი პოპულარობა. ამ პოპულარობაში საკუთარი წვლილი ცნობილმა შეფ-მზარეულმა და ტელე-ვარსკვლავმა – ჯულია ჩაილდმაც შეიტანა, აქტიურად იყენებდა-რა საკუთარ კულინარიულ ტელე-შოუში KitchenAid-ის კომბაინებს.

ჯულია ჩაილდი

1986 წელს KitchenAid-ის წარმოება ვირპულის ხელში გადავიდა და დღემდე მის საკუთრებაშია. 1988 წელს კობალტისფერი ლურჯი მოდელის გამოშვებამ და მარკეტინგულ სტრატეგიაში ცვლილებების შეტანამ ქიჩენეიდის გაყიდვები 3 წელიწადში გააორმაგა და ამერიკაში #1 გაყიდვად კომბაინად აქცია.

KitchenAid-ის მიქსერები დღემდე დიდწილად ხელით შრომას იყენებს და იწყობა აშშ-ში, რაც ბრენდის ერთ-ერთი საფირმო ნიშანია. იგი ასევე ცნობილია კომბაინების ფერთა საოცრად ფართე გრადაციით, რაც ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნების დაკმაყოფილების გარანტია. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, KitchenAid-ის ბრენდი ნიშნავს ხარისხს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გემსახურებათ თქვეფის, შერევის, მოზელის, წვენის დაწურვის, ხორცის გატარების, სოსისების დატენვის, ცომის გაბრტყელების, სპაგეტის დაჭრის, ნაყინის მომზადების თუ ხილის დაჭრის დროს.

თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ლამაზი დიზაინი, უცხო საჭმელების მომზადება და საქმის გაიოლება, მაშინ თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ KitchenAid-ის კომბაინი, რომელიც უდაოდ ამართლებს სახელს: დამხმარე სამზარეულოში.

პოსტის დასასრულს იმ ელეგანტური სამზარეულოების ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ, სადაც KitchenAid მიქსერები იპყრობენ მზერას.

4528244_original

1.1315050372

2.1306409367

6c075e1bd968daa0b826a12def49c91b

5268d9da50b2

48050_lah200909004-lack.1309155414

48056_sw200706036-ergonomie.1309155418

49199_kuechen-siematic_scse66.1309155434

605711_original

3070866_original

3736095_original

3958798_original

10458328_687483761324126_5095947681915189663_n

a7213c11f9c1118f4a580122852a2a65

Azure-Cersaie-11

b74dbbb6c819531267414d54593331d2

d97ff3c0ac2c7fe8099986317d247fef

original

PAINTED-Backsplash-Sawdust-and-Embry[2]Sweden

3.1324382539

8 Comments

Filed under ბრენდი, ფოტო-პოსტი

8 responses to “ლეგენდა სახელად: KitchenAid

  1. საკუთარი სახლი რომ მექნება, შენს ბლოგს ხელახლა უნდა ჩავუჯდე, ტაბუ🙂

  2. მართალია ჩემი სამზარეულო ლუქს კლასიდან ჯერ ჯერობით ძალიან შორს დგას, მაგრამ ძალიან მიყვარს და საქმის გაიოლება ჩემი მოგონილია🙂 კიბერნეტიკულს ვეძახი ხუმრობით და კომბაინი მიქსერის ფუნქციით რა თქმა უნდა მაქვს მაგრამ ამ მიქსერს რომ ვხედავ მაინც ძალიან ძალიან მიჭირს გვერდის ავლა🙂

    • შენ კი უნდა გქონდეს ერთი ასეთი – როგორც კარგ კულინარს და ესთეტს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s