კერამიკული ფეჩვორქი

ფეჩვორქი (patchwork) ქსოვილის პატარა ნაკუწების გადაკერებით დიდი ნაჭრის მიღების ხელოვნებაა. ნანახი გექნებათ ამგვარი ტექნიკით შესრულებული საბნები, გადასაფარებლები, ბალიშები, ჩანთები, პუფები… თუმცა თანამედროვე ხელოვნებამ საზღვრები არ იცის, მოგეხსენებათ, ჰოდა ფეჩვორქის ტექნიკამაც ასახვა ჰპოვა კედლისა თუ იატაკის მოსაპირკეთებელ ფილებში. L45027_Stamford_Kitchen მოსაპირკეთებელი ფეჩვორქი განვითარებას უნდა უმადლოდეს ცემენტის ფილების (cement tiles) გამოგონებას, რომელიც კერამიკისგან განსხვავებით პორტლანდცემენტის ნარევით მზადდებოდა და გამოწვას არ საჭიროებდა. უფრო ადვილი ტექნოლოგიის გამო ფართო გავრცელება ჰპოვა მე–19 საუკუნის ბოლოს ჩრდ. ამერიკისა და ევროპის (განსაკუთრებით – საფრანგეთის) ტერიტორიაზე. ამ ფილებზე სხვადასხვა ნახატები და პრინტები დაიტანებოდა ფერების ერთობ ფართო სპექტრით. შემდეგ კი, ალბათ, ეკონომიის მიზნით ვიღაცამ სხვადასხვა ფილების შერევით მოისურვა ერთი სივრცის მოპირკეთება და მიღებული შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, სწრაფად გავრცელდა და მოიპოვა პოპულარობა. ეს ჩემი ვარაუდია, რადგან ისტორიის შესახებ სანდო წყაროები ვერ მოვიძიე🙂 ასეა თუ ისე, ცემენტის თანაბარი ზომის, ერთი შეხედვით სრულიად შეუხამებელი ფერისა თუ ნახატის ფილებით ისეთი საოცარი სილამაზის პანოები იქმნება, ძნელია, გულგრილმა ჩაუარო და მისი განმეორების სურვილი არ გაგიჩნდეს. Paola-Navone-Tiled-Floors-Remodelista მწარმოებლები უკვე აღარ იზღუდავენ თავს მხოლოდ ცემენტის ფილების წარმოებით – კერამიკული ფილების მწარმოებელ ბევრ თავმოყვარე ბრენდს უკვე აქვს კოლექციაში ფეჩვორქის არჩევანიც. შემთხვევით შეხამებული ფილებისგან განსხვავებით კი დიზაინერები უკვე მიმართავენ ფილების მიზანმიმართულ შეხამებას ერთი, დომინანტი ფერის ირგვლივ: Patchwork palette ჩემი უდავო ფავორიტი შავ–თეთრისა და ნაცრისფერის შეხამებაა – რაც, სხვა თბილ ფაქტურასთან (მაგალითად, ხესთან) კომბინაციაში საოცრად ლამაზ სურათს ქმნის: kitchen w cement tiles2 elegance-patwork-restaurant თუ თქვენ ცოტა გეშინიათ მკვეთრი პრინტების ჭარბად გამოყენებისა, შეურიეთ მთლიანი (solid) ფერის ფილებიც – ასეც ძალიან ლამაზია. exemple-5-patchwork-ciment-juin-2013-01 კერამიკული ფეჩვორქი წარმატებით გამოიყენება როგორც საზოგადოებრივ ინტერიერებში (კაფეებში, ბარებში, სხვადასხვა დაწესებულებების სველ წერტილებში)… 60b57c4ca6e4565d tash-kabob-restaurant-tile-wall-VLT whole-foods-san-antonio-3-VLT pd-patchwork3 …ასევე სახლებში იატაკის, სამზარეულოს წინსაფრის, სველი წერტილების მთლიანად ან ჩანართების სახით გაფორმებაში. 51b9b30874c5b66229001a3f._w.540_s.fit_ $_57 (2) 1526994_10150390329939944_853582062864828847_n Purpura-Tile-Backsplash-in-Apartent-Remodelista მთავარია დაიცვათ წესი: ფეჩვორქი თავისთავად უკვე იმდენად ფერადოვანი და აქცენტის დამსმელია, სხვა ზონების ფერებში შეზღუდეთ. შეიტანეთ მონოტონურ, მოსაწყენ ინტერიერში კერამიკული ფეჩვორქი და თქვენ მიიღებთ ორიგინალურ, გამომხატველ, ხასიათის მქონე ინტერიერს, რომლითაც ყოველთვის შეძლებთ თავი მოიწონოთ!

6 Comments

Filed under ტრენდი

6 responses to “კერამიკული ფეჩვორქი

    • მიხარია, რომ მოგეწონა🙂
      და მიხარია, შენი კომენტარი რომ დამხვდა, ყველაზე ერთგულო სტუმარო🙂

      • უფრო ხშირადაც ვივლიდი, უფრო ხშირად რომ წერდე ^_^

      • შევეცდები🙂 სურვილები და იდეები ბევრი მაქვს და ვნახოთ…

      • tamuna

        sad sheidzleba rom shevidzinot ???

      • სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე არ არის მრავალფეროვანი არჩევანი. ნამდვილი ფეჩვორქი (თითო ფილა 10-15სმ გვერდებით) “გორგიაში” მინახავს იტალიური მარაცის ფირმისა, კვ.მ. 80 ევროდ. ასევე არის ბაზარზე საშუალო ხარისხისა, დიდი ზომის კაფელზე 4-8 ფილაა დაბეჭდილი და ასეთი სახით იყიდება – ფასიც გაცილებით ხელმისაწვდომია (გორგიაში, იდეალში…). იყიდება ფეჩვორქ მოზაიკები, თუმცა მათი ფასი გაცილებით მაღალია (ჯაოკენში, დემასში).
        შეიძლება, ჩემი ინფორმაცია არ იყოს საკმარისად ახალი. აჯობებს, თავად ნახოთ, რომელ მაღაზიას რა კოლექცია აქვს წარმოდგენილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s