სამრეცხაო ოთახი

ალბათ, ბევრ თქვენგანს ეცნობა სურათი: აბაზანაში განთავსებული სარეცხი მანქანა, მასზე მოთვსებული სარეცხისათვის განკუთვნილი კალათა უწესრიგოდ შევსებული ტანისამოსით და სარეცხი საშუალებების თარო; საცხოვრებლად განკუთვნილ რომელიმე ოთახში მდგარი გასაუთოვებელი ტექსტილის კიდევ ერთი კალათა, საუთავებელი მაგიდა და უთო, ასევე გარდერბში ადგილის მიჩენამდე აქვე „მაშასადამესავით“ დატოვებული გაუთავებული ტანისამოსი თუ თეთრეული; უკეთეს სემთხვევაში აივნის დამატებად ქცეულ თოკებზე გაფენილი სარეცხი, უარეს შემთხვევაში კი გასაუთოვებელი ხარისხები / თოკები მასზე უწესრიგოდ ახუნძლული სველი ტანისამოსით სააბაზანო ან რომელიმე სხვა ოთახში.

დამეთანხმებით, იდილიური სურათი ნამდვილად არ არის. სხვა თუ არა არაფერი, თქვენს კომფორტულ ყოველდღიურობას არღვევს შეუსაბამო ადგილას თვალში „გამოჩხერით“. რამდენ ძვირფასი ადგილს იკავებს – ამაზე ჩემი განამრტება საჭირო არც არის.

სწორედ ასეთი არეულობის თავიდან ასაცილებლად ბინის თანამედროვე გეგმარება „ცნობს“ ისეთ ფრიად აუცილებელ ოთახს, როგორიცაა სამრეცხაო.

საკმარისი ფართობის პირობებში სამრეცხაოში შეიძლება იყოს განთავსებული:
სარეცხი და საშრობი მანქანები; ზეთზე ან ცენტრალურ გათბობაზე მომუშავე კედლის რადიატორი; სარეცხი თოკები (ხარიხები); ონკანი და პირსაბანი; დასახარისხებელი კალათები თეთრი, შავი, ჭრელი, დელიკატური სარეცხისათვის (ან სხვაგვარად კლასიფიცირებული იმის მიხედვით, თუ თქვენ როგორ ახარისხებთ სარეცხს); სარეცხი საშუალებები (სარეცხი ფხვნილები, სავლები და მათეთრებელი საშუალებები); კალათა გამშრალი და გასაუთავებელი ტანისამოსისათვის; საკიდები და თაროები უკვე გაუთავებული ტანისამოსისათვის მათ გარდერობში გადანაწილებლამდე; უთო და საუთავებელი დაფა; სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ქიმია; ცოცხი, იატაკის ჯოხი, ტილოები და ა.შ.

მიუხედავად საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალისა, მათი მეტ-ნაკლებად კომპაქტური განლაგება შესაძლებელია, რაც გაგიკეთებთ ადგილის ეკონომიას, და ამასთან, დამატებით კომფორტს შეგიქმნით (ა) მიწოდების ჯაჭვის ერთ წერტილში კონცენტრაციით და (ბ) საცხოვრებელ ზონაში არასაჭირო ნივთების ელიმინირებით.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩემი რჩევა ჭკუაში დაგიჯდათ და სახლში სამრეცხაოსათვის ოთახის გამოყოფა გადაწყვიტეთ, ამ ოთხისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაც უნდა გათვალოთ:

1) პირველ რიგში, სამრეცხაოს საკმარისი ჰიდროიზოლაცია სჭირდება – სულ ცოტა იატაკი და კედლების ის ნაწილი, რომელიც ემიჯნება სარეცხ და საშრობ მანქანებს, უნდა იყოს მოპირკეთებული წყალგამძლე ფილებით.

2) სარეცხი მანქანისათვის წყლის მიწოდების, ხოლო საშრობი მანქანიდან გამოსული ორთქლისათვის სავენტილაციო მილების და ორივესათვის კი დენის წყაროს აუცილებლობაზე თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებ. თუმცა იმას კი გაცნობებთ, რომ ოთახს დამატებით მაინც ესაჭიროება კარგი ვენტილაცია.

3) იმ შემთხვევაში, თუ საშრობი მანქანის გარდა ხარიხებზე/თოკებზეც აპირებთ ზოგიერთი ტექსტილის გაშრობას (რისი აუცილებლაობაც, თითქმის, გარდაუვალია), სასურველია, სამრეცხაო ნაწილობრივ მაინც იყოს ინსოლირებული და კარგად უნდა თბებოდეს. დიახ, გეთანხმებით – კომპაქტურ ბინაში ფანჯრის მქონე ოთახის გამოყოფა დამხმარე ფართისათვის რთულია (თუ შეუძლებელი არა).

დ) და ბოლოს, თუ სამრეცხაოშივე გეგმავთ საუთოვებელი მაგიდის განთვსებას, იგი უნდა იყოს კარგად განათებული (საუთოვებელი ზონა – მაინც). სასურველია მზის პირდაპირი სხივები (იხ. წინა პუნქტი) და აუცილებელი – კარგი ხელოვნური განათება.

ალბათ, ამ მოთხოვნების წაკითხვის შემდეგ სამრეცხაოს გაკეთების სურვილი გაგინელდათ, არა?! მინდა დაგამშვიდოთ, რომ მცირე ფართისა და შეზღუდული ფინანსების პირობებში კომპრომისული ვარიანტების მიღწევა შესაძლებელია.

1) მცირე ზომის ოთახში საშრობი მანქანა შეგიძლიათ სარეცხ მანქანაზე ზემოდან მოათავსოთ, ოღონდ ამას სპეციალური სადგარის გარეშე ნუ გააკეთებთ. ეს შუალედური სადგარი იმავე მაღაზიიდან შეგიძლიათ წამოიღოთ, სადაც შეიძენთ სარეცხ და საშრობ მანქანებს. სასურველია, თუ ისინი ერთიდაიმივე ბრენდისა იქნება.

თუ ფართი მაინც არ გაძლევთ ამის საშუალებას, მაშინ მცირე ზომის კედელზე ჩამოსაკიდებელი საშრობი მანქანა შეიძინეთ, ან ერთ „ყუთში“ კომბინირებული სარეცხი და საშრობი მანქანა. თუმცა, საკუთრი გამოცდილებით, ამ უკანასკნელს მაინც არ გირჩევთ – კომბინირებულ  მოწყობილობას შრობის არც სრულყოფილი ალგორითმი გააჩნია და არც მრავალფეროვანი ფუნქციები, როგორც ცალკე აღებულ საშრობ მანქანას, ამასთან უფრო დიდ დროსაც ანდომებს შრობის პროცესს.

2) სარეცხი და საშრობი მანქანები შეგიძლიათ დამალოთ კედელში გამოჭრილ ნიშაში ან სპეციალურად შექმნილ ნესტგამძლე კარადაში, ამგვარად შენიღბული კი განათავსთ ისევ სააბაზანო ოთხში ან სამზარეულოში.

   

 

  

რაც შეეხება სარეცხი და საშრობი მანქანების სამზარეულოში განთავსებას საერთო „სტალეშნიცას“ ქვეშ, თუ თქვენი სიმაღლე 1.8 მ არ არის, არ გირჩევთ. საქმე იმაშია, რომ სამზარეულოს სამუშაო მაგიდის ოპტიმალური სიმაღლე არის იატაკიდან თქვენს იდაყვამდე მანძილს მინუს 15 სმ, რაც საშუალო სიმაღლის დიასახლისისათვის დაახლოებით 85 სმ-ია (შეიძლება, ნაკლებიც). ამდენივეა სარეცხი მანქანის სიმაღლე, რასაც დამატებული „სასუნთქი“ ღრიჭო მისი ზედაპირიდან სამზარეულოს ზედაპირამდე და თვითონ სამუშაო ზედაპირის სისქე უკვე 95 სმ-ს სღწევს. ამის გამო ან სამზარეულო სამუშაო ზედაპირი უნდა გახადოთ არაკომფორტული, ან ორდონიან ზედაპირს უნდა დაყაბულდეთ:

3) სამრეცხაო ფუნქციონალური ზონით შეგიძლიათ დატვირთოთ გარდერობიც, თუკი ასეთი ოთახი გაგაჩნიათ. ამ შემთხვევაში ტანისამოსთან დაკავშირებული მთელი ინფრასტრუქტურა ერთ ფუნქციონალურ ზონაში გექნებათ თავმოყრილი, არც გაუთოვებულ ტანისამოსს დასჭირდება სხვა ადგილას გადატანა. ისევ და ისევ, არ დაგავიწყდეთ სათანადო ჰიდროიზოლაციისა და ვენტილაციის უზრუნველყოფა.

 

  

4) სამამულო ბაზარზე სათანადო ფურნიტურის მოპოვების შემთხვევაში კედლის ან უჯრის დასაკეცი საუთოვებელი მაგიდის მოწყობა იდეალური გამოსავალია.

 

თუმცა ასეთი გადაწყვეტილების გარეშეც შეიძლება საუთავებელ მაგიდაზე ფართის ეკონომიის გაკეთება სპეციალური კედლის სამაგრების საშუალებით:

http://www.amazon.com/Organize-It-All-Board-Holder/dp/B000B6JC9S/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1333976763&sr=8-6, http://www.amazon.com/Spectrum-66300-Ironing-Board-Holder/dp/B0018QN64M/ref=pd_sim_hg_5, http://www.amazon.com/Jerdon-JD84-Ironing-Board-Caddy/dp/B001DKVB8Q/ref=pd_sim_hg_7 – 10-12$-ად ამაზონზე ასეთ მოწყობილობას შეიძენთ, რომელსაც კარადაში კედელზე დაამაგრებთ და იქვე მიუჩენთ ადგილს უკვე არსებულ საუთოვებელ მაგიდას. მათ, ვინც ონლაინ შოპინგს არ სწყალობს, კედელზე ორი მყარი კაუჭის გაკეთებით შეუძლია ანალოგიურად განათავსოს საუთოვებელი მაგიდა:

პოსტის დასასრულს ამაზონიდანვე ტანსაცმლის საკიდის სხვადასხვა კომპაქტურ ვერსიებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ასევე გამოგადგებათ სამრეცხაოს მოწყობისას.

საშრობი ხარიხები:

http://www.amazon.com/Polder-Wall-Mount-24-Inch-Accordion-Clothes/dp/B000GBK2WO/ref=pd_sim_hg_5

http://www.amazon.com/Household-Essentials-Telescoping-Indoor-Drying/dp/B0000CNQX2/ref=pd_sim_hg_10

http://www.amazon.com/Magnetic-Laundry-Clothes-Drying-Rack/dp/B000M8OSQC/ref=pd_sim_hg_15

http://www.amazon.com/Better-Housewares-2490-Wall-Mounted-Stainless-Steel/dp/B001RSFEOG/ref=pd_sim_hg_23

ტანსაცმლის საკიდები:

http://www.amazon.com/Arrow-Hanger-AH3X12-Clothes-Storage/dp/B000KM4Z5O/ref=pd_sim_hg_21

http://www.amazon.com/Arrow-AH12-Instahanger-Clothes-Hanging/dp/B000AKRTWM/ref=pd_sim_hg_26

http://www.amazon.com/ClosetMaid-1628-Economy-8-Foot-Organizer/dp/B000GPZB6W/ref=pd_sim_hg_34

სარეცხის დასახარისხებლები:

http://www.amazon.com/Household-Essentials-3477-Rolling-Laundry/dp/B001AX1IZM/ref=pd_sim_hg_9

http://www.amazon.com/Household-Essentials-Doorknob-Hanging-Laundry/dp/B00013KABK/ref=pd_sim_hg_4

http://www.amazon.com/Whitmor-6205-2466-JAVA-Easycare-Double-Hamper/dp/B0017L33IW/ref=pd_sim_hg_5

http://www.amazon.com/Household-Essentials-6782-X-Frame-Natural/dp/B002E3GV2M/ref=pd_sim_hg_3

და ბოლოს, იდეებისათვის სხვადასხვა სამრეცხაო ოთახების ფოტოკოლაჟი:

            

4 Comments

Filed under რჩევები

4 responses to “სამრეცხაო ოთახი

  1. ღმერთო, შემშურდა ვისაც აქვს საკმარისი ფართი და საშუალება ამის მოსაწყობად..
    ძალიან მაგარია

    • მართლა მაგარია. ერთობ აუცილებელი ოთახია და თუნდაც ერთი მომცრო ნიშის გამოყოფის საშუალება თუ არსებობს სახლში, უნდა დაუთმო ასეთ ოთახს, IMHO.
      ზემოდან მე-6 ფოტოზე, ფერს რომ ყურადღება არ მივაქციოთ, შესანიშნავად ორგანიზებული ნიშაა – კარიც კი ათვისებულია.

      • მთავარია სურვილი და ყველაფერს შეძლებ. მაგრამ პირველი განსაკუთრებით მომწონს…

  2. გუშინ დედაჩემს ველაპარაკებოდი სარეცხი ოთახის აუცილებლობაზე და მივხვდი რომ შენს ბლოგზე აუცილებლად წავაწყდებოდი საჭირო ინფორმაციას🙂 მე სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ მაქვს, მაგრამ ერთი ორს დავადგი თვალი (იმედია ახლო მომავლისთვის )🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s