სახლის თბოიზოლაცია წმინდა ფიზიკური მოვლენაა, რომელიც სითბოს გადაცემის ფიზიკურ ბუნებას ემყარება. მიჰყევით ჩემს პატარა ექსკურსს და თქვენთვის ნათელი გახდება, რას ეფუძნება ის.
ფიზიკა გვამცნობს, რომ არსებობს სითბოს გადაცემის სამი ხერხი (არა, სოლვეის ხერხი აქ არაფერ შუაშია):
(1) კონვექცია, (2) თბოგამტარობა და (3) სითბური გამოსხივება.
მე შევეცდები სპეციფიური ტერმინოლოგიით თავი არ შეგაწყნოთ და ჩემთვისვე უფრო მოსახერხებელი ფამილარული ენით აგიხსნათ ამ სამი ხერხის არსი.
(1) კონვექცია ნიშნავს [აირის, წყლის] თბილი მასების ფიზიკურ გადაადგილებას ერთი ადგილიდან (როგორც წესი, ქვემოდან) მეორე ადგილას (ზემოთ). მაშ ასე, დაგმანეთ ღრიჭოები, შეძლებისდაგავრად გამოცვალეთ არაჰერმეტული კარ-ფანჯარა ჰერმეტულით და თქვენს სახლში არსებული სითბოს კონვექციის ხერხით გაფანტვას გარესამყაროში წინ აღუდგებით.
(2) თბოგამტარობა არის ნივთიერების უნარი, გაატაროს სითბო. მაშინ, როცა უფრო მაღალი თბოგამტარობით ხასიათდება ერთგვაროვანი მონოლითური მასალები (მაგალითდ, ლითონი), გაცილებით დაბალი თბოგამტარობა გააჩნია არაერთგვაროვან, ფოროვან მასალებს (მაგალითად, ღრუბელს, aka sponge, губка). თბოიზოლაცია ასეთ ფოროვან მასალაში ემყარება მასში დაბალი თბოგამტარობის მქონე ჰაერის კონცენტრაციით. რატომ არის აგურით ნაშენი სახლი უფრო თბილი, ვიდრე რკინაბეტონით? სწორად მიხვდით – აგურის დაბალი თბოგამტარობის გამო (ბუნებრივია, რკინაბეტონთან შედარებით). გამოიყენეთ გარე კედლების დასათბობად სწორედ ასეთი დაბალი თბოგამტარობის მქონე მასალები (ეფექტურად მუშაობს რბილი კედლები, ან კედლის ისეთი მასალით ‘აჭედვა’, რომ კედელსა და ამ მასალას შორის ჰაერის მცირე მასა დარჩეს. ძალიან ეფექტურია მინაბოჭკო, aka fiberglass, Стекловолокно – ქვემოთ სურათზეა მოცემული) და თქვენი სახლი სითბოს დაკარგვის კიდევ ერთი საფრთხისაგან იქნება დაცული.
ამავე მიმართულებით მუშაობს ორმაგი და სამმაგი მინაპაკეტები.
(3) სითბური გამოსხივება ელექტრომაგნიტური გამოსხივების ერთ-ერთი სახეა და იმდენად რთული ბუნებისაა, ბლოგზე მის ახსნას არ მოვყვები. უბრალოდ, სიტყვაზე მენდეთ 🙂 , რომ სითბოს დაკარგვა ხდება გამოსხივების გზითაც. როგორ ავირიდოთ გამოსხივება? – მისი ამრეკლავი მასალებით. იცით, რატომ არის თრმოსი შიგნიდაც სარკისებური (ჰო, და კიდევ თრმოსის შიდა და გარე კედელს შორის ვაკუუმია, რომლის თბოგამტარობა თითქმის ნულის ტოლია)? ან რატომ ფუთვენ ზამთრში მილებს ფოლგისებური ზედაპირის მქონე ფოროვანი მასალით? ისევ მართლი ბრძანდებით – სარკისებური ზედაპირი ირეკლავს, მ.შ. ირაკლევს სითბოსაც. ცოტა შორს გავიჭერი – ფანჯარაში მინების ნაცვლად სარკეების ჩასმას ნამდვილად არ გირჩევთ (იხ. ჩემი შემოთავაზება ორმაგ მინაპაკეტებთან დაკავშირებით), მაგრამ აი, ფარდები კი ნამდვილად შეაკავებს სითბური გამოსხივების რაღაც ნაწილს. ამასთან, ფარდასა და ფანჯარას შორის იქმნება ჰაერის დამატებითი ‘იზოლირებული’ მასა, რომელიც ასევე ხელს უშლის სითბოს დაკარვას (იხ. წინა პუნქტი).
აი, ასე – მარტივად, ფიზიკის კანონებზე დაყრდონით სახლის გათბობა-გაგრილებაზე დაზოგეთ თანხა. მართალია, თბოიზოლაცია არც ძალიან ბიუჯეტურია, მაგრამ ყოველთვიური ხარჯებიდან დაზოგილი თანხა კაპიტალურ დანახარჯებს სწრაფადვე ამოიღებს.
აფსუს, რა კარგად გავიგე, არადა, სკოლაში ფიზიკა ჩინურ გრამატიკაზე უარესად მესმოდა… 🙂
ძალიან მიხარია, მოლი 🙂
თუმცა მეეჭვება, შენ რომელიმე საგანი მასე, “ჩინური გრამატიკასავით” გცოდნოდა 🙂
ხახ ფიზიკის მიგნება ევრიკას დავიყვირებდი კარგხასიათზე რო ვიყო:):) ერთი კითხვა, შენ შეგიძლია წყლის ადუღება ჰაერის ტემპერატურაზე? ყოველგვარი ბხვნილების და რაღაცეების გარეშე? იცი როგორ უნდა აადუღო?:):)
თუ სწორად მახსოვს, წნევა უნდა დააგდო იმ ჭურჭელში, სადაც წყალია. ანუ, ჰაერი უნდა გამოტუმბო, ასეა? 🙂
ისე, საოცრად პრაქტიკული მეცნიერებაა ფიზიკა – სამწუხაროა, რომ სკოლაში არავინ ცდილობდა, იგი ჩვენთვის ასეთი საყოფაცხოვრებო პრაქტიკული კუთხიდან დაენახვებინა და, ამდენად, უფრო საინტერესო გაეხადა. ყოველ შემთხვევაში, მე როცა სკოლაში ვსწავლობდი (12 წლის წინ), ასე იყო
არა ჰაერის გამოტუმბვა საჭირო არარის, წყლის დუღილი ატმოსფერულ წნევაზეა დამოკიდებული რაცუფრო დაბალია ატმოსფერული წნევა მითუფრო მალე ადუღდება და ატმოსფერული წნევა სადაცაა დაბალი იმედია უჩემოდ მიხვდებით:):)
თბოიზოლაცია ანუ მინაბამბა შიგნიდან უნდა გაიკრას თუ გარედან?
გიორგი, მადლობა ბლოგზე სტუმრობისა და თემით დაინტერესებისათვის.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მინაბამბა (стекловата) განვითარებულ ქვეყნებში ხმარებიდან ამოიღეს – გაცილებით უსაფრთხოა მინაბოჭკო (Стекловолокно), რომელიც ჩემს პოსტშია ნახსენები და ატარებს მინაბამბის ყველა დადებით თვისებას.
რაც შეეხება შეკითხვას, ამაზე ინტერნეტში არის ბევრი მასალა: https://www.google.com/search?q=%D0%BA%D0%B0%D0%BA+%D1%83%D1%82%D0%B5%D0%BF%D0%BB%D0%B8%D1%82%D1%8C+%D0%B4%D0%BE%D0%BC+%D1%81+%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%BE%D1%89%D1%8C%D1%8E+%D0%A1%D1%82%D0%B5%D0%BA%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%BA%D0%BD%D0%BE&oq=%D0%BA%D0%B0%D0%BA+%D1%83%D1%82%D0%B5%D0%BF%D0%BB%D0%B8%D1%82%D1%8C+%D0%B4%D0%BE%D0%BC+%D1%81+%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%BE%D1%89%D1%8C%D1%8E+%D0%A1%D1%82%D0%B5%D0%BA%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%BA%D0%BD%D0%BE&aqs=chrome..69i57.11224j0j7&sourceid=chrome&es_sm=122&ie=UTF-8#newwindow=1&q=%D0%A3%D1%82%D0%B5%D0%BF%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5+%D0%B4%D0%BE%D0%BC%D0%B0+%D0%BF%D1%80%D0%B8+%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%BE%D1%89%D0%B8+%D1%81%D1%82%D0%B5%D0%BA%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%BA%D0%BD%D0%B0
dzaaan advilad gavige me8 klasshi var axla am temaze maswmac ase amixsna magram ak ufro uket gavige da furcelzec gadmoviwere
ძალიან მიხარია, მარიამ 🙂
მადლობა სტუმრობისთვის.
ნინ, შენ ბლოგებს ჩავუჯექი და როგორ წინ ხარ 🙂 ❤ !
გასაოცარი ადამიანი ხარ ❤
ნატუკა, უღრმესი მადლობა ❤