რატომ უნდა მივმართოთ დიზაინერს

ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რატომ უნდა გავაყარო ფული ინეტიერის დიზაინერში, მეც ხომ შემიძლია ინტერიერის დაგეგმვა.

შედეგად კი ხშირად შეხვდებით არაფუნქციონალურ დაგეგმარებას, არაოპტიმალურად ათვისებულ ფართობს, გადატვირთულ ავეჯს, უგემოვნო ინსტაცლაციებს, ფაქტურებს, ფერთა შეხამებებს, უხარისხო დეკორს და რაც მთავარია, დაბალი ხარისხის რემონტს. მე გთავაზობთ რამოდენიმე არგუმენტს, თუ რატომ უნდა მიმართოთ დაგეგმარებისა და რემონტის დროს ინტერიერის დიზაინერს, გათვალისწინება კი – თქვენზეა:

1) არქიტექტორ–დიზაინერმა იცის, თუ როგორ უნდა განახორციელოს დაგეგმარება, რათა: კარგად განაწილდეს ინსოლაცია საცხოვრებელ ფართზე; ნაკლები დანახარჯით და ყველაზე ეფექტურად განლაგდეს შიდა კომუნიკაციები, სან–ტექნიკა, საჰაერო–გამწოვი სისტემები; განათებისა და დაგეგმილი ტექნიკური აღჭურვილობის შესაბამისად დაიგეგმოს ელექტროობაც.

იცის ისიც, თუ როგორი დაგეგმარებით უნდა შემოიტანოს სიმყუდროვე ოთახებში, როგორი განლაგება არის მოუხერხებელი ცხოვრებაში. როგორ განაწილდეს სამზარეულოში გაზქურა, ხელსაბანი, მაცივარი და შესაბამისად განაწილდეს კომუნიკაციები; როგორ დაიგეგმოს განათება, რათა საკმარისი შუქით იყოს უზრუნველყოფილი ყველა მნიშვნელოვანი ზონა (სამუშაო, სამზარეულოს დაფა, მაგიდები, კორიდორები, სარკიანი და სურათებიანი კედლები და სხვა).

2) დიზაინერი ქმნის რა პროექტს, დაახლოებით წარმოუდგენია, თუ როგორი იქნება ის რეალობაში. კომპიუტერული გრაფიკა ხშირად ატყუებს თვალს – მნიშვნელოვანია, რომ ის რეალიზებულიც ეფექტურად გამოიყურებოდეს. ამაში კი დიზაინერს ეხმარება წარსული გამოცდილება, რაც უბრალოდ კომპიუტერული გრაფიკის კარგ მცოდნეს არ გააჩნია.

3) დიზაინერმა იცის, დამკვეთის ფინანსური შესაძლებლობების და ბაზარზე არსებული არჩევანის მიხედვით რა მასალის და ეფექტების გამოყენება შეუძლია და რა შეზღუდვების პირობებში უნდა შექმნას დიზაინი.

4) არქიტექტორს აქვს შესაბამისი განათლება, ამასთან საკუთარი რეპუტაციის გამო “ვალდებულია”, რემონტი შეასრულოს მაღალი ხარისხით. როგორც წესი, არქიტექტორ–დიზაინერთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც დაბალი ხარისხით შესრულებულ რემონტზე პასუხისა და ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი ხდება.

5) დიზაინერი იცნობს ბაზარს, მასალებს, დარგის სპეციელისტებს (მუშებს, “პრარაბებს”, ავეჯის ხელოსნებს) ცოდნა და კვალიფიკაცია აძლევს იმის საშუალებას, მის მიერ დაპროექტებული დიზაინი მაქსიმალური სიზუსტით განახორციელოს. მიიღოს ისეთი ინტერიერი, როგორსაც დიზაინ–პროექტით გთავაზობდათ.

ნათქვამია, პური მეპურემ გამოაცხოსო!

3 Comments

Filed under რჩევები

3 responses to “რატომ უნდა მივმართოთ დიზაინერს

  1. და ბოლოს, დიზაინერი პროფესიონალია და პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

    ძუნწი კი ორმაგს იხდისო🙂

  2. გამარჯობათ. ეს მოსაზრება აბსოლუტურად გამართლებულია იმ შემთხვევაში როცა დამკვეთი ვერ ერკვევა არქიტექტურულ ნახაზში, არ აქვს წარმოსახვის, აღქმის უნარი, მაგრამ დიზაინერებიც სულ ყოველთვის ვერ ერგება პრაქტიკულ შეხედულებებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s