ფერები

მარტივი ფაქტები ცხოვრებიდან

როგორ ვიწყებთ რემონტს? დაახლოებით განვსაზღვრავთ ოთახში ავეჯის განლაგებას; ვათვალიერებთ სარემონტო მასალებს, ვარჩევთ, მოგვწონს და ვყიდულობთ; ვარემონტებთ; მალასების ანალოგიურად ვარჩევთ ავეჯს – ვარჩევთ, მოგვწონს, ვყიდულობთ. და ხელთ გვრჩება ინტერიერი ფერთა გაუგებარი შეხამებით. არადა ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა: ფერი ქმნის განწყობას!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს მინდა მოგიყვეთ ფერების შესახებ.

განწყობის თეორია ცნობს ფერთა კლასიფიკაციას თბილი და ცივი ფერების გამად. თბილი ფერებია: ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი, მარჯნისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი, კარაქისფერი, რძისფერი და ამ გამის ყველა სხვა ტონალობა. ცივი ფერებია: თეთრი, შავი, ვერცხლისფერი, ციფერი, ლურჯი, მწვანე, იისფერი, ზურმუსხტისფერი და ანალოგიურად გამის სხვა ტონები. ფერთა ეს თვისება კარგად გამოიყენება ოთახში “ტემპერატურის” შემოსატანად. ჩრდილოეთით განლაგებულ, მზით ნაკლებადგანებივრებულ ოთახებში თბილ ფერებს თითქოს მზე შემოჰყავს და მზის შუქის დეფიციტს ანაზღაურებს. მზით გაჯერებულ ოთხაებში კი ცივი ფერები საპირწონედ გვევლინება. ცივი ფერები ასევე კარგად “მუშაობს” ზღვისპირა კოტეჯების მოწყობისას.

ფერთა გამაში ასევე შეიძლება გამოვყოთ ნეიტრალური ფერები: თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, კრემისფერი, ყავისფერი… როგორც ვხედავთ, ამ კლასიფიკაციაში თბილი ფერებიცაა გათვალისწინებული და ცივიც. ნეიტრალური ფერები კარგად ეხამება სხვა ფერებს და ინტერიერში ფერების გადატვირთვისგან გამოსავლად გვევლინება.

რაც შეეხება ცალკეულ ფერებს:

წითელი – ეს ფერი ენერგიის, დომინაციის ფერია. ითვლება, რომ იგი მაღლა სწევს სისხლის წნევას და ახშირებს გულისცემას, დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე, ამიტომ მას ხშირად იყენებენ ინტიმური ოთახების მოწყობისას (გაიხსენეთ ცნობილი წითელი ფარნების ქუჩა ამსტერდამში). თუმცა ამასთანავე წითელი იწვევს აგრესიას და გადაღლილობას. წითელი ფერის გამოყებება დომინანტური სახით არ არის რეკომენდირებული საძინებელსა (თუ შაძინებელს მხოლოდ ზემოთნახსენები ფუნქცია არ უკავია🙂 ) და ბავშვთა ოთახებში, ასევე დიეტაზე მყოფი ადამიანის სასადილო ოთახში, როგორც მადის გამაძლიერებელი.

წითელი ფერის მოყვარულებს, აგრესიისა და გადაღლილობისაგან თავის დასაცავად ამ ფერის უფრო მშვიდი ტონალობის გამოყენებას ვურჩევთ – მოვარდისფრო და დამჯდარი შინდისფერი გამიდან. ფენ–შუის მიხედვით წითელი, ვარდისფერთან და მეწამულთან ერტად, ცეცხლის ფერია და მას სინათლე და სითბო მოაქვს.

ყვითელი – ეს მზის ფერია. ყვითელი ფერი კარგად გამოიყენება ვიწრო და ბნელი ოთახების “გასანათებლად”. ყვითელი ასევე კარგად “ყიდის”, ამიტომ გვირჩევენ ფსიქოლოგები: “გსურთ სწრაფად გაყიდოთ სახლი? შეღებეთ იგი ყვითლად.”

ყვითელი ბედნიერებისა და კარგი განწყობის ფერია, სანამ გამოყენება შეზღუდული რაოდენობით, აქცენტების სახით. დომინანტური ყვითელი დამღლელია. ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ბავშვები უფრო ხშირად ტირიან ყვითელ ოთახებში.

გამოიყენეთ ყვითელი სამზარეულოში, სადაც გჭირდებათ ენერგია. მაგრამ გამოიყენეთ ძუნწად.

ფენ–შუი ყვითელს, ნარინჯისფერთან და ყავისფერთან ერთად, მიწის ფრად მიჩნევს. მას(თ) ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მოაქვს.

ნარინჯისფერი და ფორთოხლისფერი – მიიღება წითელი და ყვითელი ფერების სინთეზით. ამიტომ მას აქვს ყველა ის დადებითი თვისება, რაც ამ ორ ფერს ცალ–ცალკე: იგი ნათელია, შემოაქვს დადებითი განწყობა. კარგად გამოიყენება სასადილო და სამზარეულო ოთახებში. ასევე ბავშვთა ოთახში, როგორც ცოცხალი ფერი. რჩევა ძუნწ გამოყენებასთან დაკავშირებით აქაც აქტუალურია.

ცისფერი და ლურჯი – წითელი ფერისგან განსხვავებით ლურჯი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და აუხშოებს გულისცემას. იგი ეფექტური მადის დამაქვეითებელია, ამიტომ რეკომენდირებულია დიეტაზე მყოფთათთვის. ლურჯი ფერი დამამშვიდებელია, მაგრამ მისი დომინანტური გამოყენება დეპრესიის მაპროვოცირებელია.

ლურჯი ფერი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით, სხვა თბილ ფერებთან კომბინაციაში (ფერთა კომბინაციებზე მოგვიანებით გვექნება საუბარი). ფენ–შუი ლურჯსა და შავ ფერებს წყლის ფერებს უწოდებს და მიჩნევს, რომ სახლში მათ დადებითი ენერგია შემოაქვთ.

მწვანე, ზურმუხტისფერი – ფერთა პალიტრაზე იგი ლურჯსა და ყვითელს შორის მდებარეობს და ნარინჯისფერის მსგავას ისიც მოიცავს ორივე ფერის დადებით ენერგიას. ლურჯის მსგავსად ისიც ამშვიდებს, მაგრამ არ იწვევს დეპრესიას. იგი მცენარეთა, ამდენად ზრდის ფერია. მისი გამოყენება თამამად შეიძლება ბავშვთა ოთახებში, მაგრამ არა მარტო. ყვითელი ნოტების გამო მწვანეს შემოაქვს სინათლე და ენერგიაც. მწვანე შეგიძლიათ გამოიყენოთ საძინებელში, სამზარეულოში, სასტუმრო და სასადილო ოთახებში. მისი დამამშვიდებელი და “სასიცოცხლო” უნარების გამო იყენებენ საავადმყოფოებსა და სკოლებშიც. ფენ-შუი მწვანეს ხის ფერს უწოდებს და ახალი სიცოცხლის, განახლების ენერგიის მატარებლად ახასიათებს.

იისფერი, ქლიავისფერი – შუალედური ფერი ლურსა და წითელს შორის, ამიტომ მასში ცივი და თბილი ტონი ერთდროულადაა. ძალიან მდიდარი ფერია და შეუძლია ინტერიერში ლუქს–ინტონაცია შეიტანოს. განსაკუთრებით მრავალმხრივია ქლიავისფერი ტონალობა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ავეჯში, ასევე კედლის საფარშიც.

ყავისფერი – იგი თავის თავში ერთდროულად ყველა თბილ ფერს მოიცავს, არის ხის, ბუნების ფერი, ამიტომ დიდი სითბო და სიმშვიდე შემოაქვს სახლში. თანაც ფერთა ეს გამა მოიცავს დიდი გრადაციას კრემისფერიდან მუქ ვენგემდე.

ყავისფერი, მისი დამამშვიდებელი თვისების გამო, ძალიან მომგებიანია სააბაზანო ოთახში და საძინებელში. თუმცა ცალკე სახით მოსაწყენია სხვა ოთახებში, ამიტომ უპრიანია მისი გახალისება განსხვავებული ცოცხალი ფერის აქცენტებით.

შავი – მიუხედავად ფენ–შუისგან დადებითი რეკომენდაციებისა, შავი ფერის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ორ შემთხვევაში: ა) თუ ბინა დიდი და ნათელია, ბ) ავტომანქანის სალონში. თუ თქვენ ავტომანქანის სალონში არ ცხოვროთ🙂, მაშინ გირჩევთ შავი ფერსადმი ძუნწი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. მით უმეტეს ერიდეთ შავს მცირე ფართობის მქონე ოთახში.

შესაბამისი პროპორციით გამოყენებულ შავ ფერს სიმდიდრე შემოაქვს ინტერიერში.

თეთრი – თეთრი უმწიკვლოების და სისპეტაკის ფერია, კარგი ფონია ფერადი დეკორისათვის. თეთრი რთული მოსავლელია, სამაგიეროდ ხაზს უსვამს არსებულს უზადო სისუფთავეს, ამიტომაც გამოიყენება ასე ინტენსიურად საავადმყოფოებში. თეთრი ფერითა და პრიალა ფაქტურიტ ადვილად შეიძლება მივაღწიოთ კოსმიურ ინტერიერს (ცალკე საკითხია, გვინდა კი ეს საცხოვრებელ სახლში?!).

იგი უფრო თოვლის და სიცივის ფერია, ვიდრე მზის სხივისა და სითბოსი. გინდათ ინტერიერში სითეთრე და სითბო ერთდროულად? მაშინ გამოიყენეთ პატარა ხრიკი, რასაც ინტერიერის დიზაინერები მიმართავენ ასეთ დროს: თეთრი ჩაანაცვლეთ რძისფრით.

თეთრი ლურჯთან ერთად კარგად „თამაშობს“ ზღვისპირა ინტერიერებში – „აგრილებს“ არსებულ სიცხეს. ფენ-შუი თეთრს, ნაცრისფერს, ოქროსფერსა და ვერცხლისფერს მეტალის ფერებს უწოდებს და გვარწმუნებს, რომ მათ სიმდიდრე და წარმატება მოაქვთ.

ნაცრისფერი, ვერცხლისფერი – შუალედური ფერი შავსა და თეთრს შორის. ამ ფერების მსგავსად ძალიან მარტივია მისი კომბინირება თითქმის ნებისმიერ სხვა ფერთან, და ეს კომბინაცია საოცრად ეფექტური გამოდის. ბინის განათების ხარისხის მიხედვით შეგიძლიათ ცვალოთ ნაცრისფერის სიმუქის გრადაციაც. მაგრამ აუცილებლად გაამდიდრეთ იგი თბილი ფერით – მარტო ნაცრისფერი ძალიან ცივია.

ოქროსფერი – ძალიან მდიდრული, მაგრამ ამავდროულად მომთხოვნი. ოქროსფერი ითხოვს კლასიკას. მისი კომბინაცია „უბრალო“ ფაქტურასთან, როგორც წესი, გროტესკულ ხასიათს ატარებს, რაც ხშირად ელექტიკურ ინტერიერში ორგანულად ჯდება.

ამით ვასრულებ პოსტს, მაგრამ, ბუნებრივია, არ ამომიწურავს თემა. მოგვიანებით აუცილებლად მივუბრუნდები და მოგითხრობთ ფერთა კომბინაციებზე.

5 Comments

Filed under ზოგადი

5 responses to “ფერები

  1. ასეთი პოსტები ფანქრით უნდა წაიკითხო და რაღაცები ამოიწერო🙂

    რამდენი ნიუანსია გასათვალისწინებელი ინტერიერის მოწყობისას და რა ცოტა გვახსენდება ხოლმე, საქმე საქმეზე რომ მიდგება…

    არადა, ძალიან მნიშვნელოვანია.

    • ძალიან მახარებს ასეთი დამოკიდებულება🙂
      იმედი მაქვს, ჩემი მომავალი ტემების საინტერესო და აქტუალური იქნება თქვენთვის

  2. მგონი კოლეგა ვიპოვე)) მეც ვწერ ინტერიერის დიზაინზე მაგრამ ასე დაწვრილებით არ ჩამომიყალიბებია.წარმატებები.

    • elene

      mogesalmebit exla shevidzine bina da minta interiershi upro avejshi chavurTo shavi peri tetrtan da citeltan ertad da arvici ra vkna😦 radgan shavze atas sisuleles laparakoben da meshinia

      • გამარჯობა, ელენე.
        სამი ფერის გამოყენების დროს მიმართავენ ასეთი პრინციპს: 60:30:10. იგულისხმება, რომ ფერები არ უნდა გამოიყენოთ თანაბარი რაოდენობით, არამედ ძირითადი ფერი უნდა იყოს საერთო ფერთა გამის 60% (კედლები, თქვენს შემთხვევაში – თეთრი), დამხმარე ფერი – 30% (ავეჯი – შავი), ხოლო დამატებითი ფერი – 10% (აქცენტები – წითელი). თეთრის ნაცვლად მის ოდნავ უფრო თბილ ვარიანტს, რძისფერს გირჩევდით, რათა ინტერიერი ძალიან “ცივი” არ იყოს. აქცენტები გამოიყენეთ შეზღუდულად – ბალიშები ტახტზე (ყველა არა, შესაძლებელია წითელი “ლაქების” მქონე მატერიით იყოს გაწყობილი), დეკორატიული ჭურჭელი, ჭაღი… მაგრამ მათ რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2-3-ს ერთი თვალთახედვის არეალში. გაითვალისწინეთ, რომ ღია ფერის კედლები უნდა “შეავსოთ”, თორემ ცარიელი გამოიყურება. შევსება შესაძლებელია შავ-თეთრი პოსტერებით, თაროებით, სარკით (ნახეთ ეს პოსტი: http://wp.me/p1FLQp-1k). შევსების საჭიროება არ დადგება ისეთ კედლებზე, რომლებიც დეკორიანი შალერით იქნება გაფორმებული.
        ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ მიუხედავად რძისფერისა და თბილი წითელისა, ასეთ ფერებში გაფორმებული ინტერიერი ცივი თუ არა, ცოტათი “აგრესიული” მაინც იქნება. თუ ამ ფერთა გამაზე საბოლოოდ ხართ ჩამოყალიბებული, მას საძინებელში მაინც ნუ გამოიყენებთ – მოსასვენებელ ოთახში ფერებიც დამამშვიდებელი უნდა იყოს, ბეჟი, კრემისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერში გარდამავალი სხვადასხვა ფერები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s