სამი უკიდურესობა

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი პირველი პოსტი დავწერო იმ მარგინალური ინტერიერების შესახებ, როგორებიც მრავლად გვხვდება რეალობაში. ანუ, როგორ არ მოგვივიდეს ზედმეტი მარილი.

1. ტრადიციული, “ზედმეტად” ფუნქციონალური, უგემოვნო.

ასეთ ინტერიერს ხშირად შეხვდებით პოსტსაბჭოურ ბინებში. აქ გათვალისწინებულია ყველაფერი: 2 სასადილო მაგიდა, 3 სამეული, კუთხე, “სტენკა” ვიტრინით, საძინებელი, აბაზანა უნიტაზის გარეშე და ტუალეტი უსასაშხაპეოდ… შედარებით “პრადვინუტებს” შეკიდული ჭერი აქვთ მინოტავრის ლაბირინთებით, არანაკლები სირთულის ფარდები და მოხატულობა იატაკზე. მოკლედ, ასეთ სახლებში ყველაფერია, რაც კი შეიძლება გაახსენდეს ადამიანის უშრეტ ფანტაზიას, თანაც, რაც მთავარია, ყოველივე ეს დატეულია საკმაოდ მცირე ფართობში. მერე რა, თუ ავეჯისათვის გვერდის აქცევა რთულია, სამაგიეროდ მეზობელს თვალს დაუბრმავებს ჩვენი მატერიალური კეთილდღეობა.

 

დაშვებული შეცდომები: 1) დაგეგმარების არარსებობა. შედეგი – არაოპტიმალურად ათვისებული და არასაჭირო ინვენტარით გადატვირთული ფართი; 2) კონცეფციის არარსებობა. ფერთა, ფაქტურათა და სტილების უგემოვნო შეხამება.

2. ნოვატორული, “მეტისმეტად” გემოვნებიანი, არაკომფორტული.

ხშირად დიზაინის მეტრები კონცეფციის ძიებაში იმდენად შორს მიდიან, რომ გემოვნებას და ინოვაციას კომფორტი ეწირება. შეხედავ ასეთ ინტერიერს: დიახ, საოცრად გემოვნებიანი (თუ თავი და ბოლო გაუგე); დიახ, ორგიგინალურობის აპოგეაა, მაგრამ ისმის კითხვა – სად დაიკარგა კომფორტი? სახლი კი კომფორტის გარეშე იგივეა, რაც… ადამიანი უხელებოდ, ხე უფოთლებო და კიდევ მრავალი შედარების მოგონება შეიძლება.

ან სულაც ასეთი:

დაშვებული შეცდომები: იმის დავიწყება, რომ სახლში უნდა იცხოვროს ადამიანმა. დიზანი ხომ მხოლოდ კონკურსებისა და ჯილდოებისთვის არ იქმნება!

3. კონფეფციის და სტილის მქონე, კომფორტული, არაფუნქციონალური.

ასეთი შეცდომა ხშირად დამწყებ დიზაინერებს მოსდით (ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ მათი გამოუცდელობის ბრალია). მაგალითად 20 კვ.მ. ფართობის მქონე ოთახში, რომელიც საძინებელს უნდა წარმოადგენდეს, დგას გასაშლელი დივანი, – დიასახლისებო, დამეთანხმეთ, რომ ძალიან რთულია ყოველ დილით სრულად აალაგო საწოლი და საღამოს ისევ გაშალო. ან დაბალი სიმაღლის კარადები ისეთ სახლში, სადაც სათავსოების ნაკლებობაა. ან ბინის ისეთი გეგმარება, სადაც საძინებელი ზონა პირდაპირ მისაღები ოთაახის გაგრძელებაა. ან სამზარეულოში სამუშაო მაგიდასთან განთავსებული სარკეები. ან სულაც უზარმაზარი ჰოლი სახლში, სადაც საცხოვრებელი ფართის სიმცირეა. მოკლედ, მაგალითები მრავლადაა – საკმარისია, თვალები ცოტა ფართოდ გავახილოთ და იქნებ, საკუთარ ბინაშიც აღმოვაჩინოთ ამდაგავრი რამ.

 სამზარეულო სარკეებით – სამაგიეროდ ვიზუალურად სივრცეს ვიგებთ…

 ძილში საწოლიდან გადმოვარდნის რომ არ შეგვეშინდეს🙂

 პატარა სამზარეულოს აუთვისებელი პოტენციალი.

დაშვებული შეცდომა: სილამაზეს და სტილს ეწირება ფუნქციონალობა.

დასკვნა: გამოთქმა, ჩემი სახლი ჩემი ციხე–სიმაგრეა, უბრალოდ ფრთიანი ფრაზა არაა. სახლში ყველაფერი უნდა იყოს იმისათვის, რომ მშვიდად, დაცულად და კომფორტულად ვიგრნოთ თავი. კომფორტს კი ყველაფერი ერთად ქმნის: ფუნქციონალური გეგმარება, გემოვნებიანად და ჩვენი ხასიათის შესაბამისად შერჩეული სტილი, კომფორტული და თბილი გარემო.

4 Comments

Filed under რჩევები

4 responses to “სამი უკიდურესობა

  1. უკიდურესობები😦 ყველას რაღაც კარგი აქვს და რაღაც აკლია და ამ კარგს აბათილებს.

    თუ მაინცდამაინც, სამი ვარიანტიდან მეორეს ავარჩევდი. თუმცა, ბუნებრივია, მეოთხე – დაბალანსებული ჯობია.

  2. დაბალანსებულ ინტერიერებზე, ტანაც ქართულ ინტერირებზე აუცილებლად ვაპირებ დაწერას – ჯერ-ჯერობით მასალებს ვაგროვებ😉

  3. xat

    “დიზანი ხომ მხოლოდ კონკურსებისა და ჯილდოებისთვის არ იქმნება!”

    მაგ ორი ფოტოდან პირველს რომ შევხედე რეაქცია მქონდა “ასეთში მეც ვიცხოვრებდი”
    მაგრამ მერე რომ ვფიქრობ იმდენად ცივი ოთახია და არც მყუდრო, არადა ლამაზია.

    წარმატებები🙂
    პირველად ვხდები ქართულ ბლოგსფეროში ასეთი თემატიკის ბლოგს

    • პირველ რიგში მადლობა ბლოგზე სტუმრობისა და კეთილი სურვილებისათვის🙂 იდეები ბევრი მაქვს, თითქმის ბოლომდე მიყვანილი პოსტებიც, მაგრამ უდროობა თავისას შვება.
      ინტერიერის შეფასებაშიც გეთანხმებით – უდაოდ გემოვნებიანი ინტერიერია, მაგრამ ძალიან ცივი და სიმყუდროვეს მოკლებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s