ბავშვთა ოთახი

საბავშვო ოთახის მოწყობა ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა არც ბავშვის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი, თქვენთვის ძვირფასი კვადრატული მეტრებიც ფუჭად არ დაიკარგოს (მ.შ. სხვა ოთახებშიც :) ) და ბავშვისთვისაც სასიამოვნო იყოს საკუთარ ოთახში დროის გატარება. ამასთან იგი უნდა დაიგეგმოს ბავშის სწრაფი ზრდის ფაქტის გათვალისწინებით ისეთნაირად, რათა მისი შეცვლა ადვილი იყოს დროთა განმავლობაში. მივყვეთ მნიშვნელოვან საკითხებს პუნქტობრივად:

ჯანმრთელობისათვის

ბავშვთა ოთახისათვის არამც და არამც არ არის დასაშვები მეორადი ინსოლაციის გამოყენება – ამ ოთახს უნდა ჰქონდეს გარეთ გამავალი ფანჯრები. ამასთანავე სასურველია, თუ ეს ფანჯრები ჩრდილოეთით არ იქნება მიქცეული. ჯერ ერთი, საწერი მაგიდა მაქსიმალურად დიდხანს უნდა ნათდებოდეს ბუნებრივი განათებით, რაც აუცილებელია ბავშვის თვალებისათვის; მეორეც, მზის სხივები კლავს მავნე ბაქტერიებს, რაც ასევე ერთობ მნიშნელოვანია საბავშვო ოთახში ჯანსაღი კლიმატის შესაქმნელად.

თუ ბავშვისათვის აუცილებელია კომპიუტერით სარგებლობა, დაუდგით მას ე.წ. დესქთოფ კომპიუტერი და არა ნოუთბუქი. უკიდურეს შემთხვევაში, ნოუთბუქს შეუერთეთ ცალკე კლავიატურა, რათა მასზე კრიფოს ბავშვმა და შეძლოს მონიტორისგან დისტანციით ჯდომა.

სამუშაო მაგიდა უნდა იყოს განთავსებული ისეთნაირად, რომ მზის სხივები და ხელოვნური განათება მას ეცემოდეს მარცხნიდან (მემარჯვენეთათვის)  ან წინიდან. მხედველობისთვის არ არის რეკომენდირებული მაგიდის სხვაგვარად დადგმა.

კომფორტული, სრულ სიმაღლეზე საზურგიანი სკამი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის. ამასთან სამუშაო მაგიდა უნდა წვდებოდეს ბავშვს მკერდამდე. სკამი უნდა იყოს ისეთი სიმაღლის, რომ ბავშვის ფეხები თავისუფლად იდგეს იატაკზე მართი კუთხით და მუხლები არ ეხებოდეს მაგიდის ზედაპირს ქვემოდან. ორთოპედების რეკომენდაციით საწერი მაგიდის სიგანე უნდა იყოს სულ ცოტა 1მ, სიღრმე – 60 სმ, ხოლო სივრცე მაგიდის ქვემოთ (სადაც ბავშვის ფეხები უნდა მოთავსდეს) 50х50 სმ-ზე. ერთობ ერგონომიულია არცისე ღრმა თაროები მაგიდის თავზე – ასე ყველა ძირითადი წიგნი და საკანცელარიო ნივთი “ერთი ხელის გაწვდენაზე” განთავსდება.

   

  

ვრცლად

31 Comments

Filed under რჩევები

როგორ დავგეგმოთ რემონტი გონივრულად

ფუნქციონალური და რაციონალური რემონტის დაგეგმვა რეალიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვან სტადიას მოიცავს, რომელთა გამოტოვება უთუოდ დააზარალებს თქვენი შემდგომი ცხოვრების კომფორტის ხარისხს. მიმდინარე პოსტში გარკვეულწილად დავაჯამებ და გეგმის სახეს მივცემ რემონტის სტადიებს, ამასთან მოკლე განმარტებას გავუკეთებ თითოეულ მათგანს. ვიმედოვნებ, ჩემი პოსტი მცირე დახმარებას მაინც გაგიწევთ ამ შრომატევადი პროცესის წარმატებით წარმართვაში. ველოდები თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებსაც :)

პ. ს. იგულისხმება, რომ ბინის აზომვითი ნახაზი რემონტის დაწყებამდე უკვე გაგაჩნიათ.

1. საჭირო ფუნქციონალური ზონების გამოყოფა და პრიორიტეტების დასახვა.

ჩამოწერეთ, რა და რა ფუნქციონალური ზონები გჭირდებათ საცხოვრებელ ბინაში. რომელი მათგანისათვის მიგაჩნიათ აუცილებლად ცალკე ოთახის გამოყოფა, რომლისათვის უშვებთ სხვა ზონებთან ინტეგრაციას. მიუწერეთ პრიორიტეტები, რომელ ფუნქციონალურ ზონას დათმობთ ფართის უკმარისობის შემთხვევაში და რომელია პირველადი საჭიროების. ასეთი სიის გაკეთება თავიდან აგარიდებთ როგორც ზონის დუბლირებას და ძვირფასი მეტრების დაკარგვას, ასევე საჭირო ზონის გარეშე დარჩენას. აქვე შემოგთავაზებთ სხვადასხვა პოპულარული ზონების ვარიაციებს, სია თქვენც შეგიძლიათ განავრცოთ საკუთარი საჭიროებების მიხედვით:

საძინებელი უფროსებისათვის, ოჯახის პატარა წევრებისათვის და სტუმრებისათვის, ბავშვთა თამაშის და სპორტული განვითარების ზონა, სამეცადინო ბავშვებისათვის, კაბინეტი, უფროსების გარდერობი, ბავშვთა გარდერობი, სამრეცხაო, სან-კვანძი უფროსებისათვის, ბავშვებისათვის და სტუმრებისათვის, სამზარეულო, სასადილო ზონა, საკომუნიკაციო ზონა (sitting area), ვიდეო კუთხე / სახლის კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, ბარი, საქვაბე და ა. შ. საკმარისი ფართის არსებობის და მასპინძელთა სპეციფიური გემოვნების გათვალისწინებით სია შეიძლება გაამრავალფეროვნოთ ბილიარდის ან პინგ-პონგის მაგიდით, DJ–აპარატურის კუთხით, როიალით თუ სინთეზატორით, ზამთრის ბაღით, ტრენაჟორების კუთხით, საუნით და სოლარიუმითაც კი. მთავარია, ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც თქვენი ფანტაზია, ბინის ფართობი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი გასწვდება.

ვრცლად

Leave a comment

Filed under რჩევები

სამრეცხაო ოთახი

ალბათ, ბევრ თქვენგანს ეცნობა სურათი: აბაზანაში განთავსებული სარეცხი მანქანა, მასზე მოთვსებული სარეცხისათვის განკუთვნილი კალათა უწესრიგოდ შევსებული ტანისამოსით და სარეცხი საშუალებების თარო; საცხოვრებლად განკუთვნილ რომელიმე ოთახში მდგარი გასაუთოვებელი ტექსტილის კიდევ ერთი კალათა, საუთავებელი მაგიდა და უთო, ასევე გარდერბში ადგილის მიჩენამდე აქვე „მაშასადამესავით“ დატოვებული გაუთავებული ტანისამოსი თუ თეთრეული; უკეთეს სემთხვევაში აივნის დამატებად ქცეულ თოკებზე გაფენილი სარეცხი, უარეს შემთხვევაში კი გასაუთოვებელი ხარისხები / თოკები მასზე უწესრიგოდ ახუნძლული სველი ტანისამოსით სააბაზანო ან რომელიმე სხვა ოთახში.

დამეთანხმებით, იდილიური სურათი ნამდვილად არ არის. სხვა თუ არა არაფერი, თქვენს კომფორტულ ყოველდღიურობას არღვევს შეუსაბამო ადგილას თვალში „გამოჩხერით“. რამდენ ძვირფასი ადგილს იკავებს – ამაზე ჩემი განამრტება საჭირო არც არის.

სწორედ ასეთი არეულობის თავიდან ასაცილებლად ბინის თანამედროვე გეგმარება „ცნობს“ ისეთ ფრიად აუცილებელ ოთახს, როგორიცაა სამრეცხაო. ვრცლად

3 Comments

Filed under რჩევები

ენერგოეფექტური თბოიზოლაცია

სახლის თბოიზოლაცია წმინდა ფიზიკური მოვლენაა, რომელიც სითბოს გადაცემის ფიზიკურ ბუნებას ემყარება. მიჰყევით ჩემს პატარა ექსკურსს და თქვენთვის ნათელი გახდება, რას ეფუძნება ის.

ფიზიკა გვამცნობს, რომ არსებობს სითბოს გადაცემის სამი ხერხი (არა, სოლვეის ხერხი აქ არაფერ შუაშია):

(1) კონვექცია, (2) თბოგამტარობა და (3) სითბური გამოსხივება.

მე შევეცდები სპეციფიური ტერმინოლოგიით თავი არ შეგაწყნოთ და ჩემთვისვე უფრო მოსახერხებელი ფამილარული ენით აგიხსნათ ამ სამი ხერხის არსი. ვრცლად

5 Comments

Filed under რჩევები

ცარიელი კედლების პრობლემა

ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა: შედიხართ შენობაში (ბინაში, საზოგადებრივ დაწესებულებაში), თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, ხარისხიანი და მოდური ავეჯი გონივრულადაა განთავსებული, მაგრამ სიცარიელე (და არა მინიმალიზმი) უხეშად იჭრება შეგრძნებებში. როგორც წესი, ამ სიცარიელის მიზეზი შეუვსებელი კედლებია, რომელთა დატვირთვაზეც არ უფიქრიათ ინტერიერის შემნქმნელებს.

ამ პოსტში მინდა ცარიელი კედლების შევსების ალტერნატივები შემოგთავაზოთ, რომელთა უმრავლესობაც მცირე ბიუჯეტის პირობებშიც კი ხელმისაწვდომია, ამასთან ორიგინალურობას და საერთო ინტერიერთან თავსებადობას არ არის მოკლებული. ვრცლად

5 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა, რჩევები

ქართული ინტერიერის დიზაინის თავისებურებანი

შენობათა არქიტექტურა და ინტერიერი ისევე ექვემდებარება მოდის ცვლილებას, როგორც ტანისამოსი და მუსიკა. არის დეტალები, რომლებიც მოდაში იყო და გადავიდა, ზოგიც გადავიდა და ისევ დაბრუნდა, ზოგი კი არც არასოდეს ყოფილა მოდაში, მაგრამ დაჟინებით ვჩურთავთ ყველა შესაძლო შემთხვევაში :)

ამ თემაში ქართული ინტერიერის დიზაინის თავისებურებებზე მინდა მოგიყვეთ – რა არ არის მოდაში, ანუ Big NO!

ვრცლად

6 Comments

Filed under რჩევები

როგორ ამოვარჩიოთ “საუკეთესო” დიზაინერი

საუკეთესო, ძალიან პირობითი ცნებაა. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ, ასევე ინდივიდები არიან დიზაინერებიც. ჩვენ გვაქვს ჩვენი გემოვნება; დიზაინერი კი, როგორც არ უნდა შეუსაბამოს მის მიერ შექმნილი ინტერიერი ჩვენს გემოვნებას, მასში აუცილებლად დებს საკუთარ აქცენტებს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევარჩიოთ ისეთი დიზაინერი, რომლის მხატვრული ხედვაც ყველაზე უკეთ გამოეპასუხება ჩვენი გულის ძახილს. ამ თემით შემოგთავაზებთ ერთ–ერთ გზას ასეთი დიზაინერის მოსაძებნად.

ვრცლად

5 Comments

Filed under რჩევები

რატომ უნდა მივმართოთ დიზაინერს

ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რატომ უნდა გავაყარო ფული ინეტიერის დიზაინერში, მეც ხომ შემიძლია ინტერიერის დაგეგმვა.

შედეგად კი ხშირად შეხვდებით არაფუნქციონალურ დაგეგმარებას, არაოპტიმალურად ათვისებულ ფართობს, გადატვირთულ ავეჯს, უგემოვნო ინსტაცლაციებს, ფაქტურებს, ფერთა შეხამებებს, უხარისხო დეკორს და რაც მთავარია, დაბალი ხარისხის რემონტს. მე გთავაზობთ რამოდენიმე არგუმენტს, თუ რატომ უნდა მიმართოთ დაგეგმარებისა და რემონტის დროს ინტერიერის დიზაინერს, გათვალისწინება კი – თქვენზეა ვრცლად

3 Comments

Filed under რჩევები

კედლის საფარი: ბაზრის მოკლე მიმოხილვა

კედლის საფარველის რამდენი ვარიანტი გახსენდებათ? ალბათ უმრავლესობას შპალერი, შეღებვა და კაფელი. ბაზარზე კი ცოტა უფრო დიდი არჩევანია, რომელთა გამოყენებაც კომბინირებულადაც შეიძლება და ძალიან კარგი შედეგებიც მიიღწევა. ამ პოსტში მოკლედ მიმოვიხილავ მათ, ცოტა უფრო დეტალურ ანალიზს კი მომავლისათვის მოვიტოვებ. ვრცლად

4 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა

ფერები

მარტივი ფაქტები ცხოვრებიდან

როგორ ვიწყებთ რემონტს? დაახლოებით განვსაზღვრავთ ოთახში ავეჯის განლაგებას; ვათვალიერებთ სარემონტო მასალებს, ვარჩევთ, მოგვწონს და ვყიდულობთ; ვარემონტებთ; მალასების ანალოგიურად ვარჩევთ ავეჯს – ვარჩევთ, მოგვწონს, ვყიდულობთ. და ხელთ გვრჩება ინტერიერი ფერთა გაუგებარი შეხამებით. არადა ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა: ფერი ქმნის განწყობას!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს მინდა მოგიყვეთ ფერების შესახებ. ვრცლად

5 Comments

Filed under ზოგადი