კედლის საფარი: ბაზრის მოკლე მიმოხილვა

კედლის საფარველის რამდენი ვარიანტი გახსენდებათ? ალბათ უმრავლესობას შპალერი, შეღებვა და კაფელი. ბაზარზე კი ცოტა უფრო დიდი არჩევანია, რომელთა გამოყენებაც კომბინირებულადაც შეიძლება და ძალიან კარგი შედეგებიც მიიღწევა. ამ პოსტში მოკლედ მიმოვიხილავ მათ, ცოტა უფრო დეტალურ ანალიზს კი მომავლისათვის მოვიტოვებ.

კედლის საღებავი – დღეისათვის საქართველოში არსებული ფირმები საღებავების ფართო არჩევანს გვთავაზობენ არა მხოლოდ ფერების, არამედ ფაქტურისა და მედეგობის თვალსაზრისითაც.ზოგიერთი მათგანის გამოყენება ისეთ ნესტიან ადგილებშიც კი შეიძლებს, როგორიც სააბაზანო ოთახია. ასეთი საღებავი წარმოდგენილი აქვს კომპანია “კაპაროლს“.

საცხოვრებელ ოთახებში “გაშპაკლულ” და “მაიაკში” გასწორებულ კედლებზეც საღებავის დატანის წინ, როგორც წესი, აუცილებელია სპეციალური ქაღალდის გაკვრა (კედელზე ბზარების გაჩენის შემთხვევაში საღებავი ნამდვილად არ მიიღებს ესთეტიურ იერს). ასეთი ქაღალდები, როგორც წესი, თეთრია და მრავალგვარი ფაქტურისაა, რაც შეღებილი კედლის მომავალ დიზაინს განაპირობებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოთახში თეთრი კედლები გსურთ, შესაღებად განკუთვნილი თეთრი ფერის ქაღალდი მაინც უნდა შეღებოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დროთა განმავლობაში ფერს შეიცვლის. ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ საღებავის მედეგობა მზის სხივების, ნესტისა და ცხიმოვანი ლაქების მიმართ, – ამ კომპონენტებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად ადვილად გახუნდება, დალაქავდება ან გაიწმინდება მისით შეღებილი კედელი.

სანამ კედლის საფარის შემდეგ სახეზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მალიარული ლენტი (малярный скотч, бумажный скотч) და მისი გამოყენების შესაძლებლობა სამღებრო სამუშაოებში. მალიარული ლენტი საშუალებას იძლევა მონოქრომული მოსაწყენი ინტერიერი გავახალისოთ და თიბისის პრაიმქარდივით საკუთარი თავი გამოვხატოთ საკუთარ კედლებზე :D . ამისათვის საჭიროა კედლის ზედაპირზე მალიარული ლენტების დაკვრა და მათ შორის ფართობის შეღებვა – მალიარული ლენტი ჩვენს საღბავს ლარივით სწორ საზღვრებს შეუქმნის და ნახატიც ლამაზი გამოვა

დეკორატიული ბათქაში (штукатурка, plaster, stucco) – შეფერილი ფაქტურული ბათქაში ალბათ ხშირად გინახავთ შენობათა ფასადებზე და საზოგადოებრივ დაწესებულებებში. მისი გამოყენება პირად ინტერიერებშიც აქტუალურია, თანაც თუკი ხარისხიანადაა შესრულებული, საოცრად მრავალფეროვან და ლამაზ შედეგებს იძლევა. ბევრი ძვირადღირებული და მდიდრული ინტერიერი თავის პეწს სწორედ მოპირკეთების ამ სახეს უნდა უმადლოდეს.

დეკორატიული ბათქაშის რამოდენიმე სახეს გამოჰყოფენ:

კლასიკური – იგი ბუნებრივი ქვის, კლდის იმიტაციას იძლევა. ხშირად გამოიყენება გარე ფასადების მოსაპირკეთებლად.

ვენეციური ბათქაში – დეკორატიული ქვების (მარმარილო, გრანიტი, მალაქიტი) იმიტაციას იძლევა, რაც საღებავში რამოდენიმე ფერის პიგმენტის გამოყენებით მიიღწევა.

     მხატვრული ბათქაში – ყველაზე რთული და ყველაზე ხარისხიანიც. შესაძლებელია საოცრად მრავალფეროვანი სახეების შექმნა. მოითხოვს მხატვარ–დეკორატორის მუშაობას და შედეგი ამად ღირს.

ასეთი სახის მხატვრული ბათქაშის შექმნით საქართველოში დაავებულია კომპანია “დეკორლაინსი“. მათ ვებ–გვერდზე ნიმუშების დათვალიერებაც შეგიძლიათ.

შპალერი – კედლის შეფუთვის ამ სახეობამ, რომელიც სათავეს რენესანსის ეპოქაში იღებს, მე–18 საუკუნის ევროპაში უვე ფართო გამოყენება ჰპოვა. თვადაპირველდ გამოყენებადი ქსოვილის შპალერი მოგვიანებით ტყავმა ჩაანაცვლა. დღესდღეისობით კი მისი მრავალი სახეა წარმოდგენილი ბაზარზე: ქაღალდის, ვინილის, ფლიზელინის, ქსოვილოვანი და თხევადიც კი; პრიალა, გლუვი და სხვადასხვაგავრი ფაქტურისა; მთლიანად ერთი ფერისა, სხვადასხვაგვარი ორნამენტებით გაწყობილი თუ მთლიანი ფოტო–რეპროდუქციით. მათი დისტრიბუტორებიც მრავლად არიან ბაზარზე. მე კი საკუთარი გამოცდილებით წერეთლის 138–ში მდებარე “რაშის” მაღაზიასა (ხარისხიანი გერმანული შპალერის დიდი არჩევანი მისაღებ ფასებში) და პეკინის 41–ში მდებარე “იტალიური შპალერის სახლს” (მაღალი ხარისხის იტალიური შპალერი) გირჩევდით.

რადგან შპალერზე ვსაუბრობთ მისი ორი სახეც უნდა განვიხილო:

     თხევადი შპალერი – კედლის საფარის ამ სახეობას მე დეკორატიულ ბათქაშს უფრო მივაკუთვნებდი, რომელიც აბრეშუმის ნაკუწებით სრულდება. აბრეშუმოვანი მასა წინასწარ ერევა სპეციალურ წებოს, შემდეგ კი მისი დატანება ხდება კედელზე მალიარული იარაღით, რომლის ქართული სახელწოდება ვერ გავარკვიე (ინგლ. Spatula, რუს. Шпатель). მე პირადად არ მომწონს თხევადი შპალერი, თუმცა კაცია და გუნება… მას უდავოდ გააჩნია ორი უპირატესობა: (1) არ საჭიროებს იდეალურად გასწორებულ კედლებს და (2) ორი ან რამოდენიმე ფერის მასალის შერევით თქვენ თვითონ შეგიძლიათ შექმნათ კომპოზიცია კედელზე. თხევადი–შპალერის შექმნით დაკავებული ერთ–ერთ კომპანიას ვებ–გევრდზე მისი სხვა დადებითი თვისებებიც აქვს ჩამოთვლილი.

კედელზე დატანების პროცესში:     ფოტო–შპალერი – ეს არის მაღალი რეზოლუციის ფოტო, გადატანილი შპალერზე და დაჭრილი ოთახის შესაბამის ზომებზე, რათა კედელზე გაკვრის შემდეგ მივიღოთ ერთიანი კომპოზიცია. ძალიან ეფექტური და სამაოდ ძვირი სიამოვნება. სამწუხაროდ, თბილისში არ მეგულება.

კედლის ხის პანელები, ბუაზერები – კლასიური ინტერიერის, განსაკუთრებით კაბინეტების ხშირად განუყრელი ატრიბუტი. გამოყენება შეიძლება ყვალგან: ლიფტში, მისაღებ ოთახში, საკონფერენციო თუ კინო–დარბაზებში და, რა თქმა უნდა, უკვე ნახსენებ კაბინეტებში. მთავარი პირობაა – ოთახი იყოს კლასკური სტილის. გამოიყენება როგორც მთლიანი კედლის მოსაპირკეთებლად, ასევე მისი მხოლოდ ქვედა ნაწილის. მუქი ფერის ხისგან შესრულებული ოთახს ხშირად ამძიმებს, მაგრამ ამასთან არისტოკრატული სულით ტვირთავს. მოლედ, თუ თქვენ კლასიკური ინტერიერის მოყვარული ხართ, გირჩევთ, დაფიქრდეთ მის გამოყენებაზე

ქართულ ბაზარზე ბუაზერებს გვთავაზობს კომპანია “ელიტა ბურჯი“.

დეკორატიული ფილები – ამ კატეგორიაში ვაერთიანებ ყველა იმ ბუნებრივი თუ ხელოვნური ქვის ფილებს, რომლებიც გამოიყენება ინტერიერის დეკორში.

     კერამიკული ფილები (a.k.a კაფელი) – პოპულარობით ძირითადად სარგებლობს სველ წერტილებსა და სამზარულოს “წინსაფრის” ზონაში. მისი მთავარი ღირსებები წყლისადმი გამძლეობის მაღალი ხარისხი და ადვილი წმენდაა. საბედნიეროდ, არჩევანი ქართულ ბაზარზეც იმდენად დიდია, რომ საშუალება გეძლევა განსხვავებული და ინდივიდუალური დიზაინი შეიტანო სააბაზანო ოთახში შუაში გამყოფი კანტის გამოყენების გარეშე :)

     ბუნებრივი ქვის ფილები – უფრო ძვირი სიამოვნებაა, ვიდრე კაფელი, მაგრამ ნამდვილი ლაქშარი გარემო სწორედ ასე იქმნება. ბუნებრივი მასალები ყოველთვის განსხვავებულ აურას ქმნის, რაც მასში გადახდილ თანხად ღირს. ჩემი განსაკუთრებული სიმპატია ტრავერტინს (პირველი შემდეგი ორი ფოტოდან).

     მოზაიკა – იგი მხატვრის თვალსაც საჭიროებს, რაც დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. შექმნილი შედეგი შეიძლება მოერგოს ნებისმიერ სტილს დაწყებული ბაროკოთი და დამთავრებული პოპ–არტით.

     დეკორატიული აგური – მსუბუქი დამუშავებული ფილები კედლის მოსაკაზმად. იდეალურია ვინტაჟ–გარემოს შესაქმნელად. მშვენივრად გამოიყურება როგორც ორიგინალურ ფორმაში, ასევე შეღებილი, მხოლოდ, არამც და არამც, გალაქული.

კედლის ჩანართები:

კედლის სტიკერები – კედელზე წებვადი საშალო და დიდი ზომის ქაღალდის ფიგურები. კედლის საფარისგან განსხვავებული ფაქტურის გამო, ჩემი აზრით, საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურებიან, ამიტომ მათი გამოყენება მხოლოდ ბავშვთა ოთახებში მიმაჩნია მიზანშეწონილად, ისიც, სასურველია, საბავშვო ავეჯზე.

პირობითად თაბაშირის ფიგურები (лепнина) –დღესდღეობით იგი აღარ მზადდება თაბაშირისგან, შესაბამისად არის საკმაოდ მსუბუქი და თანაბარი ფაქტურისა. გამოიყენება ხოლმე კედლისა და ჭერის გადაბმის ადგილებში, ჭაღის სამაგრებთან, სარკის ჩარჩოებში… თუმცა ასევე წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული კედელზე შპალერის ჩანართების შემოსასაზღვრავად, ან ცალკე დეკორატიული ელემენტის სახით. საკამოდ ეფექტურია კლასიკურ ან კლასიკანარევ ინტერიერებში.

ამით ვამთავრებ დღევანდელ პოსტს. თუმცა მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდები და ცოტა მეტს მოგითხრობთ შპალერების სახეების შესახებ და მათ კომბინაციაზე სხვა სახის კედლის საფართან.

About these ads

4 Comments

Filed under ბაზრის მიმოხილვა

4 responses to “კედლის საფარი: ბაზრის მოკლე მიმოხილვა

  1. გიორგი

    რამდენნაირი კედლის მოპირკეთება ყოფილა, მე კიდე სამიც კი ვერ გავიხსენე და შპალერითა და შეღებვით ამოვწურე კედლის დეკორაციის თემა :).

  2. მე ამ სფეროში ღრმა დილეტანტი ვარ, მაგრამ აგერ, პროფესიონალის ბლოგზე მოვვხდი და აწი წავიკითხავ ხოლნე :) ჩემი ოთახის გადალაგება მიყვარს, ყოველთვის რაღაც ახალს ვეძებ და გამოდის, რომ ინტერიერის დიზაინიც მაინტერესებს.

    • მე კი ის თემები მაინტერესებს, რომლებიც ასე საინტერესოდ გაქვს წარმოჩენილი ბლოგზე :)

  3. nika

    kargia,mara tu fasadebs exeba saqme,mashin es saiti naxet http://www.klinker.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s